მთავარი
სიახლეები
სიახლეები
ენვერ იუჯელი Foedus-ის სპეციალური პრიზით ჯილდოვდება

ენვერ იუჯელი Foedus-ის სპეციალური პრიზით ჯილდოვდება

1 დეკ 2015

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის „ბაუ გლობალის“ დამაარსებელი და თავმჯდომარე ენვერ იუჯელი Foedus-ის ფონდმა განათლებაში შეტანილი წვლილის გამო დააჯილოდოვა "სპეციალური ფოედუსის პრიზით".

Foedus-ის ფონდი 2003 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს კულტურის სფეროს მხარდაჭერას და განვითარებისა და სოლიდარობის ხელშეწყობას. წელს დაჯილდოვების ცერემონიალი 2015 წლის 30 ნოემბერს გაიმართა იტალიაში, ქ. რომში. დაჯილდოვების ცერემონიალს უმასპინძლა ფონდის პრეზიდენტმა მარიო ბაჩინიმ, პრეზიდენტის მეუღლემ დიანა ბაჩინიმ და ჟურნალისტმა ლუდოვიკა როსი პურინიმ, რომელიც ახლახან დაინიშნა ამერიკული ფილმების ფესტივალის პრეზიდენტად. დაჯილდოვების ცერემონიალს ესწრებოდნენ მედიის, პოლიტიკისა და ბიზნესის სფეროს 500-მდე წარმომადგენელი. სტამბოლოს ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის დამფუძნებელს და ბაუ გლობალის თავმჯდომარეს ენვერ იუჯელს განათლების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილის გამო „Foedus-ის სპეციალური პრიზი“ გადასცეს.

დაჯილდოვების ცერემონიალზე წარმოთქმული სიტყვის დროს ენვერ იუჯელმა ყურადღება გაამახვილა კულტურათა შორის არსებული კონფლიქტების პრევენციაზე. „მე მთელი ჩემი ცხოვრება გავატარე თურქეთში და ასევე მთელ მსოფლიოში არსებული განათლების სისტემების კვლევასა და სიახლეების დანერგვაში. Foedus-ის სპეციალური პრიზით დაჯილდოვება სიამაყის გრძნობით მავსებს. იგი ამავდროულად ნათლად გამოხატავს Foedus-ის ფონდის მიერ განათლებისა და კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილ წვლილს. კაცობრიობის განვითარების ყველა ეტაპზე ცივილიზაციის მდგრადობისკენ კულტურისა და განათლების შენახვა-გადაცემას მივყავდით და ახლაც ასე ხდება. აქედან გამომდინარე Foedus-ის ფონდის მიერ ამ მიმართულებით გაწეული შრომა და ღვაწლი ფასდაუდებელია, რისთვისაც მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო Foedus ის ფონდს „- განაცხადა ენვერ იუჯელმა სიტყვით გამოსვლის დროს.

საუბრის დროს მან ასევე მიუსამძიმრა საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაღუპულების ახლობლებს. „სამწუხაროდ თურქეთშიც ხდება მსგავსი არაჰუმანური ქმედებები, რომელსაც ეწირება უდანაშაულო ადამიანთა სიცოცხლე. ანკარაში ბოლო ტერაქტის დროს დაიღუპა 102 ადამიანი. მე კიდევ ერთხელ მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ახლობლებლებს“- გააგრძელა თავისი სიტყვა ენვერ იუჯელმა.

„მე ვგმობ ტერორიზმს და მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ტერორისტულ აქტებს არანაირი გამართლება არა აქვს. მსგავსი სახის ბარბაროსული ქმედებები არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანას ეხება, არამედ მთელი მსოფლიოს კაცობრიობასა და ღირებულებებს აყენებს ზიანს. მსგავს სიტუაციაში სხვადასხვა რელიგიური, ლინგვისტური და ეროვნული კუთვნილებების ცივილიზაციათა ერთიანობა საუკეთესო პასუხია მსგავს ტერორისტულ აქტებზე“. ენვერ იუჯელმა თავისი სიტყვით გამოსვლა შემდეგნაირად დაასრულა: „კულტურათა შორის კონფლიქტის თავიდან აცილების ერთადერთი გზა კულტურათა შორის მშვიდობის დამყარება და განათლებაა“.

განცხადებები

მარ 05
ღია კარის დღე ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში

დრო: 5 მარტი, 2018 წელი
ადგილი: ბაუ ბათუმი უნივერსიტეტი

აპრ 06
ლაბორატორიული საქმის ტრენინგი

დრო: 6 აპრილი, 2017 წელი
ადგილი: ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სექ 22
საერთაშორისო შავი ზღვისპირეთის ოჯახის ექიმთა კონგრესი “KAHEKON-2016”

დრო: 22-25 სექტემბერი, 2016 წელი
ადგილი: ქალაქი ბათუმი

სიახლეები

აგვ 15
კონკურსის შედეგები

"სასწავლო უნივერსიტეტის შპს "ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი" მედიცინის ფაკულტეტზე ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგები იხილეთ აქ

აგვ 09
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ERASMUS+ -ის გრანტი მოიპოვა

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, სხვა პარტნიორი უნივერსიტეტების კონსორციუმთან ერთად ევროკავშირის ERASMUS+ის პროგრამის „უმაღლეს განათლებაში უნარ-ჩვევების გამომუშავების“ ფარგლებში განაცხადი გააკეთა პროექტის დაფინანსებაზე. 

აგვ 08
გასაუბრება აკადემიური თანამდებობის კონკურსისთვის

მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის მონაწილეებს გასაუბრება ჩაუტარდებათ 2019 წლის 09 აგვისტოს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე № 149 აუდიტორიაში

აგვ 07
ინგლისური ენის გამოცდა კონკურსის მონაწილეებისთვის

მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის მონაწილეებს ინგლისური ენის გამოცდა ჩაუტარდებათ 2019 წლის 08 აგვისტოს 15:00 საათზე №150 აუდიტორიაში.

აგვ 05
კონკურსი ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე

1. 2019 წლის 05 აგვისტოდან  სასწავლო უნივერსიტეტის შპს  „ბაუ  ინთერნეიშენალ  უნივერსითი,  ბათუმი“ მედიცინის ფაკულტეტზე გამოცხადდეს კონკურსი შემდეგ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე: