რეგისტრაცია

აბიტურიენტთა გასაუბრება მიმღებ კომისიასთან

17, ივნისი 2020

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ   გამოცხადებულ აბიტურიენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილე კანდიდატებმა მიმღებ კომისიასთან გაიარეს გასაუბრება.

დაფინანსების მიზნით, აბიტურიენტთა საგრანტო კონკურსში  წარმოდგენილ კონკურსანტთა დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ, ზუმის ონლაინ პლატფორმის საშუალებით, მიმღებ კომისიასთან ჩატარდა გასაუბრება.

კონკურსანტის შეფასებისას მხედველობაში მიიღება როგორც პირის კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, ასევე, პირის აკადემიური მოსწრება, განხორციელებული აქტივობები, სასწავლო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მოტივაცია.

საგრანტო კომისიის მიერ გამარჯვებული კონკურსანტების შესახებ გადაწყვეტილება გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2020 წლის 18 ივლისისა.