რატომ ბაუ ბათუმი?

რატომ ბაუ ბათუმი?

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახალი მაღალი კლასის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს ხარისხიანი სამედიცინო განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო ქსელის "ბაუ გლობალის" წევრია, რომელიც ოთხი კონტინენტის ცხრა ქვეყანაში აერთიანებს რვა უნივერსიტეტს, 16 საინფორმაციო ცენტრს და სამი ენის სკოლას. ეს საშუალებას აძლევს ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს თავიანთი ცოდნა და გამოცდილება საქართველოს ფარგლებს მიღმა გაიღრმავონ ბაუ გლობალის პარტნიორ წამყვან სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

რატომ ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი?

1. საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო ქსელის წევრი: ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო ქსელის „ ბაუ გლობალის წევრია, რომელიც ოთხი კონტინენტის ცხრა ქვეყანაში აერთიანებს 9 უნივერსიტეტს, 16 საინფორმაციო ცენტრს და 4 ენის სკოლას.

2. სამედიცინო პრაქტიკა: ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი განთავსებულია სამედიცინო ცენტრ „მედინას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც ჩვენს სტუდენტებს საშუალებას აძლევს კლინიკური პრაქტიკა სწავლის დაწყების პირველივე დღიდან გაიარონ. გარდა ამისა, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა სამეცნიერო და სასწავლო მიზნებისთვის გამოიყენონ გვამები.

3. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი დაწესებულება: ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის აუდიტორიები, ლაბორატორიები და სიმულაციური სადგურები აღჭურვილია თანამედროვე და უახლესი ტექნოლოგიებით, ლაბორატორიული ხელსაწყოებით, მანეკენებითა და სიმულატორებით.

4. აკადემიური პერსონალი: ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში სასწავლო პროგრამას წარმართავენ როგორც ადგილობრივი სხვადასხვა სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებებიდან, ასევე სტამბოლის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტიდან და აფილირებული საავადმყოფოების ქსელიდან „მედიკალ პარკი“ მოწვეული პროფესორები.

5. USMLE-ის მოსამზადებელი კურსი: ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი სთავაზობს ა.შ.შ.-ს სამედიცინო სალიცენზიო გამოცდის (USMLE) მოსამზადებელ კურსს მათ, ვისაც სურთ გააგრძელონ თავიანთი პროფესიული კარიეკა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

6. თანამედროვე ლაბორატორიები: ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს წვდომა აქვთ სტამბოლის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის ელექტრონულ ბიბლიოთეკასთან, რომელშიც თავმოყრილია სახელმძღვანელოების, სამეცნიერო ნაშრომებისა და პუბლიკაციების უმდიდრესი კოლექცია. გარდა ამისა, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ უნივერსიტეტის შენობაში არსებული ბიბლიოთეკით.

7. მულტიკულტურული გარემო: ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლობენ სტუდენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნონ ერთმანეთის კულტურას, ტრადიციებსა და ადათ-წესებს