Accreditation and Membership in Associations
ამჟამად, ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტში აკრედიტებულია 4 უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა.
WFME
World Federation for Medical Education
სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის აკრედიტაცია
ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამა აკრედიტებულია სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ. აღნიშნული აკრედიტაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კურსდამთავრებულებისთვის, რადგან ECFMG-ის მოთხოვნების შესაბამისად, მათ შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო სალიცენზიო გამოცდებში (USMLE) და განაგრძონ პროფესიული განვითარება, რეზიდენტურა და საექიმო საქმიანობა აშშ-ში.
სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაცია (WFME – World Federation for Medical Education) წარმოადგენს სამედიცინო განათლების სფეროში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს სამედიცინო განათლების წამყვან ინსტიტუციებსა და პროფესიულ ასოციაციებს მსოფლიოს მასშტაბით. WFME განსაზღვრავს სამედიცინო განათლების საერთაშორისო ხარისხის სტანდარტებს და ხელს უწყობს მათი დანერგვასა და განვითარებას სხვადასხვა ქვეყანაში.
WFME-ის მიერ აღიარებული აკრედიტაცია უნივერსიტეტის საერთაშორისო რეპუტაციის, საგანმანათლებლო ხარისხისა და გლობალური კონკურენტუნარიანობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რაც სტუდენტებს პროფესიული და აკადემიური განვითარების ფართო შესაძლებლობებს უხსნის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ISO
9001:2015
ISO 9001:2015 სერტიფიცირება
2020 წელს ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტმა გაიარა სერტიფიცირება ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემებში, სამედიცინო განათლების მიმართულებით.
ISO 9001:2015 მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ხარისხის მართვის სტანდარტია, რომელიც ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტურობას, პროცესების გამჭვირვალობასა და უწყვეტ გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ მართვის სისტემას ადასტურებს. აღნიშნული სტანდარტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხარისხის უზრუნველყოფისა და ინსტიტუციური განვითარების მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

WHO
World Directory of Medical Schools
WHO-ს მსოფლიო სამედიცინო სკოლების ცნობარი (WDOMS)
ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი წარმოდგენილია მსოფლიო სამედიცინო სკოლების ცნობარში (World Directory of Medical Schools – WDOMS), რომელიც წარმოადგენს სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო მონაცემთა ბაზას.
უნივერსიტეტი შეტანილია კანადის სპონსორობით გამოცემულ ცნობარში, რაც დამატებით მნიშვნელობას ანიჭებს მისი სამედიცინო პროგრამის საერთაშორისო აღიარებას. სპონსორის ოფიციალური შენიშვნის თანახმად, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიღებული სამედიცინო ხარისხი მისაღებია კანადის პროვინციული და ტერიტორიული სამედიცინო მარეგულირებელი ორგანოებისთვის, შესაბამისად კი აღიარებულია კანადის სამედიცინო ორგანიზაციების მიერ.

AMEE
Association for Medical Education in Europe
წევრი
ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) წევრობა
ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის - Association for Medical Education in Europe (AMEE) - წევრი. AMEE წარმოადგენს სამედიცინო და ჯანდაცვის განათლების სფეროში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს 90-ზე მეტი ქვეყნის უნივერსიტეტებს, აკადემიურ ინსტიტუტებსა და განათლების ექსპერტებს.
ასოციაციის მისიაა ჯანდაცვის პროფესიებში განათლების ხარისხის მუდმივი განვითარება და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა. AMEE აქტიურად უწყობს ხელს ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვას, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და სამედიცინო განათლების სრულყოფას როგორც საბაკალავრო, ისე დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განვითარების საფეხურებზე.

AMSE
Association of Medical Schools in Europe
წევრი
ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) წევრობა
ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE - Association of Medical Schools in Europe) წევრია. AMSE წარმოადგენს ევროპის წამყვან სამედიცინო სკოლებსა და ფაკულტეტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს სამედიცინო განათლების, კვლევისა და ინსტიტუციური განვითარების სფეროებში გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.
AMSE ქმნის საერთაშორისო ფორუმს, სადაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო სკოლების წარმომადგენლები განიხილავენ განათლების, სამეცნიერო კვლევისა და უნივერსიტეტების მართვის თანამედროვე გამოწვევებს, ერთმანეთს უზიარებენ ინოვაციურ მიდგომებს და თანამშრომლობენ საერთო მიზნების მისაღწევად.
ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ევროპულ სამედიცინო სკოლებს შორის პარტნიორობის გაღრმავება, აკადემიური და კვლევითი თანამშრომლობის ხელშეწყობა, ასევე ურთიერთობების განვითარება პროფესიულ, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან განათლების, მეცნიერებისა და ჯანდაცვის სფეროებში.

SESAM
Society in Europe for Simulation Applied to Medici
ევროპის სიმულაციების საზოგადოება
ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი ევროპის სიმულაციების საზოგადოების ინსტიტუციური წევრია. აღნიშნული ორგანიზაცია ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც აერთიანებს მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტებსა და სამედიცინო დაწესებულებებს.
ევროპის სიმულაციების საზოგადოების მისია ეფუძნება სიმულაციური მიდგომების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობას, ასევე მათ ეფექტურ ინტეგრაციას სამედიცინო განათლებასა და ჯანდაცვის სფეროში.
ორგანიზაციაში გაწევრიანება მნიშვნელოვნად ზრდის პერსპექტივებს კლინიკური განათლების მიმართულებით როგორც სტუდენტებისთვის, ასევე აკადემიური სტაფისთვის და უზრუნველყოფს თანამედროვე სიმულაციური პრაქტიკების გამოყენებას სასწავლო და კვლევით პროცესებში.

EFEE
ევროპის განათლების დამსაქმებელთა ფედერაცია
ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი ევროპის განათლების დამსაქმებელთა ფედერაციის (European Federation of Education Employers – EFEE) პრემიუმ წევრიa. EFEE წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან ევროპულ ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს განათლების სფეროს დამსაქმებლებსა და სხვა მნიშვნელოვან დაინტერესებულ მხარეებს, ხელს უწყობს ხარისხიანი, ინკლუზიური და ინოვაციური განათლების სისტემების განვითარებას და ქმნის თანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარებისა და განათლების პოლიტიკის საკითხებზე დიალოგის პლატფორმას.
გაწევრიანება უნივერსიტეტს საშუალებას აძლევს, აქტიურად ჩაერთოს ევროპულ საგანმანათლებლო ქსელში, გააფართოოს საერთაშორისო პარტნიორობები და გააძლიეროს თავისი პოზიციები ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში.