ბაუ გლობალი

ბაუ გლობალი

"ბაუ გლობალი" უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო ქსელია, რომელიც სამი კონტინენტის შვიდ ქვეყანაში აერთიანებს ოთხ უნივერსიტეტს, ორ ენის სკოლას და ხუთ საუნივერსიტეტო კამპუსს. "ბაუ გლობალის" წევრი საგანმანათლებლო დაწესებულებები და უნივერსიტეტები მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს სთავაზობს საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და სხვა სახის საგანამანათლებლო პროგრამების ფართო არჩევანს. "ბაუ გლობალის" სტუდენტებს წევრ საგანამანათლებლო დაწესებულეებებს შორის მობილობის, ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავების უნიკალური შესაძლებლობები ეძლევათ. ამ ქსელის კურსდამთავრებულები ხარისხიანი განათლებით, სათანადო ცოდნითა და უნარ-ჩვევებით არიან აღჭურვილნი, რაც სამომავლოდ მათი წარმატებულად დასაქმების გარანტიაა. დამატებითი ინფორმაცია პროგრამების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ "ბაუ გლობალის" ოფიციალურ ვებ გვერდზე.

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი "ბაუ გლობალის" ყველაზე ახალი წევრია. უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ამ ქსელის წევრ სტამბოლის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტთან და ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტთან აფილირებულ "მედიკალ პარკის" საავადმყოფოების ქსელთან, რომელიც ათობით კლინიკას აერთიანებს მთელი თურქეთის მასშტაბით. ამგვარად, ბაუ ბათუმის სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ მედიცინის მიმართულებით გაიღრმავონ ცოდნა, გაიარონ კლინიკური პრაქტიკები და აიმაღლონ კვალიფიკაცია მსოფლიო დონის საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებში.