სამართლებრივი დოკუმენტაცია
უკან დაბრუნებაკომერციული ორგანიზაციების უმეტესობა სხვადასხვა სახის კატასტროფისა და ბიზნეს პროცესების შემაფერხებელი ფაქტორების მართვის მიზნით ეყრდნობა საგანგებო სიტუაციების აღდგენის გეგმას (DCRP) ან კატასტროფის აღდგენის გეგმას (DCP). მიუხედავად მსგავსი გეგმების მნიშვნელოვნებისა, ისინი მარტივად ითვალისწინებენ აღდგენის რეაქტიულ მიდგომებს და არ ასახავენ ყოვლისმომცველ მითითებებს დარღვევების პროგნოზირების, რისკების მართვისა და გრძელვადიანი აღდგენითი პროცებისთვის. ბიზნეს პროცესების უწყვეტობის გეგმა მიზნად ისახავს სხვადასხვა სახის კატასტროფის გავლენისა და მისი ეფექტის აღმოფხვრას ან შემცირებას კონკრეტული კატასტროფის დადგომის მომენტამდე.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შემთხვევაშიც ბიზნეს პროცესების უწყვეტობის გეგმა გულისხმობს ბიზნეს ოპერაციების აღდგენის შესაძლებლობას კრიზისის დადგომის შემთხვევაში. იგი უნდა მოიცავდეს ბიზნეს ოპერაციების როგორც ტექნიკურ, ისე არა ტექნიკურ სფეროს. მათ შორის კომუნიკაციის, მონაცემთა შენახვისა და აღდგენის, ქსელის წვდომის, ინსტიტუციური პროცესებისა და ადამიანური რესურსების გეგმის ჩათვლით.
ბიზნესპროცესების უწყვეტობის გეგმა როგორც ორგანიზაციისთვის რისკების მიტიგაციის სტრატეგიული დოკუმენტი ითვალისწინებს ორგანიზაციის ბიზნესპროცესების აღდგენის დაგეგმვასა და უზრუნველყოფას, უბედური შემთხვევისგან ბიზნესპროცესების აღდგენის დაგეგმვას, ასევე კრიზისის შემთხვევაში ბიზნეს პროცესებზე ეფექტიან ზედამხედველობის საკითხებს.
ბიზნეს უწყვეტობის გეგმა მოიცავს მკაფიო რუქას ყველა ნორმალური ბიზნეს ოპერაციის აღდგენისთვის, რითაც ორგანიზაციას შეუძლია დაუბრუნდეს „ჩვეულ საქმიანობას“. ეს გულისხმობს ყველა პროცესის აღწერას თითოეული დეპარტამენტისთვის, რაც მათ საშუალებას მისცემს მინიმუმამდე დაიყვანონ ზარალი, განაახლონ ადმინისტრაციული ფუნქციები და განაგრძონ სტუდენტების, პერსონალის და სხვა დაინტერესებული მხარეების (Stakeholders) მომსახურება. შეუძლებელია უნივერსალური ბიზნეს უწყვეტობის გეგმის შემუშავება და განხორციელება, რომელსაც მრავალი ორგანიზაცია მიიღებს. ყველა ინსტიტუციამ უნდა შეიმუშაოს უნიკალური გეგმა, კონკრეტულ გარემოებებზე დაყრდნობით. ბიზნეს უწყვეტობის გეგმა ასევე უნდა იყოს დინამიური და მუდმივად განახლებადი, რათა მოხდეს ტექნოლოგიური ცვლილებების გათვალისწინებაც.
მიუხედავად იმისა რომ ბიზნეს უწყვეტობის გეგმა უნიკალური უნდა იყოს ორგანიზაციის საქმიანობის თავისებურებებიდან გამომდინარე, განვითარების პროცესში და გეგმის გასაწერად ორგანიზაციები იყენებენ ერთმანეთის მსგავს ნაბიჯებს, ესენია:
• კრიტიკული ბიზნეს პროცესების იდენტიფიცირება;
• კრიზისის შემთხვევაში კრიტიკული ბიზნეს პროცესების აღდგენის გეგმა;
• გეგმის განხორციელება;
• მიმდინარე პერიოდში გეგმის დატეტსვა (კრიზისული სიტუაციის არსებობის შემთხვევაში);
• ორგანიზაციაში მიმდინარე ცვლილებების შესაბამისად გეგმის განახლება.
საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით სხვადასხვა ორგანიზაციების ბიზნეს უწყვეტობის გეგმის საერთო კომპონენტებს წარმოადგენს:
• ბიზნესის გავლენის ანალიზი
გულისხმობს დაცული და უსაფრთხო გარემოს შექმნას, როგორც სტუდენტებისა და მომუშავე პერსონალისთვის ისე სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის.
• რისკების შეფასება
მიზნად ისახავს პოტენციური საფრთხეების იდენტიფიცირებას, რომლებმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინონ ორგანიზაციის საქმიანობაზე. აუცილებელია განისაზღვროს ამ ფაქტორების მოხდენის ალბათობა და სიმძიმე.
• რისკების მართვა/ უწყვეტი დაგეგმარება
აღნიშნულ ფაზაში ორგანიზაციამ სხვადასხვა სახის შეფერხების თავიდან ასაცილებლად და აქტივების დასაცავად უნდა განხორცილდეს შემდეგი აქტივობები:
1. ბიზნეს საქმიანობაში ჩავარდნების პროგნოზირებისა და თავიდან აცილების გეგმა;
2. საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა;
3. გაწერილი გეგმის განხორციელება;
4. ნორმალური ბიზნეს ოპერაციების განახლება კრიზისის ან რაიმე სხვა დესტრუქციული მოვლენის დასრულების შემდგომ.
• ბიზნეს უწყვეტობის გეგმის გამოყენება, ტრენინგი და განახლება
ორგანიზაციაში თითოეულმა სტრუქტურულმა ერთეულმა ან განყოფილებამ უნდა უზრუნველყოს თავის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლებისთვის ბიზნეს უწყვეტობის გეგმისა და მისი გამოყენების შესახებ ტრენინგის ჩატარება, რათა საჭიროების შემთხვევაში თანამშრომელს შეეძლოს გეგმის მიხედვით ეფექტურად ფუნქციონირება. გეგმის გამოყენების შემთხვევაში ორგანიზაციის მმართველი რგოლმა უნდა გაანალიზოს გეგმის სიცოცხლისუნარიანობა და ცვლილებების შესაბამისად მოახდინოს მისი განახლება.
უნივერსიტეტი სრულად არის აღჭურვილი სასწავლო პროცესისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით. უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალებები უზრუნველყოფს არამხოლოდ არსებული სტუდენტების მომსახურებას, არამედ შესაძლებლობას იძლევა მომსახურება განხორციელდეს სტუდენტების გაზრდილი რაოდენობის გათვალისწინებითაც, რასაც ასაბუთებს უნივერსიტეტისთვის სტუდენტთა კონტინგენტის დაგეგმვის მეთოდოლოგია.
უნივერსიტეტი სრულყოფილად ფლობს მედიცინისა და სტომატოლოგიის პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო მატერიალურ რესურსს. ლაბორატორიები აღჭურვილია თანამედროვე და დარგში არსებული მიღწევების შესაბამისი ინფრასტრუქტურით, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტების მიერ სწავლის შედეგების მიღწევადობას. უნივერსიტეტი სწავლების პროცესში იყენებს შემდეგ ლაბორატორიებსა და ოთახებს:
• OSCE-ის, კლინიკური უნარ-ჩვევების და ანატომიური კვეთის ლაბორატორიას;
• PBL-CBL-ის და ანატომიის ოთახს;
• ციტოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიას;
• სადიზინფექციო ოთახს;
• მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის ლაბორატორიას.
ინფორმაციული ტექნოლოგიები
უნივერსიტეტს შემუშავებული აქვს IT პოლიტიკა, რომელიც განახლებული სახით დაინერგება და უზრუნველყოფს მონაცემთა შენახვისა და დაცვის გარანტიას. განვითარებული პოლიტიკის გათვალისწინებით უნივერსიტეტი დაცულია კიბერშეტებევისგან და ეფექტიანად განახორციელებს სტუდენტთა მომსახურებას.
უნივერსიტეტი დაფარულია wifi-ის სისტემით, რაც საშუალებას აძლევს სტუნდეტებსა და პერსონალს შეუზღუდავად ისარგებლონ ინტერნეტით საჭიროების შემთხვევაში.
უნივერსიტეტის საქმისწარმოება, სტუდენტების სასწავლო პროცესისა და პერსონალის სამუშაო პროცესის მართვა წარიმართება სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის დაცვას არაავტორიზებული წვდომისგან.
ადამიანური რესურსები
საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაში ჩართულია 288 პირი. აქედან, 35 აკადემიური და 200 მოწვეული პერსონალი, ასევე 53 ადმინისტრაციული პერსონალი. რომელიც ეფექტურად უზრუნველყოფს სტუდენტების არსებული რაოდენობის მომსახურებას.
უნივერსიტეტს განვითარებული აქვს სტუდენტთა კონტიგენტის განსაზღვრის მეთოდოლოგია, რომლის გათვალისწინებით არსებული აკადემიური კორპუსი უზრუნველყოფს სტუდენტების მომსახურებას გაზრდილი რაოდენობის შემთხვევაში.
უნივერსიტეტს შემუშავებული აქვს სტუდენტთა კონტიგენტის ზრდის პარალელურად პერსონალის გაზრდის სტრატეგიები და სამიზნე ნიშნულები, რომელიც უზრუნველყოფს პროცესების შენარჩუნებას გაზრდილი მომსახურების რაოდენობის პირობებში. პერსონალის გაზრდის საჭიროების განსაზღვრა ხორციელდება როგორც წინასწარი სამიზნე ნიშნულებით, ასევე მიმდინარე საქმიანობაში პერსონალის სამუშაო დატვირთვის ანალიზის შედეგებით.
სტუდენტების რაოდენობა
ზემოთაღნიშნულის თანახმად უნივერსიტეტს განვითარებული აქვს სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის წესი, რომლის მიხედვითაც ქვოტის განსაზღვის დროს გათვალისწინებულ იქნა შემდეგი პარამეტრები:
• სასწავლო რესურსები (აუდიტორიები, ლაბორატორიები, კლინიკური ბაზა);
• ადამიანური რესურსები (აკადემიური და მოწვეული პერსონალის რაოდენობა);
• სხვა რესურსები - კომპიუტერული, საბიბლიოთეკო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის რესურსები.
პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე, რესურსების გამოთვლა ხდება პროგრამის ცალკეულ კომპონენტებს შორის (თეორიული სწავლება, პრაქტიკული/ლაბორატორიული სწავლება, კლინიკური სწავლება და ა.შ) დამოუკიდებლად.
ფინანსური რესურსები
უნივერსიტეტს შემუშავებული აქვს ბიუჯეტი. იგი ფუნქციონირებს დაგეგმილი ბიუჯეტის შესაბამისად.
უსაფრთხოება
უნივერსიტეტს კამპუსებისთვის შემუშავებული აქვს საევაკუაციო გეგმა, რომელსაც იცნობს როგორც მომუშავე პერსონალი, ასევე სტუდენტები. უნივერსიტეტს გააჩნია უსაფრთხოების წესის დაცვის დამადასტურებელი დასკვნა. მის საფუძველზე დამონტაჟებული ავტომატური სახანძრო სიგნალიზაცია, შიდა სახანძრო წყალგაყვანილობის სისტემა და სხვენის ხის კონსტრუქციების ცეცხლგამძლე და ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავების ხარისხი შეესაბამება საქართველოში მოქმედ სტანდარტებს. უნივესიტეტში მოქმედებს სახანძრო უსაფრთხოების ზომების ინსტრუქციაც.
უნივერსიტეტის რესურსების მოკლე მიმოხილვისა და ანალიზის საფუძველზე, უნივერსიტეტი ფლობს ყველა საჭირო რესურსსა და შესაძლებლობას ეფექტურად განახორციელოს პროგრამა და დააკმაყოფილოს როგორც სტუდენტების, ისე სხვა დაინტერესებული მხარეების მოთხოვნილებები.
ორგანიზაციული რესურსები
უნივესიტეტს შემუშავებული აქვს სამუშაო აღწერილობები ყველა სასწავლო თუ ადმინისტრაციული პოზიციისთვის, შემუშავებულია პროცესის რუკები, რომელიც სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ჩართულობით განსახორციელებელ ამოცანებს ასახავს. ყველა ადმინისტრაციული პროცესი გაწერილია შესაბამის შიდა სამართლებრივ აქტებში, რაც თანამშრომელთა ცვლილების პროცესში ახალი თანამშრომლის მიერ სამსახურებრივ ფუნქციებში სწრაფ და შეუფერხებელ გარკვევას განაპირობებს.
უნივერსიტეტი პერიოდულად იკვლევს თანამშრომელთა კმაყოფილებას და მუდმივად ატარებს რეკრუტინგს საკადრო რეზერვის შესარჩევად. პერიოდულად ტარდება სტაჟირების პროგრამები რაც ასევე საკადრო რეზერვის შევსებას ემსახურება, თანამშრომლის მიერ სამუშაო პოზიციის დატოვების სამუშაოს ხარისხზე გავლენის რისკის შესამცირებლად.
აუდიტი და შეფასება
უნივესიტეტი პერიოდულად ახორციელებს მის ინსტიტუციურ ან კონკრეტულ პარამეტრთან მიმართებით განხორციელებული საქმიანობის შიდა და გარე აუდიტს.
აუდიტი და შეფასება ხორციელდება
- უსდ ავტორიზაციის და აკრედიტაციის სტანდარტებთან მიმართებაში
- ISO 9001 სტანდარტის მოთხოვნებთან მიმრთებაში
- შრომის უსაფრთხოების სტანდარტებთან მიმართებაში
- პერსონალური მონაცემების დაცვის და ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტებთან მიმართებაში
- მოქმედი კანონმდებლობის ნორმების შესრულებასთან მიმართებაში
- განათლების ხარისხის შეფასებასთან მიმართებაში
- უსაფრთხოების და სანიტარულ ნორმებთან მიმართებაში
და სხვა
შეფასების შედეგებთან დაკავშირებით უნივერსიტეტი ღებულობს რეკომენდაციებს, რომელიც აისახება მის განვითარების გეგმაში და უზრუნველფს შესაბამისობის უფრო მაღალ დონეს მომავალში.
ბიზნეს პროცესების უწყვეტობის გეგმა
ბიზნესის გავლენის ანალიზი
ქვემოთმოცემულ ცხრილში ნაჩვენებია აღნიშნული ბიზნესის მიერ შეფასებული კრიტიკული ფუნქციები, მათი აღწერა და რაიმე ჩავარდნის პერიოდში აღდგენის ვადები (RTO).
პოტენციური რისკების ანალიზი
ქვემოთმოცემულ ცხრილში განსაზღვრულია პოტენციური რისკების შედეგად მოყენებული პოტენციური ზარალი და დანაკარგები. ასევე, შეფასებულია სასწავლო პროცესის გასაგრძელებლად არსებული ალტერნატივები.
უძრავი ქონების/აღჭურვილობის დაკარგვა
• დანაკარგები გამოწვეული ხანძრით, წყალდიდობით, მიწისძვრითა და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმებით.
• ცხრილში მოცემულია კრიტიკული რესურსები და ფუნქციები, რომლებიც ჩავარდნის დროს საჭიროებს აღდგენით სამუშაოებსა და ალტერნატივების განსაზღვრას.
• დისტანციური სწავლება ბუნებრივი კატაკლიზმების დროს წარმოადგენს სასწავლო პროცესის გასაგრძელებლად დანერგილ კარგ პრაქტიკას.
რისკი ალტერნატიული ქმედებები
შენობა-ნაგებობის ნაწილობრივი დაკარგვა შენობა-ნაგებობის ნაწილობრივი დაკარგვისას, თუ ეს დაკარგული ნაწილი მოიცავს სასწავლო პროცესისითვის განკუთვნილ აუდიტორიებს ხდება უნივერსიტეტის მიერ სპეციალური საკონფორენციო მოწყობილობის საშუალებით დისტანციურად ვიდეო სწავლება.
თუ ეს დაკარგული ფართი არ მოიცავს აუდიტორიებს, ამ შემთხვევაში სასწავლო პროცესი შეიძლება გაგრძელდეს ჩვეულებრივად აუდიტორიებში, რომელიც იზოლირებულად მდებარეობს შენობის მეორე და მესამე სართულებზე და რომელთაც იზოლირებულად გააჩნიათ საპირფარეშოები.
შენობა ნაგებობის დროებითი დაკარგვა
შენობა-ნაგებობის დროებითი დაკარგვის შემთხევავაში უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის ჩატარებას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რომელთანაც გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე ეროვნული გამოცდების პერიოდში ბათუმის სახელმწიფო უნივესრიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს ლექციები უტარდებოდათ ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში.
პერსონალის დაკარგვა
პერსონალის დაკარგის მიზეზი შეიძლება გახდეს:
• ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა
• კონკურენტ ორგანიზაციაში ან სხვა დარგში პერსონალის დენადობა.
• პერსონალის გათავისუფლება.
• უამინდობა.
რისკი ალტერნატიული ქმედებები
ეპიდემია შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცდენების მაჩვენებელზე.
ეპიდემიის შემთხვევაში კიდევ მეტად იზრდება სასწავლო პროცესის განხორციელების შეფერხების რისკი. ამ შემთხვევაში შესაძლოა გაცილებით მეტი პერსონალი ან სტუდენტი დაავადდეს, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ვირუსული ინფექციის ფართომაშტაბიანმა გავრცელებამ.
ამ პირობებში უნივერსიტეტი ეცდება აკონტროლოს პერსონალის და სტუდენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა. უპირველეს ყოვლისა იზრუნებს სასწავლო პროცესის უსაფრთხო განხორციელებაზე. კერძოდ, სასწავლო უნივერსიტეტში არის თერმომეტრი, ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები დაავადებებისგან თავდასაცავი პირბადეები და სხვა. საზოგადოებრივი კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, საჭიროების შემთხვევაში სასწავლო უნივერსიტეტი შეძლებს სასწავლო კომპონენტების ნაწილი განახორციელოს დისტანციურ რეჟიმში.
დენადობა პერსონალის გარკვეულმა რაოდენობამ შესაძლოა შეიცვალოს სამუშაო ადგილი ან მოხდეს მათი გათავისუფლება.
ადმინისტრაციული პერსონალის დენადობის შემთხვევაში, ახალი კადრით ჩანაცვლებამდე მათ ფუნქციებს ასრულებს მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც წინასწარ გაწერილია სტრუქტურული ერთეულების დებულებებში.
აკადემიური პერსონალის დენადობის შემთხვევაში ახალი პერსონალის არჩევამდე მის ფუნქციებს შეასრულებს საათობრივი ანაზღაურების წესით მოწვეული ლექტორი.
უამინდობა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცდენების მაჩვენებელზე.
უამინდობის შემთხვევაში აკადემიური პერსონალის მიერ გაცდენილი საათები ჩანაცვლება მოხდება იგივე მიმართულების მოწვეული პედაგოგის მიერ ან იმ შემთხვევაში თუ ვერ მოიძებნა იგივე მიმართულების ლექტორი გაცდენილი საათების ანაზღაურება მოხდება მოგვიანებით სტუდენტებთან შეთანხმებით.
ინფორმაციის დაკარგვა
• კიბერშეტევა
• ინფორმაციის ცვლილება / დაკარგვა
კიბერშეტევა
შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს დაწესებულებაში დაცულ ინფორმაციის დაცვაზე ან/და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამართულად მუშაობაზე
აუცილებელია ხორციელდებოდეს უნივერსიტეტის ინფორმაციული უსაფრთხოების აპარატულ და პროგრამულ დონეზე დაცვა. რისკის დადგომის შემთხვევაში, შეიზღუდოს არაუფლებამოსილი აღჭურვილობების მიერ ინფორმაციულ რესურსებზე წვდომა და მოხდეს ინფორმაციის განახლება სარეზერვო ასლიდან (Backup)
რისკის მინიმიზაციისთვის მნიშნელოვანია საკვანძო ინფორმაციისთვის იქმნებოდეს სარეზერვო ასლი, ხოლო დელიკატური ინფორმაციისთვის (საგამოცდო საკითხები და ა შ) შეიზღუდოს ქსელური წვდომა.
ინფორმაციის ცვლილება/დაკარგვა
შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს დაწესებულების საქმიანობაზე, ინფორმაციის მის მიერ დაკარგვის ან არაუფლებამოსილი პირის მიერ ინფორმაციის თავის სასარგებლოდ ცვლილების მცდელობის დროს
აუცილებელია ელექტრონულად დაცული ინფორმაციის სარეზერვო ასლის ფლობა დაცულ სერვერზე. მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა ინახებოდეს ელექტრონული და ბეჭდური ფორმით, დამოუკიდებლად, რათა შესაძლებელი იყოს დაკარგული/შეცვლილი ინფორმაციის აღდგენა
მმართველობითი ხასიათის რისკები
• ადმინისტრაციული პერსონალის გადინება
• მარეგულირებლის მოთხოვნებთან შესაბამისობა
ადმინისტრაციული პერსონალის გადინება პერსონალის, განსაკუთრებით საკვანძო ცოდნის მქონე პერსონალის გადინებამ შესაძ₾ებელია შეაფერხოს ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესების ეფექტურად განხორციელება
პერსონალის გადინებით გამოწვეული რისკების პრევენციისთვის აუცილებელია საკადრო რეზერვის ფორმირება, პესონალთან მიმდინარე კომუნიკაცია თანამშრომლობის გეგმებთან დაკავშირებით, ასევე ცოდნის მენეჯმენტის განხორციელებაიმდაგვარად, რომ შესაძლებელი იყოს პერსონალის ხელმძღვანელ, დაქვემდებარებულ ან/და იმავე რგოლის სხვა პერსონალის მიერ შესაბამისი ფუნქციების შესრულებაში ჩართვა
მარეგულირებლის მოთხოვნებთან შეუსაბამობა მარეგულირებლის მოთხოვნებთან შეუსაბამობა სესაძლებელია ორგანიზაციის საქმიანობის ნებართვის (ავტორიზაცია, აკრედიტაცია) გაუქმება გამოიწვიოს, რომელიც კრიტიკულად აისახება ოპერაციის ეფექტურობაზე, ან/და ფინანსურ ჯარიმებთან იყოს დაკავშირებული, რაც ასევე აფერხებს ორგანიზაციის ნორმალურ ფუნქციონირებას
რისკის მიტიგაციისთვის, მნიშნელოვანია მარეგულირებლის მოთხოვნებთან შესაბამისობის მუდმივი შიდა და გარე აუდიტი, ამაზე უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულების მიერ. შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, მასზე რეაგირების დროული გეგმის შემუშავება შიდა და გარე რესურსის დახმარებით
რისკების მართვა და უწტყვეტობის დაგეგმარება
ქვემოთმოცემულ ცხრილში მოცემულია შემთხვევითობის დადგომის ალბათობა და გავლენის ხარისხის სიმძიმე.
შეფასებული რისკების დადგომის ალბათობა გავლენის ხარისხი პრევენციის გეგმა რეაგირების გეგმა
შენობა-ნაგებობის ნაწილობრივი დაკარგვა
დაბალი მძიმე გამართულობის მიმდინარე მონიტორინგი გადანაწილება მოქმედ სივრცეებში,
სასწავლო ცხრილის გადანაცვლება
შენობა ნაგებობის დროებითი დაკარგვა საშუალო საშუალო ხელშეკრულების და სარემონტო გეგმების კოორდინაცია სასწავლო ცხრილთან გადანაწილება მოქმედ სივრცეებში,
სასწავლო ცხრილის გადანაცვლება
ეპიდემია საშუალო მძიმე თერმოსქრინინგი, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, დისტანცირების უზრუნვლყოფა სასწავლო ცხრილის გადანაცვლება
ონლაინ სწავლების ინფრასტრუქტურის გამოყენება
საწვავის და სატრანსპორტო კრიზისი საშუალო მძიმე ანაზღაურების პრევენციული ცვლილება. ადგილობრივი კადრების რეზერვის მობილიზება სასწავლო ცხრილის გადანაცვლება
პერსონალის ცვლილება
პერსონალის დენადობა საშუალო საშუალო პერსონალის შენარჩუნების მონიტორინგი, კონკურენტების ანალიზი საკადრო რეზერვის მობილიზება
ძლიერი უამინდობა საშუალო საშუალო პრევენციული მონიტორინგი სასწავლო ცხრილის გადანაცვლება
ელექტროენერგიის შეზღუდვა საშუალო სუსტი ალტერნატიული წყაროების გამართულობის უზრუნველყოფა ალტერნატიული წყაროების ამოქმედება
IT სერვისით შეზღუდვა საშუალო საშუალო ალტერნატიული წყაროების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ალტერნატიულ წყაროზე გადასვლა
კიბერშეტება დაბალი მძიმე კიბერუსაფრთხოების აპარატული და პროგრამული ინფრასტრუქტურის მზადყოფნა სარეზერვო ასლიდან ინფორმაციის არდგენა
წყალით მომარაგების შეზღუდვა საშუალო სუსტი წინასწარი ინფორმირებულობა, მარაგების ქონა მარაგების გამოყენება
პოლიტიკური არეულობა/ომი დაბალი მძიმე პასუხისმგებელ ორგანოებთან თანამშრომლობა საგანგებო სიტუაციის გეგმით საქმიანობის გაგრძელება
თაღლითობა დაბალი მძიმე მმართველობის ზედამხედველობის განხორციელება. პროცესების დოკუმენტირება დოკუმენტებიდან რელევანტური ინფორმაციის აღდგენა
რისკების მართვისა და თავიდან აცილების ღონისძიებები
• საჭიროების შემთხვევაში უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებული სპეციალური საკონფერენციო მოწყობილობის საშუალებით დისტანციურად განხორციელდება სასწავლო პროცესის თეორიული კომპონენტი.
• სასწავლო უნივერსიტეტს შეფასებული აქვს საკვანძო სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და საჭიროებისამებრ შეუძლია სტრუქტურული ერთეულების ნაწილობრივი ან სრული დისტანციური მუშაობის უზრუნველყოფა. მაგალითისთვის, სასწავლო პროცესის განსახორციელებლად მნიშვნელოვანია საბიბლიოთეკო სერვისი, რომელიც სტუდენტს სასწავლო უნივერსიტეტში მისვლის გარეშეც მიეწოდება. ბიბლიოთეკის პერსონალი უზრუნველყოფს ლიტერატურის დასკანერებას და სტუდენტებისთვის მიწოდებას დისტანციურ რეჟიმში.
• სასწავლო უნივერსიტეტს განვითარებული აქვს განახლებული IT პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტების ეფექტურად მომსახურებასა და კიბერშეტევის თავიდან აცილებას.
• სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის რაოდენობა უზრუნველყოფს სტუდენტების არსებულ რაოდენობაზე მეტის მომსახურებას. პერსონალთან დაკავშირებული რაიმე კრიზისის შემთხვევაში უნივერსიტეტი შეძლებს სასწავლო პროცესის გაგრძელებას. გარდა ამისა, ხორციელდება პერსონალის მუდმივი რეკრუტინგი და რეზერვის სისტემატური შევსება.
• სასწავლო უნივერსიტეტს განსაზღვრული აქვს ბუნებრივი რესურსების შეზღუდვის შემთხვევაში ალტერნატიული მომარაგების გზები ან აღდგენითი სამუშაოების დასაშვები პერიოდი.
• ფინანსური მდგრადობის უზრუნველსაყოფად სასწავლო უნივერსიტეტს შემუშავებული აქვს 7 წლიანი ბიუჯეტი. იგი ფუნქციონირებს დაგეგმილი ბიუჯეტის შესაბამისად.
• უნივერსიტეტის საგანმანათლებლო მომსახურება რენტაბელურია, არსებული სტუდენტთა რაოდენობის ფარგლებში მიღწეულია მოგების წერტილზე გასვლა.
• უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს საჭირო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განვითარებაზე, რაც საკმარისია როგორც არსებული ისე სტუდენტების გაზრდილი რაოდენობის მომსახურების შემთხვევაშიც.
ბიზნეს პროცესების უწყვეტობის გეგმის განხორციელება
ბიზნესის უწყვეტობის გეგმის განხორციელებაზე, რისკების პრევენციასა და მონიტორინგზე პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ბიზნესის უწყვეტობის მართვის ჯგუფი.
უნივერსიტეტის ბიზნესის უწყვეტობის მართვის ჯგუფის შემადგენლობაში შედის
- უნივერსიტეტის კანცლერი
- უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხელმძღვანელი
- უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი
- უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მარვის სამსახურის უფროსი
- უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის უფროსი
- უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სისტემის მენეჯერი
უნივერსიტეტის ბიზნესის უწყვეტობის მართვის ჯგუფი ყოველწლიურად განიხილავს ბიზნესუწყვეტობის გეგმით გაწერილი რისკებს და საზღვრავს მათ ალბათობას, რომლის საფუძველზე შეიმუშავება რისკების მიტიგაციის (შემცირების) გეგმა
რისკების შეფასებისთვის გამოიყენება რისკების შეფასების მატრიცა
მატრიცის მეშვეობით, ფასდება რისკის დადგომის შესაძლებლობა ვერტიკალურ სვეტში („არ არის მოსალოდნელი“-დან „თითქმის გარდაუვალ“-ამდე) და რისკის გავლენის დონე ჰორიზონტალურ სტრიქონში („დაბალი“-დან „ძალიან მაღალი“-ის ჩათვლით). თითოულ უჯრაში მოცემულია რისკის შეფასების რიცხვითი მაჩვენებელი რომელიც შეესაბამება რისკის შესაძლებლობასა და მისი გავლენის მნიშვნელობას. მეტი მაჩვენებელი ითვალისწინებს რისკზე რეაგირების უფრო მაღალ პრიორიტეტს.
რისკების შემცირების გეგმა აისახება უნივერსიტეტის კონკრეტული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის გეგმაში.
ბიზნესუწყვეტობის გეგმით გათვალისწინებული რისკის დადგომის შემთხვევაში ბიზნესის უწყვეტობის მართვის ჯგუფი შეიმუშავებს სამოქმედო მექანიზმებს რისკის თავიდან აცილების ან მისი შედეგების დროული მინიმიზაციის კუთხით.
ბიზნესის უწყვეტობის მართვის ჯგუფი უფლებამოსილია შეიმუშავოს რეკომენდაციები, ცვლილებები და დამატებები ბიზნესპროცესების უწყვეტობის მართვის გეგმაში.
ბიზნესის უწყვეტობის მართვის ჯგუფი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი წევრების ჩართვა თავის მუშაობაში