ფაკულტეტის შესახებ

ფაკულტეტის შესახებ

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი გთავაზობთ ამერიკული მოდელის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ერთსაფეხურიან უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას "მედიცინას", რომელიც 6 წელი გრძელდება და ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს.

სასწავლო პროცესი ხორციელდება სტამბოლის, ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტთან და კლინიკების ქსელ Medical Park-თან პარტნიორობით, რომელიც მთელი თურქეთის მასშტაბით აერთიანებს ათობით კლინიკას.

სასწავლო პროგრამის მიზანია სტუდენტებს თეორიულ ცოდნასთან ერთად კლინიკური უნარ-ჩვევების გამომუშავებაში შევუწყოთ ხელი და მოვამზადოთ ისინი მომავალი სამედიცინო კარიერისათვის.

კურსდამთავრებულებს ენიჭებათ დიპლომირებული მედიკოსის კვალიფიკაცია.

პროგრამის სტრუქტურა იხილეთ ქვემოთ:

კვალიფიკაცია:
დიპლომირებული მედიკოსი
სწავლის ტიპი:
დღის სწავლება
სწავლის ხანგრძლივობა:
ექვსი წელი
სწავლების ენა:
ინგლისური
კრედიტების რაოდენობა:
360 ECTS
ძირითადი სასწვლო კურსები:
334 ECTS
არჩევითი სასწავლო კურსები:
26 ECTS