მობილობა

მობილობა

მობილობა ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში სტუდენტის გადასვლის პროცესია. მობილობის პროცესს არეგულირებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესი". სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

მობილობის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა აკრედიტებული უნივერსიტეტების სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, გადმოვიდნენ და სწავლა გააგრძელონ სასწავლო უნივერსიტეტ "ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმში".

მობილობა ხორციელდება წელიწადში ორჯერ - შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში, ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში.

თუ გსურს სასწავლო უნივერსიტეტ "ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმში" გადმოსვლა:

  1. გაიარე ელექტრონული რეგისტრაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში და მოიპოვე ჩვენთან მობილობის უფლება;
  2. მას შემდეგ რაც, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან მოიპოვებთ ჩვენს უნივერსიტეტში მობილობის უფლებას, უნდა გაიაროთ შიდასაუნივერსიტეტო რეგისტრაცია. შიდა საუნივერსიტეტო რეგისტრაციის დეტალები იხილეთ აქ.