რექტორის გზავნილი

რექტორის გზავნილი

ჩვენი უნივერსიტეტი უზრუნველყოფს უნიკალურ და ფასდაუდებელ საშუალებას აღზარდოს და მოამზადოს მაღალკვალიფიციური მსოფლიოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ თავიანთი დარგისათვის აუცილებელ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს და აქვთ გლობალური მსოფლმხედველობა.

ბაუს საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი ძალისხმევას არ იშურებს, რათა სტუდენტებმა წარმატებით გაართვან თავი სასწავლო პროცესს.

ჩვენი პრიორიტეტია სტუდენტების შემოქმედებითობის და ინოვაციურობის ხელშეწყობა, რათა საბოლოო ჯამში მივიღოთ კონკურენტუნარიანი და ცვალებად გარემოსთან ადვილად ადაპტირებადი მაღალკვალიფიციური კადრი.

უნივერსიტეტის მიზანია მაღალი ხარისხის განათლების მიწოდება და ფართო ჰორიზონტის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება, რომელიც მსოფლიოში მშვიდობის, კაცობრიობის კეთილდღეობის და ბედნიერების საფუძველია.

ჩვენს მიერ შემუშავებული სტრატეგიული გეგმა წარმოადგენს უნივერსიტეტის მთავარ განმავითარებელ დოკუმენტს მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში. აღნიშნული სტრატეგიული გეგმის განხორციელება მოგვცემს საშუალებას შევიმუშავოთ და განვავითაროთ საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტუნარიანი და კვლევებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალკვალიფიციური სპეცილისტის მომზადებას.