მთავარი
სიახლეები
სიახლეები
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

14 ოქტ 2017

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში უნივერსიტეტების სამედიცინო პროფილის აკადემიურ პერსონალსა და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სამედიცინო უნივერსიტეტების სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის გვამურ მასალაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო ნორმის შექმნაზე იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი“ არის ერთ-ერთი ინიციატორი ზემოაღნიშნული საკითხის და აქტიურ მონაწილეობას იღებს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებაში. აღნიშნული საკითხის მოსაწესრიგებლად კომიტეტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი. კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, სამედიცინო უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი განუყოფელია გვამურ მასალაზე მუშაობისგან. „ეს არის ის საშუალება, რომლითაც სტუდენტები, რეზიდენტები - მომავალი ექიმები იძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ქირურგიულ ტექნიკაში, ანატომიასა და პათანატომიაში. წლების განმავლობაში არ იყო დარეგულირებული საკანონმდებლო ნორმები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა გვამური მასალის მოპოვება. საკმაოდ ხანგრძლივი მუშაობის შედეგად შევჯერდით იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც აუცილებელია ჩვენი სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის გვამურ მასალასთან ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. სამუშაო პროცესში ჩართული არიან როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე, სამედიცინო უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები. დღეს შევჯერდით იმ პრინციპზე, რომლითაც საერთაშორისო სტანდარტების დონეზე მოხდება აღნიშნული საკითხის დარეგულირება“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

განცხადებები

მარ 05
ღია კარის დღე ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში

დრო: 5 მარტი, 2018 წელი
ადგილი: ბაუ ბათუმი უნივერსიტეტი

აპრ 06
ლაბორატორიული საქმის ტრენინგი

დრო: 6 აპრილი, 2017 წელი
ადგილი: ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სექ 22
საერთაშორისო შავი ზღვისპირეთის ოჯახის ექიმთა კონგრესი “KAHEKON-2016”

დრო: 22-25 სექტემბერი, 2016 წელი
ადგილი: ქალაქი ბათუმი

სიახლეები

ნოე 02
ახალი სასწავლო წლის დაწყება

ახალი სასწავლო წელი  ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში 28 ოქტომბერს  ახალ კამპუსში დაიწყო. სტუდენტებს სწავლის დაწყება უნივერსიტეტის რექტორმა და დეკანმა მიულოცეს. მათ წარმატებული და ნაყოფიერი წელი  უსურვეს.

ნოე 02
ვაკანსია

სასწავლო უნივერსიტეტი შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი“ აცხადებს  ვაკანსიას სტუდენტთა მომსახურების სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

ოქტ 02
ზუგდიდის სამეცნირო პიკნიკი

2019 წლის 30 სექტემბერს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო ქალაქ ზუგდიდში საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ „სამეცნიერო პიკნიკში“.

სექ 25
ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი

2019 წლის 23 სექტემბერს ბაუ ბათუმის საერთაშორისო ნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო ქალაქ ბათუმში საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ „სამეცნიერო პიკნიკში“

სექ 21
სამეცნიერო პიკნიკი ქუთაისში

 2019 წლის 19 სექტემბერს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა  მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ „სამეცნიერო პიკნიკში“.