მთავარი
სიახლეები
სიახლეები
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი განათლების გამოფენაზე ყაზახეთში

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი განათლების გამოფენაზე ყაზახეთში

27 ნოე 2018

ყაზახეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელით, საერთაშორისო პროგრამების ცენტრმა ორგანიზება გაუწია „საერთაშორისო განათლების გამოფენა 2018-2019“-ს 2018 წლის 14-18 ნოემბერს, შიმკენტსა და ალმატიში.

საერთაშორისო განათლების გამოფენის მიზანი იყო საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოება, უცხოური განათლების ხელშეწყობა და ახალი პროექტების განხორციელების გამოცდილების გაცვლა. ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება მიეცა გაეგოთ საზღვარგარეთ განათლების მიღების შესაძლებლობები. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 200-ზე მეტი საერთაშორისო უნივერსიტეტი, 50-ზე მეტი ადგილობრივი უნივერსიტეტი, საგანმანათლებლო დაწესებულებები და ენის შემსწავლელი სკოლები. აღნიშნული ღონისძიების პროგრამა ასევე მოიცავდა B2B შეხვედრებს, მემორანდუმებისა და კონტრაქტების გაფორმების შესაძლებლობებს.

აღნიშნულ განათლების გამოფენაში მონაწილეობდა ბაუ ბათუმის საერთაშორის უნივერსიტეტი. აღსანიშნავია, რომ ბაუ ბათუმის სტენდმა ვიზიტორების ყურადღება და მოწონება დაიმსახურა. ადგილზე მისულ დამთვალიერებლებს მიეწოდათ ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ და ასევე გადაეცათ სასაჩუქრე პაკეტები.

განცხადებები

მარ 05
ღია კარის დღე ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში

დრო: 5 მარტი, 2018 წელი
ადგილი: ბაუ ბათუმი უნივერსიტეტი

აპრ 06
ლაბორატორიული საქმის ტრენინგი

დრო: 6 აპრილი, 2017 წელი
ადგილი: ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სექ 22
საერთაშორისო შავი ზღვისპირეთის ოჯახის ექიმთა კონგრესი “KAHEKON-2016”

დრო: 22-25 სექტემბერი, 2016 წელი
ადგილი: ქალაქი ბათუმი

სიახლეები

სექ 13
კონკურსის შედეგები

 "სასწავლო უნივერსიტეტის შპს "ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი" მედიცინის ფაკულტეტზე ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგები :

 

 

 

აგვ 15
კონკურსის შედეგები

"სასწავლო უნივერსიტეტის შპს "ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი" მედიცინის ფაკულტეტზე ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგები იხილეთ აქ

აგვ 09
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ERASMUS+ -ის გრანტი მოიპოვა

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, სხვა პარტნიორი უნივერსიტეტების კონსორციუმთან ერთად ევროკავშირის ERASMUS+ის პროგრამის „უმაღლეს განათლებაში უნარ-ჩვევების გამომუშავების“ ფარგლებში განაცხადი გააკეთა პროექტის დაფინანსებაზე. 

აგვ 08
გასაუბრება აკადემიური თანამდებობის კონკურსისთვის

მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის მონაწილეებს გასაუბრება ჩაუტარდებათ 2019 წლის 09 აგვისტოს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე № 149 აუდიტორიაში

აგვ 07
ინგლისური ენის გამოცდა კონკურსის მონაწილეებისთვის

მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის მონაწილეებს ინგლისური ენის გამოცდა ჩაუტარდებათ 2019 წლის 08 აგვისტოს 15:00 საათზე №150 აუდიტორიაში.