პრეზიდენტის გზავნილი

Enver Yucel

ენვერ იუჯელის შესახებ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის "ბაუ გლობალის" დამაარსებელი და თავმჯდომარე ენვერ იუჯელი განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილით არა მხოლოდ თურქეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაცაა ცნობილი, რასაც მის მიერ მიღებული მრავალი საერთაშორისო ჯილდო თუ პრიზი მოწმობს.

პრეზიდენტის გზავნილი

მოგესალმებით!

საგანამანთლებლო სფეროში 15 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე ჩვენი ძირითადი ღირებულებები და პრინციპები თავდაუზოგავი შრომა, ცოდნის ძიების სურვილი და განათლებაში თანამედროვე მიდგომების დანერგვაა.

გლობალურ მოქალაქედ ჩამოყალიბების მნიშვნელობიდან გამომდინარე ჩვენ შევქმენით საერთაშორისო პროგრამები და დავამყარეთ პარტნიორობა საერთაშორისო მასშტაბით. ჩვენ ყველანაირ პირობას ვუქმნით სტუდენტებს, რათა მათ სწავლის თუნდაც მცირედი ნაწილი საზღვარგარეთ, ბაუ გლობალის წევრ საგანამანათლებლო დაწესებულებებში გაიარონ. გარდა ამისა, ჩვენ პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს მსოფლიოს სხვადახვა უნივერსიტეტთან, რაც საშუალებას აძლევს „ბაუ გლობალის“ სტუდენტებს მიიღონ თანამედროვე, დამსაქმებელთა მოთხოვნების შესაბამისი ცოდნა და უნარ-ჩვევები. ჩვენი ფაკულტეტის წევრები ძალისხმევას არ იშურებენ, რათა სტუდენტებმა წარმატებით გაართვან თავი სასწავლო პროცესს. გარდა ამისა, ჩვენი სასწავლო პროგრამები, თეორიულ განათლებასთან ერთად დამატებითი აქტივობებისა და სტაჟირების შესაძლებლობებს იძლევა და სტუდენტებს მომავალი კარიერული გამოწვევებისათვის ამზადებს.

მე მოგიწოდებთ შემოუერთდეთ "ბაუ"-ს გლობალურ ოჯახს და აღმოაჩინოთ მის მიერ შემოთავაზებული უსაზღვრო შესაძლებლობები.

საუკეთესო სურვილებით,

ენვერ იუჯელი

პრეზიდენტი