მთავარი
სიახლეები და ივენთები
სიახლეები
ბაუს უნივერსიტეტი აცხადებს სტაჟიორთა მიღებას

ბაუს უნივერსიტეტი აცხადებს სტაჟიორთა მიღებას

29 მარ 2018

ბაუს საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტაჟიორთა მიღებას შემდეგ სამსახურებში:

  • კორესპონდენციის მართვისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური (1 ვაკანსია);
  • მარკეტინგისა და სტუდენტთა მომსახურების სამსახური (1 ვაკანსია);
  • ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ( 1 ვაკანსია);
  • იურიდიული სამსახური (1 ვაკანსია);
  • ფაკულტეტის დეკანატი (1 ვაკანსია);

სტაჟიორობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  1. სწავლობდეს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ვაკანსიის შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე.
  2. იყოს ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებული
  3. სრულყოფილად უნდა ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს.
  4. სტაჟიორი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.

სტაჟიორობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

  1. მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
  2. წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
  3. დეტალებზე ორიენტაციის უნარი.

სტაჟიორის მიერ შესასრულებელი სამუშაოს აღწერა:

  • სტაჟირების ხელმძღვანელის ცალკეული დავალებებისა და მითითების შესრულება, სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში დახმარების გაწევა.

სტაჟირების ვადა: 3-დან 6-თვემდე
სტაჟირების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  1. ცნობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შესახებ ან განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  2. ავტობიოგრაფია (CV) ქართულ ენაზე თანდართული სურათით.

სტაჟირება არის ანაზღაურების გარეშე.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ივენთები

მარ 05
ღია კარის დღე ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში

დრო: 5 მარტი, 2018 წელი
ადგილი: ბაუ ბათუმი უნივერსიტეტი

აპრ 06
ლაბორატორიული საქმის ტრენინგი

დრო: 6 აპრილი, 2017 წელი
ადგილი: ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სექ 22
საერთაშორისო შავი ზღვისპირეთის ოჯახის ექიმთა კონგრესი “KAHEKON-2016”

დრო: 22-25 სექტემბერი, 2016 წელი
ადგილი: ქალაქი ბათუმი

სიახლეები

ივნ 04
ბაუ ბათუმის სტუდენტები ინფექციური დაავადებებით ავადობის შესახებ

2018 წლის 31 მაისს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა სასტუმრო Wyndhem Batumi-ში სტუდენტურ კონფერენციას უმასპინძლა თემაზე-„ინფექციური დაავადებებით ავადობის შესახებ“.

მაი 30
ბაუ ბათუმის სტუდენტები მე-7 რესპუბლიკურ სამედიცინო-სამეცნიერო კონფერენციაზე

 2018 წლის 25 მაისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მე-7 რესპუბლიკური სამედიცინო-სამეცნიერო კონფერენცია+სამუშაო შეხვედრა

მაი 24
ბაუს წარმომადგენელი სემინარზე ზალსბურგში

2018 წლის 13-19 მაისს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ჯილდა ჭეიშვილი (MD.PhD) მონაწილეობას ღებულობდა სემინარში თემაზე: „ დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობა“, რომელიც გაიმართა ზალსბურგში, ავსტრიაში.

მაი 15
შეხვედრა მასტერკლასელებთან

2018 წლის 4 მაისს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, ლეილა ახვლედიანი, მასტერკლასის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.

მაი 02
აკრედიტაციის სტანდარტების ტრენინგი

2018 წლის 26 აპრილს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ტრენინგი თემაზე: აკრედიტაციის სტანდარტები.