მთავარი
სიახლეები
სიახლეები
OSCE-ტრენინგი ბაუ ბათუმის აკადემიური პერსონალისთვის

OSCE-ტრენინგი ბაუ ბათუმის აკადემიური პერსონალისთვის

10 თებ 2020

2020 წლის 3-5 თებერვალს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტს კარაგანდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიმულაციური და საგანმანათებლო ცენტრის უფროსი, ასოცირებული პროფესორი გულშატ კემელოვა სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში, გულშატ კემელოვამ ჩაატარა ტრენინგი შემდეგ თემაზე: „ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის ჩატარების მეთოდები“ კერძოდ:

  1. მასწავლებელთა პროფესიული მომზადება კომპეტენციებზე დაფუძნებული სიმულაციური სწავლებით;
  2. გარემო სიმულაციური ტრენინგისთვის;
  3. სიმულაციური ტრენინგისთვის, მაღალტექნოლოგიური ტრენაჟორების გამოყენების ეფექტურობა;
  4. სიმულაციური ტრენინგის შედეგების შეფასება;
  5. OSCE-შეფასების ოქროს სტანდარტი;
  6. სიმულაციის ცენტრში პრაქტიკული უნარების შეფასების სანდოობის გაუმჯობესება და საბოლოო შედეგების ფურცელში დაანგარიშების სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენება;
  7. სტანდარტიზირებული პაციენტის გამოყენების საერთაშორისო გამოცდილება სასწავლო კლინიკურ დისციპლინებში.

სწავლის შედეგები:

ტრენინგის ბოლოს მასწავლებლებს ექნებათ ობიექტური, სტრუქტურირებული კლინიკური შემოწმების ორგანიზების, ქცევისა და შეფასების უნარი.

გულშატ კემელოვამ ტრენინგი უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებული აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში ჩაატარა.

განცხადებები

მარ 05
ღია კარის დღე ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში

დრო: 5 მარტი, 2018 წელი
ადგილი: ბაუ ბათუმი უნივერსიტეტი

აპრ 06
ლაბორატორიული საქმის ტრენინგი

დრო: 6 აპრილი, 2017 წელი
ადგილი: ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი