საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქეებისთვის

როგორ ჩავაბარო?

საქართველოს მოქალაქეები ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში ირიცხებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად. სავალდებულო საგნების გარდა, ჩვენს უნივერსიტეტში მოსახვედრად შეგიძლიათ შემდეგი არჩევითი საგნები ჩააბაროთ: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა. კომპეტენციათა ზღვარი 2017 -2018 წლისათვის 55%, გარდა ინგლისური ენისა.

საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც სრული ზოგადი განათლება საზღვარგარეთ აქვთ მიღებული ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის დადგენილი მიღების პროცედურების მიხედვით ირიცხებიან.

საჭირო დოკუმენტები

ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ ჩარიცხულმა სტუდენტმა სწავლის დაწყებამდე უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • 4 ფოტოსურათი 3×4;
  • სამხედრო გაწვევის მოწმობა, ან აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
  • სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

უნივერსიტეტში საბოლოო ჩარიცხვა ხდება რექტორის მიერ შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემის საფუძველზე.

ინგლისური ენის ცოდნა

ვინაიდან ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, ჩარიცხვის მსურველებს ინგლისური ენის გარკვეულ დონეზე ცოდნა მოეთხოვებათ. საქართველოს მოქალაქეებისათვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენად ინგლისური ენის ჩაბარებაა სავალდებულო. კომპეტენციის მინიმალური ზღვარი 2017 -2018 წლისათვის ინგლისურ ენაში 80%-ით განისაზღვრება.

რეგისტრაცია

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ სტუდენტებისათვის სავალდებულოა სწავლის დაწყებამდე ფინანსური და აკადემიური რეგისტრაციის გავლა სტუდენტთა მომსახურებისა და საერთაშორისო მარკეტინგის განყოფილებაში. რეგისტრაციის დროს სტუდენტებმა უნდა წარადგინონ ყველა საჭირო დოკუმენტაცია.