სტუდენტთა გზამკვლევი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს უნივერსიტეტში!
სტუდენტს უფლება აქვს
- მიიღოს ხარისხიანი განათლება და მონაწილეობა ჩაერთოს სამეცნიერო კვლევაში;
- ისარგებლოს ბაუ-ს მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
- მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ბაუ-ში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე და მოითხოვოს სასწავლო კურსების სილაბუსები;
- მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება და დადგენილი წესით გაასაჩივროს საგამოცდო შედეგი;
- მიიღოს კვალიფიციური კონსულტაცია უფლებამოსილი პირისაგან საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო კურსების, გამოცდების ჩატარების ვადებისა და ფორმატის, ასევე სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის თაობაზე;
- პერიოდულად შეაფასოს აკადემიური და მართვითი ორგანოების მუშაობა
ბაუ-ს სტუდენტი ვალდებულია:
- რეგულარულად გაეცნოს სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ბაუ-ს ადმინისტრაციულ აქტებს;
- გონივრულ ვადაში აცნობოს უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს/სტუდენტთა მომსახურებისა და კარიერული მხარდაჭერის სამსახურს/ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში არსებულ ანკეტაში მითითებული ინფორმაციის ცვლილების თაობაზე
- დიპლომირებული მედიკოსი - 12 სემ. ≥ 360 კრ.
- დიპლომირებული სტომატოლოგი - 10 სემ. ≥ 300 კრ.
- საზ. ჯანმრთელობა და ჯანდაცვის პოლიტიკა (სამ.) - 4 სემ. ≥ 120 კრ.
- განათლების ადმინისტრირება (სამ.) - 4 სემ. ≥ 120 კრ.
სტუდენტს UMIS სისტემაში შესასვლელად საკუთარი პროფილის პაროლი ენიჭება რეგისტრაციისას.
პროგრამების ღირებულება
კანონმდებლობის შესაბამისად, ცალკეულ საგანმანათლებლო პროგრამებზე შესაძლოა დაწესდეს განსხვავებული სწავლების საფასური.
დაფინანსება (გრანტი / სტიპენდია)
ნაწილობრივი დაფინანსების მქონე სტუდენტებმა სახელმწიფო გრანტსა და სწავლის რეალურ ღირებულებას შორის სხვაობა უნდა დაფარონ ადმინისტრაციული რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში.
დამატებითი სემესტრი
სასწავლო კურსის კრედიტის ღირებულება — 108.3 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
გადახდის მეთოდი
სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკისა და ლიბერთი ბანკის სერვისარხების გამოყენებით:
- ნებისმიერ ფილიალსა და სერვისცენტრში
- სწრაფი ჩარიცხვის აპარატების (Pay-ბოქსების) მეშვეობით
გადახდის პრობლემის შემთხვევაში: ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი (ბათუმი), პირველი კორპუსი, ოთახი №11
უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობა ორგვარია: შიდა (უნივერსიტეტის შიგნით პროგრამის შეცვლა) და გარე (სხვა უნივერსიტეტიდან ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტში გადმოსვლა).
შიდა მობილობა
ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტს უფლება აქვს შიდა მობილობის წესით შეიცვალოს საგანმანათლებლო პროგრამა როგორც ფაკულტეტის შიგნით, ისე გადავიდეს სხვა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამაზე. შიდა მობილობის პროცესი სრულად ელექტრონულია და მასზე პასუხისმგებელია სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური.
მონაწილეობის უფლება
შიდა მობილობის უფლება აქვს სტუდენტს სწავლების პირველი სემესტრის დასრულების შემდეგ (გაითვალისწინეთ: სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაშიც პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი).
შერჩევის კრიტერიუმი
საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის უფლებას მოიპოვებენ ვაკანტური ადგილების შესაბამისი რაოდენობის სტუდენტები, რომელთა ერთიანი ეროვნული გამოცდების საკონკურსო ქულა აღემატება მობილობის სხვა მსურველთა ქულებს.
მობილობის წესით ჩარიცხვა (გარე მობილობა)
სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან უნივერსიტეტში გადმოსვლა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
გარე მობილობის პროცესს მართავს სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS).
მობილობის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს სპეციალურ ელექტრონულ პორტალზე: https://emis.ge/services/service/45
კრედიტების აღიარება არის პროცესი, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტი აფასებს სტუდენტის მიერ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში უკვე გავლილ სასწავლო კურსებს და ადგენს მათ შესაბამისობას ბაუ ბათუმის საგანმანათლებლო პროგრამასთან.
თუ გავლილი სასწავლო კურსის შინაარსი, სწავლის შედეგები და მოცულობა შეესაბამება უნივერსიტეტის შესაბამის კურსს, მისი კრედიტები აღიარდება და სტუდენტს აღარ მოუწევს იმავე ან შესაბამისი სასწავლო კურსის ხელახლა გავლა.
იმ შემთხვევაში თუ სტუდენტის მიერ სხვა უნივერსიტეტში გავლილი სასწავლო კურსი უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაში შესაბამისი კურსის სახით არ არის გათვალისწინებული, მისი კრედიტები შესაძლოა აღიარდეს პროგრამით გათვალისწინებული თავისუფალი კრედიტების ფარგლებში. ეს საშუალებას აძლევს სტუდენტს, შეინარჩუნოს უკვე მიღებული კრედიტები და არ დაკარგოს წინა სწავლის შედეგად დაგროვილი აკადემიური გამოცდილება.
კრედიტების აღიარების გადაწყვეტილება მიიღება უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესებისა და შესაბამისი აკადემიური პროცედურების საფუძველზე.
უნივერსიტეტი აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვას მნიშვნელოვან პრინციპად მიიჩნევს სწავლის, სწავლების, პრაქტიკისა და კვლევის პროცესში. თითოეული სტუდენტი და აკადემიური საქმიანობის მონაწილე პასუხისმგებელია აკადემიური საქმიანობის განხორციელებაზე დადგენილი სტანდარტებისა და ეთიკური პრინციპების შესაბამისად.
აკადემიური კეთილსინდისიერება გულისხმობს საკუთარი ნამუშევრის დამოუკიდებლად შესრულებას, გამოყენებული წყაროების სათანადოდ მითითებას, სხვისი ინტელექტუალური შრომის პატივისცემასა და აკადემიური შედეგების სამართლიანად მიღებას. სასწავლო და სამეცნიერო ნაშრომების მომზადებისას აუცილებელია უნივერსიტეტში დადგენილი აკადემიური წერისა და ციტირების წესების დაცვა.
ამ პრინციპების დაცვა ხელს უწყობს სამართლიანი, სანდო და მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო გარემოს შექმნას.
სტუდენტის სტატუსის შეჩერება გულისხმობს სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის სასწავლო პროცესით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების შესრულებისგან დროებით განთავისუფლებას, რომელის მიზეზიც შეიძლება იყოს:
- სტუდენტის პირადი განცხადება (მიუხედავად მიზეზისა);
- უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა;
- ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება;
- ფინანსური რეგისტრაციის გაუვლელობა (შესაბამისი სემესტრის სწავლის საფასურის გადაუხდელობა);
- აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობა (შესაბამისი სემესტრის სასწავლო კომპონენტის აურჩევლობა);
- აკადემიური მოსწრების არქონა, რაც გულისხმობს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ ნებისმიერ კომპონენტში შეფასების მიუღებლობას შესაბამისი კომპონენტის არჩევიდან 45 დღის განმავლობაში (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის);
- სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, როგორც განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე, ისე მისი ძალაში შესვლის შემდგომ.
სტუდენტის სტატუსის შეჩერების მაქსიმალური ვადაა 5 წელი. ამ ვადის გასვლის შემდეგ სტუდენტს სტატუსი ავტომატურად უწყდება.
სტატუსშეჩერებულ პირს გადახდილი სწავლის საფასური უკან არ უბრუნდება. სტატუსის აღდგენის შემთხვევაში, მის მიერ გადახდილი თანხა ჩაითვლება შესაბამისი სემესტრის საფასურად.
პირადი განცხადებით
სტატუსშეჩერებული სტუდენტისათვის სტატუსი აღდგება სტუდენტის პირადი განცხადების საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ აღმოფხვრილია გარემოებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სტატუსის შეჩერებას.
სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა გულისხმობს უნივერსიტეტთან სამართლებრივი ურთიერთობის საბოლოო დასრულებას.
სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია:
- სტუდენტის პირადი განცხადება;
- საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება და აკადემიური ხარისხის მინიჭება;
- სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მობილობით გადასვლა:
- სტუდენტის სტატუსის შეჩერება ჯამურად 5 (ხუთი) წლის განმავლობაში;
- სტუდენტის ეთიკის კოდექსის ისეთი დარღვევა, რომელიც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად ითვალისწინებს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტას;
- საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ერთი და იმავე სასწავლო კურსის ზედიზედ სამჯერ მოსმენა და დადებითი შეფასების ვერ მიღება;
- გარდაცვალება.
სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემდეგ, მისი ხელახლა მოპოვება დასაშვებია მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე, ხოლო იმ პირთათვის, ვისაც სწავლის უფლება გამოცდების გარეშე აქვთ — მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სტუდენტი ფასდება ECTS სისტემით. 100-ქულიანი სისტემა ვრცელდება საგანმანათლებლო პროგრამის ყველა კომპონენტზე.
| ქულა | შეფასება | GPA |
|---|---|---|
| 91–100 (A) | ფრიადი | 4.0 |
| 81–90 (B) | ძალიან კარგი | 3.0 |
| 71–80 (C) | კარგი | 2.0 |
| 61–70 (D) | დამაკმაყოფილებელი | 1.0 |
| 51–60 (E) | საკმარისი | 0.5 |
| 41–50 (FX) | ვერ ჩააბარა — სჭირდება დამატებითი სამუშაო; ეძლევა ერთხელ გასვლის უფლება. | 0.0 |
| 0–40 (F) | სამუშაო არ არის საკმარისი — საგანი თავიდან გასავლელია. | 0.0 |
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ
კურსდამთავრებულს ენიჭება შესაბამისი აკადემიური ხარისხი / კვალიფიკაცია და კურსდამთავრებულის სახელზე გამოიცემა დიპლომი და დანართი.