რეგისტრაცია

ონლაინ პანელ-დისკუსია

11, მაისი 2020

2020 წლის 10 მაისს, 17:00 საათზე Zoom-ის ონლაინ პლატფორმაზე,  ,,ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმის”-ს ინიციატივით, გაიმართა ონლაინ-დისკუსია თემაზე: “დისტანციური სწავლების მეთოდები და შეფასების ინსტრუმენტები”.

შეხვედრა 3 საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა ფეისბუქ ლაივის საშუალებით უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე (https://www.facebook.com/BAUintbatumi).

დისკუსიას მოდერატორობას  ,,ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი“-ის

მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ქ. ლეილა ახვლედიანი უწევდა.

დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი უნივერსიტეტები:

  • ევროპის უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, გაუ
  • კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დისკუსიის მიზანი იყო დისტანციური სწავლების პროცესში აქტუალური საკითხების გარშემო თითოეული უნივერსიტეტის გამოცდილებისა და რეკომენდაციების გაზიარება. განათლების სისტემაში დისტანციური სწავლების ადგილის, დისტანციური სწავლების სირთულეებისა და დისტანციური შეფასების სისტემების საჭიროების წარმოჩენა .

თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ პლატფორმით რეგულარული შეხვედრები დაიგეგმა.