ლევან მეტრეველი

ლევან მეტრეველს 1993 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 2006 წელს კი დაიცვა მაგისტრის ხარისხი ემორის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლაში (ატლანტა, აშშ). ის ასწავლის შემდეგ სასწავლო დისციპლინებს: საზოგადებრივი ჯანმრთელობის, ჯანდაცვის პოლიტიკის შესავალი, ჯანდაცვის მენეჯმენტი. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი პროფესიული კარიერა მხოლოდ უნივერსიტეტში მოღვაწეობას არ უკავშირდება. 2011-2012 წლებში ის იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კანადაში, ხოლო 2008-2011 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთსა და მოლდოვას რესპუბლიკაში.