მთავარი
სიახლეები და ივენთები
სიახლეები
სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საოჯახო მედიცინის საერთაშორისო სიმპოზიუმი ბათუმში

სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საოჯახო მედიცინის საერთაშორისო სიმპოზიუმი ბათუმში

12 აპრ 2017

2017 წლის 6-9 აპრილს ბათუმში, სასტუმრო "ეუფორიაში" ბაუ ბათუმის საეთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საოჯახო მედიცინის საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართა. აღნიშნული ღონისძიება შავიზღვისპირეთის ქვეყნების ექიმთა გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებდა. ოფიციალურ გახსნას რეგიონის საკანონმდებლო და აღმსარულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობდნენ საქართველოსა და თურქეთის სამედიცინო გაერთიანებების ხელმძღვანელები, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თურქეთის 7 წამყვანი სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ასევე ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალისა და თურქეთის წამყვანი სამედიცინო კლინიკების მედიკოსები. საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში მუშაობა სესიებად მიმდინარეობდა. სიმპოზიუმის მონაწილეების წინაშე პრეზენტაციებით წარსდგნენ ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის მედიკოსები. მსგავსი ტიპის ღონისძიებები მნიშვნელოვანია არსებული ცოდნის გაზიარებისთვის ქართველ და თურქ მედიკოსებს შორის.

ივენთები

მარ 05
ღია კარის დღე ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში

დრო: 5 მარტი, 2018 წელი
ადგილი: ბაუ ბათუმი უნივერსიტეტი

აპრ 06
ლაბორატორიული საქმის ტრენინგი

დრო: 6 აპრილი, 2017 წელი
ადგილი: ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სექ 22
საერთაშორისო შავი ზღვისპირეთის ოჯახის ექიმთა კონგრესი “KAHEKON-2016”

დრო: 22-25 სექტემბერი, 2016 წელი
ადგილი: ქალაქი ბათუმი

სიახლეები

მაი 15
შეხვედრა მასტერკლასელებთან

2018 წლის 4 მაისს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, ლეილა ახვლედიანი, მასტერკლასის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.

მაი 02
აკრედიტაციის სტანდარტების ტრენინგი

2018 წლის 26 აპრილს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ტრენინგი თემაზე: აკრედიტაციის სტანდარტები. 

მაი 02
ბაუ ბათუმის სტუდენტები სტამბოლში

ბაუ  ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები 21-29 აპრილს იმყოფებოდნენ ქალაქ სტამბოლში, ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტში.

აპრ 19
ბაუს სტუდენტების შეხვედრა მიგრაციის ცენტრის წარმომადგენლებთან

 2018 წლის 18 აპრილს, პროექტის „ვიაროთ ერთად“ ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციის „მიგრაციის ცენტრი“ წევრები ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. 

აპრ 04
საერთაშორისო კულინარიული ფესტივალი

2018 წლის 1 აპრილს 14:00 საათზე, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით „საერთაშორისო კულინარიული ფესტივალი“ გაიმართა.