ივანე ჩხაიძე

პროფესორი

პროფესორმა ივანე ჩხაიძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი დაამთავრა 1980 წელს, ხოლო კვალიფიკაცია ლენინგრადის პედიატრიის ინსტიტუტში აიმაღლა. თუმცა მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო კიდევ უფრო მრავალფეროვანია და პედიატრიასთან ერთად მოიცავს პულმონოლოგიასა და ალერგოლოგიას. იგი რესპირაციულ მედიცინაში ევროპელი სპეციალისტების განათლების (Harmonised Education in Respiratory Medicine for European Specialists - HERMES) სამუშაო ჯგუფის წევრია. ამავდროულად პროფესორი ივანე ჩხაიძე პულმონოლოგიაში აკრედიტაციის ევროპული საბჭოს (European Board for Accreditation inPneumology - EBAP) ექსპერტი და ჟურნალის Polish Pneumonology and Allergology სარედაქციო საბჭოს წევრია.

მას სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს. ასევე წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

მისი ავტორობით გამოცემულია 215 სამეცნიერო ნაშრომი, მათგან 74 გამოქვეყნებულია რეფერირებად ჟურნალებში, ხოლო 16 მოყვანილია აშშ-ს ეროვნული სამედიცინო ბიბლიოთეკის საძიებელში (PubMed). პროფესორი ივანე ჩხაიძე აქტიურად ღებულობს მონაწილეობას მსოფლიოს მასშტაბით გამართულ სამედიცინო კონფერენციებსა თუ სემინარებს.