რეგისტრაცია

BODY INTERACT საუკეთესო გამოსავალი ონლაინ სწავლებისას

31, ივლისი 2020

პირველად საქართველოში, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა   3D კომპიუტერული პროგრამა  Body Interact შეიძინა. მოწყობილობა საშუალებას იძლევა ვირტუალურ პაციენტთან სხვადასხვა სახით მოხდეს ინტერაქცია.

Body Interact -სტუდენტთა ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მრავალ ახალ გამოწვევას შესაბამისად პასუხობს და კოვიდ 19 პანდემიის პირობებშიც სტუდენტებს აძლევს დამატებითი ცოდნის მიღების საშუალებას და ხელს უწყობს მათი პრაქტიკული უნარების ამაღლებას.