ისმეთ დინდარ

1993 წელს ისმეთ დინდარმა ათათურქის უნივერსიტეტში მოიპოვა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი კარდიოლოგიის  დარგში. მისი პროფესიული კარიერა დაკავშირებულია ისეთ სამედიცინო დაწესებულებებთან როგორიცაა: “მედიცინა გრუპ ჰოსტპიტალი”, “მედიკალ პარკ ჰოსტიპალი”, “კოლანის საერთაშორისო ჰოსპიტალი”. იგი მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციისა და წიგნის ავტორია.

ლეილა ახვლედიანი

ლეილა ახვლედიანს 2006 წელს მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი ალერგოლოგია, იმუნოლოგიის მიმართულებით. 1997-2000 წწ თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ კავკასიის რეგიონალურ იმუნოლოგიის ტრენინგ ცენტრისა (CRITC) და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) ბაზაზე გაიარა კურსები თეორიულ, პრაქტიკულ იმუნოლოგიასა და იმუნოჰემატოლოგიაში.

ლევან მეტრეველი

ლევან მეტრეველს 1993 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 2006 წელს კი დაიცვა მაგისტრის ხარისხი ემორის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლაში (ატლანტა, აშშ). 

ცირა კაპანაძე

2008 წელს ცირა კაპანაძემ დაასრულა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერიტეტი სპეციალობით ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია. ამაჟამად იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნევროფიზიოლოგიის ფაკულტეტის დოქტორანტია. 2017 წლიდან დღემდე ის მუშაობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ასევე არის არასამთავრობო ორგანიზაციის “Step Forward” სოციალური პროგრამების კოორდინატორი.

ნინო თებიძე

ნინო თებიძემ დაასრულა სტავროპოლის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი. ამჟამად ის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური და ტრანსლიაციური მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტია. 2011 წლიდან დღემდე ის მუშაობს კლინიკა „სტომა-დენტში“ თერაპევტ-პაროდონტოლოგის თანამდებობაზე.

თეონა გოგიტიძე

თეონა გოგიტიძეს მედიცინის დოქტორის ხარისხი მიენიჭა „ვ.ი. დანილევსკის სახელობის ენდოკრინული პათოლოგიის პრობლემათა ინსტიტუტში“ (ენდოკრინოლოგიაში). იგი 2017 წლიდან დღემდე მუშაობს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში ექიმი-ენდოკრინოლოგის თანამდებობაზე. მისი ავტორობით გამოცემულია მრავალი სამედიცინო ნაშრომი სტატიის სახით, ასევე მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ მეთოდური რეკომენდაციის შემუშავებაში. 

ნათია ხარატი

ნათია ხარატის სამუშაო გამოცდილება ჯერ კიდევ 1995 წლიდან იწყება. მას გავლილი აქვს სტაჟირება და სასწავლო კურსები ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი, ჰოლანდია, დანია, ავსტრია და ა.შ. ამჟამად ის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ეპედემიოლოგიის დოქტორანტია. 

ნერიმან ცინცაძე

ნერიმან ცინცაძეს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს სხვადასხვა დარგში: ტაშკენტის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, ბათუმის მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრში და ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე აქვს ხანგრძლივი პედაგოგიური სტაჟი.

გია მუხაშავრია

გია მუხაშავრიას მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (კოლორექტულ ქირურგიაში). იგი წარმატებული ქირურგი და მეცნიერია, რასაც მოწმობს მისი ავტორობით გამოცემული მრავალი სამეცნიერო ნაშრომი. 2014 წელს მიიღო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მადლობის სიგელი.