BAU

გაზაფხულის სემესტრის მობილობა დაიწყო

21, იანვარი 2020

სასწავლო უნივერსიტეტში შპს "ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი“ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა დაიწყო. მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველებმა უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე 2020 წლის 22 იანვრიდან 2020 წლის 5 თებერვლის 18:00 სთ-მდე.

სტუდენტი, რომელიც მოიპოვებს მობილობის წესით შპს ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმში მედიცინის ფაკულტეტზე ჩარიცხვის უფლებას 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის, შიდა საუნივერსიტეტო რეგისტრაცია უნდა გაიაროს 2020 წლის 7-10 თებერვლის ჩათვლით 18:00 საათამდე.

შიდა საუნივერსიტეტო რეგისტრაციისთვის წარსადგენი საჭირო დოკუმენტაცია და დეტალები იხილეთ აქ.

შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმ“-ში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ბრძანება იხილეთ აქ.

აღსაღნიშნავია, რომ მობილობის მსურველ ქართველ სტუდენტებს ბაუ ბათუმის უნივერსიტეტი 50 %-იანი დაფინანსების მოპოვების საშუალებას სთავაზობს.