დემეთ აქინ

დემეთ აქინს 1991 წელს ეგეოსის უნივერსიტეტის მიერ მიენიჭა სამედიცინო ექიმის სტატუსი. 2001 წელს მიიღო სპეციალისტის მოწმობა ლაბორატორიის/კლინიკის დამოუკიდებლად მართვის კვალიფიკაცია ფარმაკოლოგიის სფეროში. 2012 წელს კი ამავე სფეროში მიენიჭა უნივერსიტეტის დოცენტის წოდება.

რეზიუმე 

ირინე ცინცაძე

ირინე ცინცაძემ 2007 წელს დაასრულა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიოლოგიისა და ინგლისური ენის ბაკალავრის აკადემიური ხარისხით. ამჟამად კი ბიოლოგიის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტია ამავე უნივერსიტეტში.

რეზიუმე

მეჰმეთ ოზგურ

მეჰმეთ ოზგურ ერდოღანმა უმაღლესი განათლება ანტალიის აქდენიზის უნივერსიტეტში მიიღო. 2014 წელს მინიჭა საუნივერსიტეტო დოცენტის ხარისხი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სფეროში.

რეზიუმე

ასლი დემირთაშ

ასლი დემირთაშ თათლიდედეს 2006 წელს მიენიჭა ლაბორატორიის/კლინიკის დამოუკიდებლად მართვის კვალიფიკაცია ნევროლოგიის სფეროში, ხოლო 2013 წელს დოცენტის წოდება ამავე სფეროში. 2002 წლიდან იგი თურქეთის ნევროლოგთა ასოციაციის წევრია.

რეზიუმე 

თამილა დილავეროვა

თამილა დილავეროვას 2017 წელს მიენიჭა ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. იგი ავტორია წიგნისა „ქართული, როგორც უცხო ენა(სალექციო კურსი მედიცინის სპეციალობის არაქართულენოვან სტუდენტთათთვის/გამომცემლობა „ივერიონი“. თბილისი 2019).

რეზიუმე

ნატალია დოროფეევა

ნატალია დოროფეევა 2010 წელს მიენიჭა სამედიცინო მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 2016 წლიდან მუშაობს შპს „აჭარის ა.რ. ონკოლოგიის ცენტრში“ ოჯახის ექიმი მეან-გინეკოლოგიის პოზიციაზე.

რეზიუმე 

აკინ აკიკინი

აკინ აკაკინს 2017 წელს მიენიჭა დოცენტის კვალიფიკაცია ნეიროქირურგიის მიმართულებით. იგი 2014 წლიდან დღემდე მუშაობს მედიქალ პარკის ჰოსპიტალში. 2010 წლიდან კი თურქეთის ნევროლოგთა ასოციაციის წევრია.

რეზიუმე 

ლეილა ახვლედიანი

ლეილა ახვლედიანს 2006 წელს მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი ალერგოლოგია, იმუნოლოგიის მიმართულებით. 1997-2000 წწ თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ კავკასიის რეგიონალურ იმუნოლოგიის ტრენინგ ცენტრისა (CRITC) და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) ბაზაზე გაიარა კურსები თეორიულ, პრაქტიკულ იმუნოლოგიასა და იმუნოჰემატოლოგიაში.

რეზიუმე

ლევან მეტრეველი

ლევან მეტრეველს 1993 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 2006 წელს კი დაიცვა მაგისტრის ხარისხი ემორის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლაში (ატლანტა, აშშ). 

რეზიუმე

ცირა კაპანაძე

2008 წელს ცირა კაპანაძემ დაასრულა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერიტეტი სპეციალობით ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია. ამაჟამად იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნევროფიზიოლოგიის ფაკულტეტის დოქტორანტია. 2017 წლიდან დღემდე ის მუშაობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ასევე არის არასამთავრობო ორგანიზაციის “Step Forward” სოციალური პროგრამების კოორდინატორი.

რეზიუმე