რეგისტრაცია

,,ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი'-ის სტუდენტის გადაცემა TLC-ის ეთერში

14, მაისი 2020

მალე თურქეთის პოპულარული სატელევიზიო არხის ,,TLC“ ეთერში, ახალი  პროგრამა, ,,ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი’’ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტის მეჰმეთ თოფრაქის მონაწილეობით გავა.

გადაცემაში მეჰმეთ თოფრაქი შეეცდება აამაღლოს ცნობიერება ხერხემლთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.

თითოეული ეპიზოდი მოიცავს პრაქტიკულ რჩევებსა და ვარჯიშებს: სახლში/სამუშაო მაგიდასთან ჯდომის წესების შესახებ, თუ როგორ შეამცირონ სხეულის დაზიანების რისკი, იარონ გამართულებმა და ზურგზე სხეულის სიმძიმის გადატანით გააძლიერონ ხერხემალი.

გადაცემის სახელწოდებაა "Kayropraktik Mehmet Toprak ile Ağrısız Hayat", რაც ნიშნავს  "უმტკივნეულო ცხოვრება მანუალური თერაპიის  სპეციალისტთან, მეჰმეთ თოფრაქთან ერთად".

ვინ არის მეჰმეთ თოფრაქი?

ფიზიოთერაპევტმა და მანუალური თერაპიის სპეციალისტმა, მეჰმეთ თოფრაქმა, წარჩინებით დაამთავრა ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტი და მიიღო უმაღლესი სამედიცინო განათლება ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის განხრით. ამჟამად მუშაობს სადოქტორო ნაშრომზე, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის უნივერსიტეტში. დისერტაციის თემა ეხება თავის ტკივილებს, რომლებიც წარმოიქმნება კისრიდან.

ამავდროულად, აგრძელებს სწავლას უნივერსიტეტში ,,ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი",მედიცინის ფაკულტეტზე. ის მართავს სოციალურ მედიას @kayropraktik სახელით, რომელსაც ბევრი გამომწერი ჰყავს. ასევე, მეჰმეთი კითხულობს ლექციებს ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტში,  ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტზე.მისი აკადემიური კვლევები ქვეყნდება ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში.