რეგისტრაცია
მიმდინარე
მედიცინა
საუნივერსიტეტო

პოსტმენოპაუზურ ქალებში საშარდე გზების მორეციდივე ინფექციების მართვა

ლოკალური ესტროგენთერაპიისა და ფიტოთერაპიის შედარება

icon
პროექტის აბსტრაქტი

საშარდე გზების მორეციდივე ინფექციები პოსტმენოპაუზურ ქალებში საკმაოდ ხშირია, რაც გამოწვეულია ცხოვრების ამ პერიოდში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებებით. აღნიშნული პათოლოგია ზრდის ინფექციების მიმართ მგრძნობელობას, პაციენტებს უვითარდებათ ხშირი და მტკივნეული შარდვა, რაც იწვევს ცხოვრების წესის ცვლილებას. ტრადიციულად, პრევენცია ხორციელდება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით, რომელთაც მრავალი გვერდითი ეფექტი ახასიათებთ, ან მცენარეული საშუალებებით (განსაკუთრებით — შტოშის პრეპარატებზე დაფუძნებული).

ბოლო წლებში აქტიურად იკვლევენ ვაგინალური ესტროგენების გამოყენებას როგორც მონოთერაპიაში, ასევე ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში და მათი ეფექტიანობის შედარებას საერთაშორისო სამეცნიერო ლიტერატურაში. თუმცა, მცენარეული საშუალებებისა და ლოკალური ესტროგენთერაპიის შედარებითი მონაცემები ლიტერატურაში არ მოიპოვება. აგრეთვე, საქართველოს ტერიტორიაზე არ ჩატარებულა კვლევა, რომელიც შეაფასებდა ჰორმონული თერაპიის ეფექტიანობას.

ამიტომ, შერჩეული თემის მიზანია პოსტმენოპაუზურ ქალებში მორეციდივე საშარდე გზების ინფექციების მართვის მეთოდების შესწავლა, აქცენტით ლოკალურ ესტროგენთერაპიაზე და მისი შესაძლო შედარება ფიტოთერაპიასთან.

პროექტის მიზნების მისაღწევად იგეგმება პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფი ქრონიკული მორეციდივე საშარდე გზების ინფექციებით დაავადებული ქალების შემთხვევითობის პრინციპით ორ ჯგუფად დაყოფა (თითოეულში — 40 პაციენტი). წინასწარი გამოკვლევის შემდეგ, ერთ ჯგუფში ჩატარდება ფიტოთერაპია, ხოლო მეორეში — ლოკალურად ესტროგენთერაპია. პაციენტების მონიტორინგი გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში, რის შემდეგაც მიღებულ შედეგებს ერთმანეთს შევადარებთ.

ჩვენი კვლევის შედეგად ვგეგმავთ განახლდეს ინფორმაცია პოსტმენოპაუზურ ქალებში საშარდე გზების მორეციდივე ინფექციების მართვის შესახებ. გარდა ამისა, პროექტი ხელს შეუწყობს მონაწილე სტუდენტების კლინიკური და სამეცნიერო გამოცდილების გაღრმავებას. მიღებული შედეგების საფუძველზე იგეგმება სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება, რაც გაზრდის უნივერსიტეტის პრესტიჟს და ხილვადობას.
 

icon
პროექტის მიზნები და ამოცანები

•    შარდსასქესო გზების რეციდივური ინფექციების მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესება პოსტმენოპაუზურ ქალებში საქართველოში;

•    BAU-ს სტუდენტების მიერ წინამდებარე თემაზე სამეცნიერო პროექტის მომზადება და განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს მათი კვლევითი უნარების განვითარებასა და პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავებას.
 

პროექტის მოსალოდნელი შედეგები

ქრონიკული რეციდივური შარდსასქესო ინფექციების შესაძლო კლინიკური ფაქტორების გამოვლენა;

•    შტოშის (cranberry) პრეპარატებისა და ვაგინალური ესტროგენების ეფექტიანობის შედარება ქრონიკული რეციდივური შარდსასქესო ინფექციების მართვაში;

•    შედეგების კლინიკებში გაზიარება, რაც საშუალებას მისცემს უროლოგებს დანიშნონ ეფექტიანი მკურნალობა, გააუმჯობესონ პაციენტთა სიცოცხლის ხარისხი და დაზოგონ დრო და ფინანსური რესურსები;
 

პროექტის პარტნიორები
icon
სამიზნე ჯგუფებისთვის მოსალოდნელი გავლენა

პაციენტები
სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება და ეფექტიანი მკურნალობა.

პროექტის შედეგები
icon

განახლდება პროექტის განხორციელებისას და შეივსება მის დასრულებისას

(სტატიები, კონფერენციის ინფო და ა.შ.)

პროექტის კოდი

BAU MED 08-25

ხელმძღვანელი

პროფ. ნატალია დოროფეევა

ბიუჯეტი

9,859 EUR

განხორციელების პერიოდი

2025 – 2026

პროექტის ტიპი

საუნივერსიტეტო

კლასიფიკაცია

მიმდინარე
მედიცინა
საუნივერსიტეტო
კონტაქტი

პროექტის ხელმძღვანელი

natalia.dorofeeva@bauinternational.edu.ge