BAU

ონლაინ დისკუსია: „დისტანციური სწავლება – ცვლილებები სამედიცინო განათლების მენეჯმენტში“

25, მაისი 2020

24 მაისს, 16:00 საათზე, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, გიორგი ცხვედიანმა მომხსენებლის სახით მონაწილეობა მიიღო ონლაინ დისკუსიაში თემაზე: „დისტანციური სწავლება – ცვლილებები სამედიცინო განათლების მენეჯმენტში“. ბ-მა გიორგიმ განიხილა თემები:

  • „სასწავლო კურსების კლინიკური კომპონენტის მიმდინარე და საგამოცდო შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და მისი შესაბამისობა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ბ კრედიტებით გაანგარიშების წესთან“;
  • „სამედიცინო პორტოფოლიოს შეფასებისა და კვალიფიკაციის მინიჭებისას გათვალისწინების სამართლებრივი რეგულირების საკითხი, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრების კრედიტებით გაანგარიშების წესთან მიმართებით“.

შეხვედრა წარიმართა პანელური დისკუსიის ფორმატში და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისა და მედიცინის სკოლების წარმომადგენლებმა.

აღსანიშნავია, რომ ამ პლატფორმის გამოყენებით 10 მაისს ”ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი“-ს ინიციატივით უკვე გაიმართა ონლაინ პანელ-დისკუსია თემაზე: “დისტანციური სწავლების მეთოდები და შეფასების ინსტრუმენტები”.