მთავარი
სიახლეები
სიახლეები
მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები სტამბოლის უნივერსიტეტს სტუმრობენ

მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები სტამბოლის უნივერსიტეტს სტუმრობენ

13 მაი 2019

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები 2019 წლის 28 აპრილიდან 4 მაისამდე სამუშაო ვიზიტით სტამბოლში, ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. ერთი კვირის განმავლობაში სტუდენტებმა ადგილზე დაათვალიერეს სტამბოლის უნივერსიტეტი, იქ არსებული აჭღურვილობა და ინფრასტრუქტურა და ასევე აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობაში. გარდა ამისა, სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა სამეცნიერო და სასწავლო მიზნებისთვის გამოეყენებინათ გვამები.

სტამბოლის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტი, ბუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, „ბაუ გლობალის“ საგანმანათლებლო ქსელში შემავალი უნივერსიტეტებია, რომელიც თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებას. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ უნივერსიტეტებს შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაა დამყარებული, რაც ბაუ ბათუმის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალებას აძლევს თავიანთი ცოდნა და გამოცდილება საქართველოს ფარგლებს მიღმა გაიღრმავონ ბაუ გლობალის პარტნიორ საგანამანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებში.

განცხადებები

მარ 05
ღია კარის დღე ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში

დრო: 5 მარტი, 2018 წელი
ადგილი: ბაუ ბათუმი უნივერსიტეტი

აპრ 06
ლაბორატორიული საქმის ტრენინგი

დრო: 6 აპრილი, 2017 წელი
ადგილი: ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

ნოე 02
ახალი სასწავლო წლის დაწყება

ახალი სასწავლო წელი  ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში 28 ოქტომბერს  ახალ კამპუსში დაიწყო. სტუდენტებს სწავლის დაწყება უნივერსიტეტის რექტორმა და დეკანმა მიულოცეს. მათ წარმატებული და ნაყოფიერი წელი  უსურვეს.