მიღების პროცედურა საქართველოს მოქალაქეებისთვის
მიღების პროცედურა
ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტთა მიღება ხორციელდება დადგენილი აკადემიური და ადმინისტრაციული პროცედურების შესაბამისად. მიღების პროცესი მოიცავს განაცხადის წარდგენას, საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენას, კანდიდატის შესაბამისობის შეფასებასა და ჩარიცხვის ეტაპებს.ჩარიცხვის პროცესი საქართველოს მოქალაქეობის მქონე აბიტურიენტებისთვის
ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს მოქალაქეობის მქონე აბიტურიენტების ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ხორციელდება.სავალდებულო საგნები და შესაბამისი კომპეტენციის მინიმალური ზღვარი შემდეგნაირად არის განსაზღვრული:
- ინგლისური ენა - 80%
- ქართული ენა და ლიტერატურა - 30%
- ბიოლოგია - 25%
უნივერსიტეტში რეგისტრაცია
ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ, ყველა სტუდენტი ვალდებულია გაიაროს ფინანსური და აკადემიური რეგისტრაცია სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტში.რეგისტრაციის ვადები რეგულირდება უნივერსიტეტის აკადემიური კალენდრით.
რეგისტრაციისთვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) დედანი;
- ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა;
- 4 ცალი ფოტოსურათი (ზომით 3x4, ბიომეტრიული);
- წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა ან სამხედრო ბილეთი (მხოლოდ მამრობითი სქესის პირთათვის);
- სწავლის საფასურის პირველი შენატანის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი.