რეგისტრაცია

IUIS Newsletter-ის სტატია საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციისა და საქართველოს Covid 19-თან წარმატებული ბრძოლის შესახებ.

01, ივლისი 2020

იმუნოლოგთა ასოციაციების საერთაშორისო გაერთიანებება გამოეხმაურა საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს Covid 19 –ის გავრცელების საპასუხოდ.

სტატიაში გამახვილებულია ყურადღება საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის წევრების რეგულარულ აქტივობებზე.

 საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ერთ-ერთი წევრია ბაუს საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ქ. ლეილა ახვლედიანი, რომელმაც გამართა ონლაინ საჯარო ლექციები თემებზე: ,,ახალი კორონავირუსი (nCOV)-გამოწვევა მსოფლიოსთვის“ და ,,ახალი კორონა ვირუსი და იმუნური მეხსიერება“.

ინგლისურ ენაზე ვრცელი სტატიის წასაკითხად ეწვიეთ ბმულს.