მთავარი
სიახლეები და ივენთები
სიახლეები
პოლონელი მედიკოსები ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში

პოლონელი მედიკოსები ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში

25 აპრ 2017

2017 წლის 20 აპრილს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი პოლონეთის, ქვემო სილეზიის სავოევოდოს სამთავრობო დელეგაციის წევრები აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან -ზაალ მიქელაძესთან ერთად ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტს და ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს სტუმრობდნენ. დელეგაცია დაკომპლექტებული იყო მარშლის ოფისის, და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებით. დელეგაციას ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა და საუნივერსიტესო ჰოსპიტალის დირექტორმა-ისმეთ მიქელაძე-დინდარმა უმასპინძლა. პოლონელმა სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის შენობაში არსებული აუდიტორიები და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები. ასევე დაინტერესდნენ ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დანერგილი ტექნოლოგიებითა და სამედიცინო აღჭურვილობით. ვიზიტის ფარგლებში ქვემო სილეზიის სამთავრობო დელეგეციის წევრებს ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში არსებული სერვისებისა და „ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ შესახებ პრეზენტაციები ჩაუტარდათ.

ივენთები

აპრ 06
ლაბორატორიული საქმის ტრენინგი

დრო: 6 აპრილი, 2017 წელი
ადგილი: ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სექ 22
საერთაშორისო შავი ზღვისპირეთის ოჯახის ექიმთა კონგრესი “KAHEKON-2016”

დრო: 22-25 სექტემბერი, 2016 წელი
ადგილი: ქალაქი ბათუმი

სექ 22
შავი ზღვის რეგიონის საოჯახო მედიცინის მე-5 საერთაშორისო კონგრესი

დრო: 22-25 სექტემბერი
ადგილი: სასტუმრო შერატონი ბათუმი

სიახლეები

ივლ 08
ისმეთ დინდარი საქართველოს მეცნიერთა ეროვნული აკადემიის საპატიო წევრად აირჩიეს

ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმის რექტორი , პროფესორი და ბათუმის საერთაშოსისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის დირექტორი, ბატონი ისმეთ დინდარი საქართველოს მეცნიერთა ეროვნული აკადემიის საპატიო წევრად აირჩიეს.

მაი 18
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სამედიცინო სწავლებისას გვამური მასალის გამოყენების საკითხზე იმსჯელეს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სამედიცინო სწავლებისას გვამური მასალის გამოყენების საკითხზე, პრობლემებზე, გამოწვევებსა და არსებულ სამართლებრივ გარემოზე იმსჯელეს.

მაი 16
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი განათლების გამოფენაზე გერმანიასა და ჰოლანდიაში

2017 წლის 5-7 მაისს, გერმანიასა და ჰოლანდიაში კერძოდ, ქალაქებში : კიოლნსა და როტერდამში მოეწყო გამოფენა აბიტურიენტებისათვის , რომელშიც სხვადსხვა თურქული უნივერსიტეტი მონაწილეობდა.

მაი 08
გაცნობითი ტური უმაღლეს საბჭოში

3 მაისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და აჭარაში მოღვაწე ღვაწლმოსილი ექიმები სტუმრობდნენ.

აპრ 25
პოლონელი მედიკოსები ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში

2017 წლის 20 აპრილს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი პოლონეთის, ქვემო სილეზიის სავოევოდოს სამთავრობო დელეგაციის წევრები აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან -ზაალ მიქელაძესთან ერთად ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტს და ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს სტუმრობდნენ.