რეგისტრაცია

ონლაინ ლექცია სკოლის მოსწავლეებისთვის თემაზე: ”სქესობრივი ჰიგიენა მოზარდებში”.

24, იანვარი 2021

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი განაგრძობს საზოგადოებაში სხვადასხვა თემების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. 23 იანვარს, ბაუ ბათუმის მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის ასისტენტმა პროფესორმა, ექიმმა ნატალია დოროფეევამ წაიკითხა ონლაინ ლექცია სკოლის მოსწავლეებისთვის თემაზე: ”სქესობრივი ჰიგიენა მოზარდებისთვის”.

ლექციის დროს სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ პასუხები თავიანთ კითხვებზე და გაცნობოდნენ დეტალებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ ლექცია ინტერაქტიული და საკმაოდ საინტერესო იყო სტუდენტებისთვის მათი თხოვნით, უნივერსიტეტი მომავალშიც გამართავს მსგავს შეხვედრებს.