ნერიმან ცინცაძე

ასოცირებული პროფესორი

ნერიმან ცინცაძეს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს სხვადასხვა დარგში: ტაშკენტის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, ბათუმის მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრში და ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე აქვს ხანგრძლივი პედაგოგიური სტაჟი. ფლობს არაერთ ჯილდოს, როგორიცაა 2009 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს საპატიო სიგელი და 2012 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ჯილდოდ ღირსების სიგელი.