სასწავლო უნივერსიტეტის მისია, ხედვა, მიზანი და ამოცანები
მისია
სასწავლო უნივერსიტეტის შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი“-ს მისიაა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პოლიტიკა; მაღალზნეობრივი სტანდარტების, კვალიფიციური, მეცნიერული ხედვითა და ინოვაციური ტექნოლოგიების ცოდნით აღჭურვილი, ლიბერალური ღირებულებების მქონე კადრების მომზადება, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნებიან როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე.
ხედვა
სასწავლო უნივერსიტეტი შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი“ მხარს უჭერს გლობალურ ხედვას, რომელიც სცდება პოლიტიკურ და კულტურულ საზღვრებს და აფასებს ადამიანის ღირსებას, საყოველთაო უფლებებსა და თავისუფლებებს განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, აღმსარებლობის ან რელიგიისა.
საქართველოს და უცხოეთის უნივერსიტეტებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შემუშავებითა და განხორციელებით, უნივერსიტეტი ხელს უწყობს პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ინტეგრაციას მსოფლიო საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცეში.
უნივერსიტეტის მიზანია მაღალი ხარისხის განათლების მიწოდება და ფართო ჰორიზონტის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება, რომელიც მსოფლიოში მშვიდობის, კაცობრიობის კეთილდღეობის და ბედნიერების საფუძველია.
მისიიდან გამომდინარე სასწავლო უნივერსიტეტის ძირითადი მიზნებია:
სასწავლო უნივერსიტეტის ძირითადი ამოცანებია: