რეგისტრაცია

აბიტურიენტთა საგრანტო კონკურსი

18, აპრილი 2020

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს აბიტურიენტთა საგრანტო კონკურსს 2020-2021 სასწავლო წლისათვის. დაფინანსების მოპოვების მიზნით კონკურსანტების დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით. წარმოდგენილ კონკურსანტთა დოკუმენტაციის განხილვა იწარმოებს 2020 წლის 31 მაისამდე.  დოკუმენტაციის განხილვის შემდგომ შერჩეულ კონკურსანტებს ონლაინ გასაუბრება ჩაუტარდებათ 2020 წლის ივნისში. გასაუბრების თარიღი და დრო დაანონსდება ერთი კვირით ადრე.

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

  • ერთიანი ეროვნული გამოცდების პრიორიტეტების ჩამონათვალში პირველ ადგილზე მითითების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • CV ფოტო სურათით ინგლისურ ენაზე, სადაც ასახული იქნება განხორციელებული აქტივობები, უნარები, ჰობი;
  • ორი სარეკომენდაციო წერილი ინგლისურ ენაზე (რეკომენდატორთა საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით), ერთი აუცილებლად კლასის დამრიგებლისგან;
  • სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (მინიმუმ 300 სიტყვა);
  • სხვა აქტივობების (ოლიმპიადა, კონფერენცია, პროექტი, მათ შორის სატელევიზიო) დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული;

კონკურსანტებმა დოკუმენტების ელექტრონული ვერსია უნდა მოგვაწოდონ შემდეგ მისამართზე: admissions@bauinternational.edu.ge