მთავარი
სიახლეები
სიახლეები
გერონტოლოგიისა და გერიატრიის საერთაშორისო სკოლა

გერონტოლოგიისა და გერიატრიის საერთაშორისო სკოლა

31 ოქტ 2018

გერონტოლოგიისა და გერიატრიის საერთაშორისო სკოლა გაიხსნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიების მიზანი დაბერების პროცესისა და მექანიზმის შესახებ არსებული თანამედროვე მიღწევების გაცნობა და პოპულარიზაცია წარმოადგენდა. ოთხდღიანი სკოლა ითვალისწინებდა ასაკთან ასოცირებული დაავადებების მკურნალობის ახალი მეთოდების სწავლებასა და გამოცდილების გაზიარებას. ბიოლოგიის, მედიცინის, სოციალური მეცნიერებების, ასაკოვან ადამიანთა მოვლა-მომსახურების დარგის მკვლევარები, სპეციალისტები, სტუდენტები გაეცნენ გერონტოლოგიის ფუნდამენტურ კონცეფციებს, სხვადასხვა ქვეყნის ხანდაზმული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის საკითხებსა და სოციალურ პაკეტებს. სწავლებას უძღვებოდნენ დარგის წამყვანი ქართველი, ავსტრიელი, მალტელი მეცნიერები და ექსპერტები.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, საჯარო ლექცია წაიკითხა ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლეილა ახვლედიანმა.

ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და მალტის დაბერების საერთაშორისო ინსტიტუტის (INIA–ს) ორგანიზებით აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში ტარდება.

განცხადებები

მარ 05
ღია კარის დღე ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში

დრო: 5 მარტი, 2018 წელი
ადგილი: ბაუ ბათუმი უნივერსიტეტი

აპრ 06
ლაბორატორიული საქმის ტრენინგი

დრო: 6 აპრილი, 2017 წელი
ადგილი: ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სექ 22
საერთაშორისო შავი ზღვისპირეთის ოჯახის ექიმთა კონგრესი “KAHEKON-2016”

დრო: 22-25 სექტემბერი, 2016 წელი
ადგილი: ქალაქი ბათუმი

სიახლეები

ივნ 17
საჯარო ლექცია

         2019 წლის 14 ივნისს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ შიბაშიშ გირის საჯარო ლექცია თემაზე „ორგანოების რეგენერაციის თვალსაზრისით  ენდოგენული  ღეროვანი უჯრედების აქტივაცია და  მისი  გავლენა ცხოვრების ხარისხზე.

 

ივნ 17
ანაზღაურებადი სტაჟირება ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში

ბაუს საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებას ანაზღაურებად სტაჟირებას შემდეგ პოზიციებზე:

მედიცინის ფაკულტეტის დეკანის ასისტენტი (1 ვაკანსია);

ლაბორანტი (1 ვაკანსია).

ივნ 12
კონკურსი ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე

    2019 წლის  12 ივნისიდან  შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი“ აცხადებს კონკურს მედიცინის ფაკულტეტზე   შემდეგ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობზე:

ივნ 11
საგრანტო კონკურსის შედეგები

იხილეთ შედეგები საგრანტო კონკურსის გამარჯვებულ კანდიდატთა შესახებ


ივნ 05
ვაკანსია

    საზღვაო ჰოსპიტალი აცხადებს ვაკანსიას ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. პარალელურ რეჟიმში სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ კლინიკური პრაქტიკა ნებისმიერ დეპარტამენტში.