მთავარი
სიახლეები და ივენთები
სიახლეები
ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი

ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი

3 ოქტ 2017

2017 წლის 29 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017“-ის ფარგლებში “ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი” გაიმართა.

ბათუმის სამეცნიერო პიკნიკზე მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და კერძო სასწავლო დაწესებულებებმა. წარმოდგენილმა ორგანიზაციებმა საინტერესო ექსპერიმენტები ჩაატარეს და ინტერაქციული გამოფენები წარმოადგინეს.

,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით პირველად 2015 წელს აღინიშნა, რითაც საფუძველი ჩაეყარა მნიშვნელოვან ტრადიციას. ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით 2017 წლის 24 სექტემბერს დაიწყო და 8 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აჩვენეს პირველადი სამედიცინო დახმარების ელემენტარული უნარ-ჩვევები. ბაუ ბათუმის უნივერსიტეტი მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მომავალშც აქტიურად მიიღებს მონაწილეობას.

ივენთები

მარ 05
ღია კარის დღე ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში

დრო: 5 მარტი, 2018 წელი
ადგილი: ბაუ ბათუმი უნივერსიტეტი

აპრ 06
ლაბორატორიული საქმის ტრენინგი

დრო: 6 აპრილი, 2017 წელი
ადგილი: ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სექ 22
საერთაშორისო შავი ზღვისპირეთის ოჯახის ექიმთა კონგრესი “KAHEKON-2016”

დრო: 22-25 სექტემბერი, 2016 წელი
ადგილი: ქალაქი ბათუმი

სიახლეები

ოქტ 01
ახალი სასწავლო წლის დაწყება ბაუში

     2018 წლის 1 ოქტომბერს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება უნივერსიტეტის რექტორმა ისმეთ დინდარმა და დეკანმა ლეილა ახვლედიანმა მიულოცეს.

    

სექ 26
მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტს სტუმრობს

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლეილა ახვლედიანი 2018 წლის 20-24 სექტემბერს  სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ქალაქ სტამბოლში, ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე. 

სექ 19
კონკურსი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში

ბაუს საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს მედიცინის ფაკულტეტზე საათობრივი ანაზღაურების წესით მოწვეული პერსონალის ვაკანტურ პოზიციაზე   შემდეგი მიმართულებებით

სექ 09
2018-2019 სასწავლო წლის რეგისტრაციის თარიღები

შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმში“ ჩარიცხვის უფლების მქონე აბიტურიენტთა აკადემიური და ფინანსური რეგისტრაციის ვადებია 2018 წლის 12-14 სექტემბრის ჩათვლით 18:00 საათამდე. 

აგვ 23
შემოდგომის გარე მობილობის ვადები გადაიწია

სასწავლო უნივერსიტეტში "ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი" 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გარე მობილობის ვადები გადაიწია