ვიზა და ბინადრობის ნებართვა

ვიზა და ბინადრობის ნებართვა

ვიზა

საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული ერთი წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება აქვს მსოფლიოს 96 ქვეყნის მოქალაქეს, ხოლო იმ ქვეყნების მოქალაქეებმა, რომლებსაც ვიზა ესაჭიროებათ საქართველოში შემოსასვლელად სტუდენტური ვიზის მოთხოვნით უნდა მიმართონ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს. საქართველოს ვიზის მისაღებად, ასევე სავიზო ვალდებულებებისაგან გათავისუფლების შესახებ საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: geoconsul.gov.ge

ბინადრობის ნებართვა

იმ ქვეყნების მოქალაქეებმა, რომლებიც საქართველოში სტუდენტური ვიზის საფუძველზე შემოდიან, საქართველოში შემოსვლიდან 45 დღის განმავლობაში უნდა მიმართონ იუსტიციის სახლს სტუდენტური ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით. დამატებითი ინფორმაცია სტუდენტური ბინადრობის ნებართვების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: psh.gov.ge

სტუდენტური ბინადრობის მოთხოვნისათვის აუცილებელი დოკუმენტები:

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
  • საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთის ასლი; (D 3 კატეგორიის საიმიგრაციო/სტუდენტური ვიზა);
  • საქართველოში ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა სწავლის თაობაზე (სწავლის სავარაუდო ხანგრძლივობის მითითებით);
  • ლეგალური შემოსავლის დოკუმენტი ან საბანკო ამონაწერი;
  • 3X4-ზე ფოტოსურათი;
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

ბინადრობის ნებართვის აღებასთან დაკავშირებული მომსახურების ვადები და ტარიფები შემდეგნაირად განისაზღვრება:

მომსახურების ვადა მომსახურების ტარიფი
30-ე დღეს 210 ლარი
მე-20 დღეს 330 ლარი
მე-10 დღეს 410 ლარი


NB: ბინადრობის ნებართვის საფასურის გადახდა და ასევე ფოტოსურათის გადაღება შესაძლებელია იუსტიციის სახლში.