საქველმოქმედო აქტივობა ,, იყო ქველმოქმედი, ეს დიდი საჩუქარია’’

15, თებერვალი 2021

მიმდინარე წლის 15 თებერვალს, ,,ბაუ ინთენეიშენალ უნივერსითი, ბათუმი“-ს სტუდენტური სამსახურისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით კიდევ ერთი საქველმოქმედო აქტივობა განხორციელდა.

სტუდენტები ხელვაჩაურში მცხოვრებ, გუჩმანიძეების მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრნენ და კვების პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები გადასცეს.