მთავარი
სიახლეები
სიახლეები
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

14 ოქტ 2017

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში უნივერსიტეტების სამედიცინო პროფილის აკადემიურ პერსონალსა და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სამედიცინო უნივერსიტეტების სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის გვამურ მასალაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო ნორმის შექმნაზე იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი“ არის ერთ-ერთი ინიციატორი ზემოაღნიშნული საკითხის და აქტიურ მონაწილეობას იღებს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებაში. აღნიშნული საკითხის მოსაწესრიგებლად კომიტეტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი. კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, სამედიცინო უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი განუყოფელია გვამურ მასალაზე მუშაობისგან. „ეს არის ის საშუალება, რომლითაც სტუდენტები, რეზიდენტები - მომავალი ექიმები იძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ქირურგიულ ტექნიკაში, ანატომიასა და პათანატომიაში. წლების განმავლობაში არ იყო დარეგულირებული საკანონმდებლო ნორმები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა გვამური მასალის მოპოვება. საკმაოდ ხანგრძლივი მუშაობის შედეგად შევჯერდით იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც აუცილებელია ჩვენი სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის გვამურ მასალასთან ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. სამუშაო პროცესში ჩართული არიან როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე, სამედიცინო უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები. დღეს შევჯერდით იმ პრინციპზე, რომლითაც საერთაშორისო სტანდარტების დონეზე მოხდება აღნიშნული საკითხის დარეგულირება“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

განცხადებები

მარ 05
ღია კარის დღე ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში

დრო: 5 მარტი, 2018 წელი
ადგილი: ბაუ ბათუმი უნივერსიტეტი

აპრ 06
ლაბორატორიული საქმის ტრენინგი

დრო: 6 აპრილი, 2017 წელი
ადგილი: ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სექ 22
საერთაშორისო შავი ზღვისპირეთის ოჯახის ექიმთა კონგრესი “KAHEKON-2016”

დრო: 22-25 სექტემბერი, 2016 წელი
ადგილი: ქალაქი ბათუმი

სიახლეები

თებ 06
ბაუ ბათუმსა და კერძო უნივერსიტეტების ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

  2019 წლის 6 თებერვალს, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას შორის, რომელიც ხელს შეუწყობს ერთობლივი საქმიანობის წარმატებით განხორციელებას.    

იან 23
ქალაქ ერზიჯანის სკოლა ლიცეუმის „უგურის“ მოსწავლეები ბაუს უნივერსიტეტში

 2019 წლის 22 იანვარს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ქალაქ ერზიჯანის სკოლა ლიცეუმის „უგურის“ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს  უმასპინძლა.

იან 17
ვაკანსია -იურიდიული სამსახურის სპეციალისტი

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში  გამოცხადდა ვაკანსია იურიდიული სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე. 

იან 17
გაზაფხულის სემესტრის მობილობა დაიწყო

   შპს "ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმ"-ში 2018-2019 სასწავლო წლის  გაზაფხულის  სემესტრის  მობილობა დაიწყო.

იან 15
ბაუს სტუდენტები ფერიის ბავშვთა სახლს ეწვივნენ

    ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ფერიის ბავშვთა სახლს ეწვივნენ.