საერთაშორისო

საერთაშორისო

როგორ ჩავაბარო?

2017-2018 აკადემიურ იწლისათვის ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში აპლიკაციების მიღება წარმოებს 15 აგვისტომდე.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვისათვის უნდა შეავსონ ონლაინ აპლიკაციის ფორმა.

საჭირო დოკუმენტები
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სრული ზოგადი განათლების ნიშნების ფურცლის ასლი;
  • პასპორტის ასლი;
  • ინგლისური ენის B 2 დონის საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ყველა საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენისა და განხილვის შემდეგ უნივერსიტეტი აგზავნის პირობითი ჩარიცხვის წერილს.

ამასთანავე, აბიტურიენტმა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით განცხადებით უნდა მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. განცხადების ელექტრონული ფორმები ხელმისაწვდომია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.

განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);
  • აბიტურიენტის მიერ არჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით);
  • უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის აღიარების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ჩვეულებრივი წარმოება (ერთი თვე) – 30 ლარი; დაჩქარებული წარმოება (15 სამუშაო დღე) – 60 ლარი;
  • სხვა პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა).

შენიშვნა: ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი,უცხოელი აბიტურიენტებისათვის უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების პროცედურების გამარტივების მიზნით, მზად არის სტუდენტების სახელით განათლების აღიარების მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. ამასთანავე, უნივერსიტეტი თავის თავზე იღებს აღიარების პროცედურებთან დაკავშირებით წარმოშობილ ყველა ხარჯს.

აღიარების შემდგომ, განათლების სამინისტრო გამოსცემს ბრძანებას საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტის ჩარიცხვის უფლების მოპოვების შესახებ;

  • აბიტურიენტი იხდის ერთი სემესტრის სწავლის საფასურს და წარადგენს ქვითარს და აღიარების დოკუმენტაციას უნივერსიტეტში;
  • უნივერსიტეტი გამოსცემს საბოლოო ბრძანებას აბიტურიენტის ჩარიცხვის შესახებ სასურველ ფაკულტეტზე, შესაბამისი სპეციალობით.
უცხო ენის ცოდნა

ვინაიდან ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს აბიტურიენტებს ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე მოეთხოვებათ. აქედან გამომდინარე,აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ მოყვანილი ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატებიდან ერთ-ერთი:

  • TOEFL (iBT 79),
  • IELTS 6.5 (Acad.),
  • FCE B,
  • YDS 80,
  • Pearson PTE Acad. 78,
  • CAE A

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი იმ აბიტურიენტებს, რომლებიც სათანადო დონეზე ფლობენ ინგლისურ ენას, ხოლო არა აქვთ ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი, შესაძლებლობას აძლევს გაირონ ინგლისური ენის ტესტირება BAU Proficiency-ი. გამოცდაზე მიღებული ქულა მინიმუმ 80-ს უნდა შეადგენდეს.

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე სწავლის მსურველები, რომლებიც ვერ წარმოადგენენ უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს და ამასთანავე ვერ ჩააბარებენ BAU Proficiency-ის გამოცდას, რეგისტრირდებიან ინგლისური ენის მოსამზადებელ კურსზე, რომელიც ინგლისური ენის სათანადო დონეზე დაუფლების საშუალებას იძლევა.

რეგისტრაცია

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ სტუდენტებისათვის სავალდებულოა სწავლის დაწყებამდე ფინანსური და აკადემიური რეგისტრაციის გავლა სტუდენტთა მომსახურებისა და საერთაშორისო მარკეტინგის განყოფილებაში. რეგისტრაციის დროს სტუდენტებმა უნდა წარადგინონ ყველა საჭირო დოკუმენტაცია.

სწავლის საფასური და სახელმწიფო გრანტები

სწავლის საფასური

სწავლის წლიური საფასური საქართველოს მოქალაქეებისათვის 2017-2018 აკადემიური წლისათვის განისაზღვრა 8400 ლარით.

სწავლის წლიური საფასური საერთაშორისო სტუდენტებისათვის 2017-2018 აკადემიური წლისათვის შედგენს 18 000 ლარს.

სახელმწიფო გრანტები

სახელმწიფო გრანტი

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც ჩაირიცხებიან ერთიანი ეროვნული გამოცდებით, მოქმედებს სახელმწიფო დაფინანსება. სტუდენტის მიერ მოპოვებული გრანტი გამოაკლდება სწავლის საფასურს.