კონფიდენციალურობის პოლიტიკა

მოგესალმებით ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბათუმის კონფიდენციალურობის პოლიტიკის გვერდზე. აქ თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენი ვებგვერდის მიერ თქვენი პირადი ინფორმაციის შეგროვების, დაცულობის და გამოყენების პროცესებს.

1. კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა წარმოადგენს დოკუმენტს იმის შესახებ, თუ როგორ ხდება თქვენი პირადი ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება ჩვენს მიერ.

Bauinternational.edu.ge დაკავშირებულია მესამე პირის ვებ-საიტებთან, რომელთა მართვა და ადმინისტრირება ხორციელდება ჩვენგან დამოუკიდებლად (მაგ.: Google Analytics, Facebook Pixel). შესაბამისად, bauinternational.edu.ge-ს არ გააჩნია წვდომა მსგავსი ვებ-საიტების მიერ შეგროვებულ ინფორმაციაზე (გარდა იმ ინფორმაციისა, რაც დაშვებულია მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკაში). ბაუ ბათუმი პასუხისმგებელი არ არის თქვენს მიერ მესამე პირის ვებ-საიტებისთვის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობასა და დაცულობაზე. ამიტომ, გთხოვთ, ყურადღებით შეისწავლოთ ჩვენს ვებგვერდთან დაკავშირებული სხვა საიტების კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

ჩვენი უნივერსიტეტის ვებ-საიტის მოხმარებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ მიიღოთ მისი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

2. ინფორმაციის დაცულობა

ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბათუმი წარმოადგენს კერძო დაწესებულებას, რომელიც სრული პასუხისმგებლობით ასრულებს მასზედ დაკისრებულ ვალდებულებებს. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, თქვენი პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობასა და დაცულობაზე.

გარწმუნებთ, რომ ჩვენს უნივერსიტეტს გააჩნია შესაბამისი ტექნიკური და ადამიანური რესურსები, იმისათვის რომ თქვენი პირადი ინფორმაცია იყოს დაცული, ასევე გარწმუნებთ, რომ აუთსორსინგის შემთხვევაში მესამე პირთა მომსახურება უზრუნველყოფს შესაბამისი უსაფრთხოების ზომებს.

ჩვენ არ გადავცემთ თქვენს პირად ინფორმაციას მესამე პირს, თქვენი ნებართვის გარეშე.

3. ინფორმაციის შეგროვება

თქვენს შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხორციელდება რამდენიმე მეთოდით:

IP მისამართი

აღნიშნული მეთოდი საშუალებას გვაძლევს შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენი მდებარეობის, კომპიუტერული ხელსაწყოს და გამოყენებული ბრაუზერის შესახებ.

გამოწერები

ჩვენ პერიოდულად ვავრცელებთ საინფორმაციო ბიულეტენებს ელ-ფოსტის მეშვეობით, თუ გაქვთ სურვილი რომ დარეგისტრირდეთ გამომწერთა სიაში, ამისათვის უნდა ესტუმროთ ჩვენს ვებგვერდს და შეავსოთ გამოწერის ფორმა. თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს თქვათ უარი გამოწერებზე და აღარ მიიღოთ საინფორმაციო ბიულეტენები ჩვენგან.

საინფორმაციო ბიულეტენების გავრცელებაში ჩვენი უნივერსიტეტის პროგრამულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს მესამე პირის ვებ-საიტი - Mailerlite. გთხოვთ, გაეცნოთ აღნიშნული ვებ-საიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკას, სანამ ისარგებლებთ მისი მომსახურებით.

ვებ-ბრაუზერის ქუქიები (Cookies)

ვებ-ბრაუზერის ქუქიები არის ის ინფორმაცია, რასაც ბრაუზერი ინახავს კომპიუტერში თქვენს მიერ სხვადასხვა ვებ-საიტებზე სტუმრობისას. Bauinternational.edu.ge-იც იყენებს ქუქიებს, იმისათვის რომ გააუმჯობესოს მისი მუშაობა. ვებ-ბრაუზერის კონფიგურაციის შედეგად საშუალება გეძლევათ ნებისმიერ დროს გათიშოთ ქუქიები ჩვენი ვებ-საიტისთვის, თუმცა მსგავსი ქმედების განხორციელების შემდეგ შესაძლებელია, რომ საიტმა იმუშაოს შეფერხებებით.

მესამე პირის ქუქიები

არსებობს bauinternational.edu.ge-თან დაკავშირებული მესამე პირის ვებ-საიტები, რომლებიც სარგებლობენ თავიანთი ქუქიებით და მათ მიერ შეგროვებულ ინფორმაციაზე ხელი არ მიგვიწვდება, გარდა იმ ინფორმაციისა რაც გათვალისწინებულია მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.

ეს ვებ-საიტებია:

  • Google (Analytics, Maps) - კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Facebook - კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Mailerlite - კონფიდენციალურობის პოლიტიკა

4. ინფორმაციის გამოყენება

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა თქვენი პირადი ინფორმაცია შეიძლება გამოიყენოს შემდეგი მიზნებისთვის:

  • იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ ონლაინ მომსახურება.
  • იმისათვის, რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია მიმდინარე სიახლეებისა და ღონისძიებების შესახებ.
  • იმისათვის, რომ შევაგროვოთ სტატისტიკა და განვსაზღვოთ ვებ-საიტის მუშაობა თქვენთან მიმართებაში. ეს საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ ვებ-საიტის ეფექტურობა, მოვარგოთ ვებ-საიტი თქვენს მიერ გამოყენებულ ტექნოლოგიებს, დავხვეწოთ საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია, შევისწავლოთ თქვენთვის ყველაზე მეტად საინტერესო გვერდები და მოვახდინოთ შესაბამისი ცვლილებები ვებ-საიტის სტრუქტურაში.

5. პირადი ინფორმაციის გამოთხოვნა

ვებ-საიტის მომხმარებელს აქვს უფლება გამოითხოვოს პირადი ინფორმაცია, მოითხოვოს მისი ჩასწორება, შეცვლა ან წაშლა.

6. დოკუმენტში ცვლილებების შესახებ

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას აღნიშნულ დოკუმენტში შეიტანოს ნებისმიერი ცვლილება ნებისმიერ დროს. თუ არ ეთანხმებით შესაძლო ცვლილებებს, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ამ დოკუმენტში, მაშინ გთხოვთ არ ისარგებლოთ ჩვენი ვებგვერდით.

7. გამოყენებული სამართალი

აღნიშნული დოკუმენტი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

დოკუმენტთან დაკავშირებით მხარეებს შორის წამოჭრილი ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავის გადასაწყვეტად მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.