BAU

ღია კარის დღე ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში

06, მარტი 2018

2018 წლის 5 მარტს, 14:00 საათზე ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა ღია კარის დღე, რომლის ფარგლებშიც, აბიტურიენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა ადგილზე გაცნობოდნენ უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურას, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და აკადემიურ პერსონალს.

ღია კარის დღის დამსწრეებს უნივერსიტეტის რექტორმა, ისმეთ დინდარმა წარმატებები უსურვა. ასევე, უნივერსიტეტის დეკანმა, ქალბატონმა ლეილა ახვლედიანმა გაცნობითი სახის პრეზენტაცია ჩაუტარა სასწავლო პროგრამის შესახებ.

ამასთანავე, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარეს ლაბორატორიული ცდები და პრაქტიკული მეცადინეობები ცდები სხვადასხვა სასწავლო კურსში. გარდა ამისა, ღია კარის დღეზე მოსულ პირებს დამატებით ჩაუტარდებათ პირველადი გადაუდებელი დახმარების სასწავლო კურსი და დაჯილდოვდებიან სპეციალური სერტიფიკატებით.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ ღონისძიებას 120 აბიტურიენტი დაესწრო. მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც იგეგმება.