ლეილა ახვლედიანი

პროფესორი

ლეილა ახვლედიანს 2006 წელს მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი ალერგოლოგია, იმუნოლოგიის მიმართულებით. 1997-2000 წწ თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ კავკასიის რეგიონალურ იმუნოლოგიის ტრენინგ ცენტრისა (CRITC) და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) ბაზაზე გაიარა კურსები თეორიულ, პრაქტიკულ იმუნოლოგიასა და იმუნოჰემატოლოგიაში. 1999 წლიდან მუშაობს იმუნოლოგიისა და ლაბორატორიული მედიცინის სფეროში. მისი წარმატებული სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა იმუნოლოგიის, იმუნოჰემატოლოგიისა და მიკრობიოლოგიის დარგში დასტურდება მრავალი გრანტით, საერთაშორისო კონფერენციებითა და პუბლიკაციებით.

ლეილა ახვლედიანს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგიური მოღვაწეობის 17 წლიანი გამოცდილება აქვს, სადაც ის დღემდე ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორია და მიჰყავს იმუნოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კურსები.

ასევე კითხულობდა სალექციო კურსებს იმუნოლოგიაში საბერძნეთის (თესალონიკის) და ლიტვის სახელმწიფო უნივერსიტეტების მედიცინის ფაკულტეტებზე.

2014 წელიდან ლეილა ახვლედიანი "ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტის დეკანია.