სამართლებრივი დოკუმენტაცია
უკან დაბრუნებამუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე დებულება არეგულირებს შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი“-ს (შემდეგში - “უნივერსიტეტი“) აკადემიური საბჭოს უფლებამოსილებებს, მისი ფორმირებისა და საქმიანობის წესს.
2. აკადემიური საბჭო საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის, უნივერსიტეტის წესდებისა და დებულების, ამ დებულებისა და სხვა შიდა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
3. აკადემიური საბჭო საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს პერსონალის ეთიკის კოდექსის სტანდარტებითა და სასწავლო უნივერსიტეტის მართვის შემდეგი პრინციპებით:
ა) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების აკადემიური თავისუფლების პატივისცემა და დაცვა;
ბ) პოლიტიკური ნეიტრალიზმი და სიტყვის თავისუფლება;
გ) სამართლიანობა და თანასწორობა;
დ) დისკრიმინაციის დაუშვებლობა და თანასწორი მოპყრობა, განურჩევლად პირის რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის გამო;
ე) ინფორმაციის საჯაროობა და ხელმისაწვდომობა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფა;
ვ) გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ჩართულობა;
ზ) კონკურსებისა და არჩევნების საჯაროობა, გამჭვირვალობა და სამართლიანობა.
მუხლი 2. აკადემიური საბჭოს სტატუსი და ფორმირების წესი
1. აკადემიური საბჭო არის უნივერსიტეტის აკადემიური საქმიანობის პოლიტიკების განმსაზღვრელი უმაღლესი წარმომადგენლობითი კოლეგიური ორგანო.
2. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში შედის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე - რექტორი, ვიცე-რექტორები და სრული დატვირთვით (A) კატეგორიით მომუშავე პროფესორები.
5. აკადემიური საბჭოს წევრის სტატუსის ვადა განისაზღვრება უნივერსიტეტში დაკავებული შესაბამისი თანამდებობის ვადით, ხოლო თუ ამგვარი ვადა არ არის დადგენილი, პირს საბჭოს წევრის სტატუსი უნარჩუნდება თანამდებობის დატოვებამდე, თუ არ არსებობს ამ დებულებით დადგენილი აკადემიური საბჭოს წევრობის ვადამდე შეწყვეტის საფუძველი.
7. აკადემიური საბჭოს მუშაობის ხელშეწყობას უზრუნვეყოფს საბჭოს წევრების შემადგენლობიდან დანიშნული აკადემიური საბჭოს მდივანი.
მუხლი 3. აკადემიური საბჭოს სხდომა
1. აკადემიური საბჭოს სხდომები იმართება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში სამჯერ. საბჭოს მოწვევის უფლება აქვს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს - რექტორს ან აკადემიური საბჭოს წევრთა უმრავლესობას.
2. აკადემიური საბჭოს ჩატარების შესახებ აკადემიური საბჭოს წევრებს ეცნობება არანაკლებ 2 (ორი) კალენდარული დღით ადრე, ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის ან სხვა შესაბამისი საშუალებით.
3. აკადემიური საბჭოს სხდომის გამართვამდე (გარდა დაუყოვნებლივ გამართული სხდომისა) 2 (ორი) დღით ადრე საბჭოს წევრებს ელექტორნულად მიეწოდება დღის წესრიგი და განსახილველ საკითხთა პროექტები.
4. საბჭოს სხდომაზე მოწვეული უნდა იყოს საბჭოს ყველა წევრი. საბჭოს წევრი ვალდებულია გამოცხადდეს დათქმულ დროს, ხოლო თუ ვერ ახერხებს გამოცხადებას, გამოუცხადებლობის მიზეზი წინასწარ აცნობოს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს. შეტყობინების არარსებობის შემთხვევაში, საბჭოს წევრის მიერ საბჭოს სხდომის გაცდენა მიიჩნევა არასაპატიოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ობიექტური გარემოების გათვალისწინებით, ამგვარი შეტყობინების გაგზავნა
შეუძლებელი იყო.
5. საბჭოს სხდომას წევრი შესაძლებელია ესწრებოდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს საბჭოს წევრის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტი და შესაძლებელი იყოს მისი ხმის იდენტიფიცირება.
6. საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად შესაძლებელია მოწვეულ იქნას პირები, რომლებიც დაკავშირებული არიან სხდომის დღის წესრიგის საკითხთან.
7. აკადემიური საბჭოს სხდომებს წარმართავს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე - რექტორი. თავმჯდომარე საბჭოს წარუდგენს დღის წესრიგს, უზრუნველყოფს მის განხილვასა და კენჭისყრაზე დაყენებას.
8. აკადემიური საბჭოს სხდომები იმართება ღიად. აკადემიური საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, შესაძლებელია სხდომა დაიხუროს მთლიანად ან ნაწილობრივ განსახილველი საკითხიდან გამომდინარე.
9. აკადემიურ საბჭოზე კენჭისყრა წარმოებს ღიად. აკადემიური საბჭოს დამსწრე წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს ფარული კენჭისყრა.
10. საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია საბჭოს სხდომის დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით ჩატარება. დისტანციურად ჩატარებული სხდომის ღიაობა უზრუნველყოფილია სხდომის მიმდინარეობის ჩანაწერის განხორციელებით. დისტანციური კომუნიკაციის შემთხვევაში, საბჭოს წევრი ვალდებულია სათანადო მტკიცებულებებით დაარწმუნოს საბჭო სხდომაში პირადად მონაწილეობაში, ასევე, დაიცვას სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დადგენილი დისტანციური კომუნიკაციის ეთიკის ნორმები.
11. სკოლის საბჭოზე კენჭისყრა წარმოებს ღიად. სკოლის საბჭოს დამსწრე წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს ფარული კენჭისყრა.
12. კენჭისწყრის დროს, საბჭოს წევრს უფლება არ აქვს, თავი შეიკავოს ხმის მიცემისგან.
13. აკადემიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს დადგენილების საფუძველზე, რომელსაც ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე - რექტორი, ხოლო ოქმზე აკადემიური საბჭოს ყველა დამსწრე წევრი და მდივანი. აკადემიური საბჭოს წევრები სხდომაზე გამოცხადებას აფიქსირებან დასწრების ფურცელზე ხელმოწერით.
14. აკადემიური საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია თუ მას რექტორის ჩათვლით ესწრება მინიმუმ 5 (ხუთი) წევრი.
15. აკადემიური საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
16. გადაწყვეტილება საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ მიიღება დამსწრე წევრთა 2/3-ის უმრავლესობით. საბჭოს წევრი, რომლის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი იხილება, არ მონაწილეობს კენჭისყრაში.
მუხლი 4. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება
1. აკადემიური საბჭო:
ა) ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს, მათში შესატან ცვლილებებსა და დამატებებს, აგრეთვე, იღებს გადაწყვეტილებებს საგანმანათლებლო პროგრამების გაერთიანების, გამოყოფისა და გაუქმების შესახებ;
ბ) ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების წესებს, სტანდარტებსა და პროცედურებს, უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ერთეულების დებულებებს.
გ) ამტკიცებს უნივერსიტეტის კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის, განხორციელების და შეფასების წესებსა და პროცედურებს, ადგენს სამეცნიერო კვლევის ეთიკის სტანდარტებს და ქმნის სამეცნიერო კვლევის ეთიკის კომისიას.
დ). ამტკიცებს საგანმანათლებლო და კვლევითი პროცესის შეფასების, ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების პოლიტიკებს, განიხილავს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ანგარიშებსა და შეიმუშავებს რეკომენდაციებს შემდგომი განვითარებისათვის.
ე). სკოლის წარდგინებით, ამტკიცებს მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას, საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით ეროვნული გამოცდების, მობილობისა თუ საერთაშორისო სტუდენტებთან მიმართებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ვ). ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საქმიანობის ორგანიზებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს - სტუდენტის სტატუსის მოპოვების, შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის, სტუდენტთა შეფასების და გამოცდების ჩატარების, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარების წესსა და სტუდენტის ეთიკის კოდექსს.
ზ). შეიმუშავებს ინტერნაციონალიზაციის, ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის, საერთაშორისო მობილობისა და თანამშრომლობის განვითარების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს;
თ). სკოლის წარდგინებით, ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდების კომპონენტებს;
ი). გასცემს რეკომენდაციებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე, შეიმუშავებს სტრატეგიულ ინიციატივებს საგანმანათლებლო და კვლევითი განვითარების ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების ნაწილში;
კ). გასცემს რეკომენდაციებს აკადემიური და მოწვეული პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების, აკადემიური და მოწვეული პერსონალის დატვირთვის, უნივერსიტეტთან აფილირების წესსა და სქემაზე.
ლ). იღებს გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისათვის ან საზოგადოების საპატიო წევრ-მეცნიერისათვის საპატიო პროფესორის სტატუსის მინიჭების შესახებ;
მ). ქმნის მუდმივ და დროებით კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებს.
ნ). ახორციელებს უნივერსიტეტის წესდებით, უნივერსიტეტის დებულებით, ამ დებულებით, და სხვა შიდა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.
ო) განიხილავს საბჭოს წევრისთვის საყვედურის გამოცხადების საკითხს, საბჭოს სხდომის საპატიო მიზეზის არაერთგზის გარეშე გაცდენის შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ამ დებულებით დადგენილი წესით.
2. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია განიხილოს და თავისი მოსაზრება დააფიქსიროს საკითხზე, რომელიც არ არის შესული წინამდებარე მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ჩამონათვალში, მაგრამ, მისი შინაარსიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ჩართულობასა და უკუკავშირს მოითხოვს. აღნიშნულ შემთხვევაში, შესაბამისი საკითხის ინიცირებაზე ან დამტკიცებაზე პასუხისმგებელი პირი, შუამდგომლობით მიმართავს საბჭოს თავმჯდომარეს, საკითხის სკოლის საბჭოზე განსახილველად მომზადების თაობაზე და მოწვეული პირის სტატუსით მონაწილეობს საბჭოს განხილვაში.
მუხლი 5. აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი
1. აკადემიური საბჭოს სხდომას ხსნის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც საბჭოს წარუდგენს დღის წესრიგს. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია დღის წესრიგში ცვლილებების შეტანა.
2. აკადემიური საბჭოს მიმდინარეობის პროცესი აისახება ოქმში. ოქმში უნდა მიეთითოს:
ა) სხდომის თარიღი და ადგილი;
ბ) სხდომაზე დამსწრე აკადემიურ პირთა და მოწვეულ პირთა შესახებ;
გ) დღის წესრიგი;
დ) მომხსენებელთა გამოსვლის მოკლე შინაარსი;
ე) კენჭისყრის შედეგები;
ვ) მიღებული გადაწყვეტილება.
3. სხდომის ოქმს დაერთვის მომხსენებელთა მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალა.
მუხლი 6. აკადემიური საბჭოს წევრობის შეწყვეტის საფუძვლები
1. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) უნივერსიტეტში დაკავებული თანამდებობის დატოვება, რომლის საფუძველზეც პირი შეყვანილი იქნა აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში
გ) საბჭოს გადაწყვეტილება, საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, დისციპლინური გადაცდომის, ეთიკის წესების უხეში დარღვევის, აგრეთვე, იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ არასაპატიო მიზეზით გაცდენილია ერთი წლის განმავლობაში სამი ან მეტი სხდომა;
დ) სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ დანაშაულის ფაქტზე სასამართლო კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა;
ე) სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პირის მიერ აკადემიურ საბჭოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებას.
მუხლი 7. დასკვნითი დებულებანი
1. წინამდებარე დებულებაში ცვლილება ან/და დამატება ხორციელდება აკადემიური საბჭოს დადგენილებით.
2. წინამდებარე დებულება არ ვრცელდება ამ დებულების დამტკიცებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაზე.