მაია მაკალათია

მაია მაკალათიას უმაღლესი სამედიცინო განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც 1998წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. არის საქართველოსა და ევროპის რესპირაციული საზოგადოებების წევრი. გააჩნია მრავალწლიანი სამეცნიერო, პრაქტიკული, პედაგოგიური გამოცდილება და წარმატებით განაგრძობს მოღვაწეობას ყველა ამ სფეროში.

სოფიკო ცქვიტინიძე

სოფიკო ცქვიტინიძემ განათლება მიიღო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ასევე მიიღო მაგისტრის წოდება. PhD ბიოლოგიის დარგში დაიცვა 2013 წელს, ამავე უნივერსიტეტში. მას გააჩნია 7 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება, რაზეც მისი მდიდარი სალექციო კურსების ჩამონათვალი მიუთითებს. ის ორჯერ გახდა Erasmus Mundus-ის სტიპენდიანტი.