რეგისტრაცია

ბაუ ბათუმი განათლების გამოფენაზე სტამბოლში

11, ნოემბერი 2020

2020 წლის 7 ნოემბერს სტამბოლში ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ბაუ გლობალის მიერ ორგანიზებულ ონლაინ განათლების გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.  უნივერსიტეტის წარმომადგენელმა მედიცინის პროგრამით დაინტერესებულ აბიტურიენტებს უნივერსიტეტში არსებული სასწავლო პროგრამა გააცნო. ასევე ისაუბრა უნივერსიტეტის სხვა უპირატესობებზე და ხაზი გაუსვა იმ შესაძლებლობებს რასაც ბაუ სთავაზობს სტუდენტებს.

შეგახსენებთ, რომ ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი საგანმანათლებლო ქსელის ბაუ გლობალის წევრი უნივერსიტეტია საქართველოში, კერძოდ ბათუმში, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ კამპუსში განაგრძობს ფუნქციონირებას და საერთაშორისო დონის სამედიცინო განათლებას სთავაზობს მსოფლიოს ნებისმიერ მოქალაქეს.