სამართლებრივი დოკუმენტაცია
უკან დაბრუნებამუხლი 1. შესავალი
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს შპს “ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმის“ (შემდგომში წოდებული როგორც - უნივერსიტეტი“) სამაგისტრო და პროფესიული განვითარების სკოლის (შემდგომში წოდებული როგორც „სკოლის“) სტრუქტურას, მიზნებს, ამოცანებს და ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. სამაგისტრო და პროფესიული განვითარების სკოლა წარმოადგენს უნივერსიტეტის ძირითად საგანმანათლებლო, კვლევით და ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს სამაგისტრო საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს, პროფესიული განვითარების, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის და პროფესიული მომზადების პროგრამებს, ტრენინგ კურსებს და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულებს ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს (კვალიფიკაციას) სკოლის ფარგლებში განხორციელებადი პროგრამების სპეციალობების შესაბამისად.
3. სკოლაში პროგრამები ხორციელდება ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
4. სკოლის საქმიანობა შესაძლებელია მოიცავდეს სხვა პროექტების განხორციელებას, რომელიც არ არის განსაზღვრული დებულების ამ მუხლის მე-2 პუნქტით, თუმცა არსებითად გამომდინარეობს სკოლის საქმიანობის მიზნებიდან ან ეხმარება სკოლას მათ მიღწევაში.
4. საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების დროს სკოლა ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესით, რექტორის მიერ გამოცემული აქტებით და პასუხისმგებელია წინამდებარე დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებაზე. უფლებამოსილების განხორციელებისას სკოლა ასევე ხელმძღვანელობს განათლების სფეროში მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 2. სკოლის მიზნები და ფუნქციები
1. სკოლის მისიაა მოამზადოს კონკურენტუნარიანი პროფესიონალები ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის და ხელი შეუწყოს მათ ინტეგრაციას გლობალურ საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო სივრცეში მოთხოვნადი უნარების განვითარებაზე მიმართული სამაგისტრო, პროფესიული გადამზადებისა და მთელი სიცოცხლის განმავლობაში განათლების პროგრამების განხორციელებით.
2. სკოლის ამოცანებია:
ა). უახლეს ცოდნაზე, საუკეთესო პრაქტიკებზე და კონკურენტულ უნარებზე ორიენტირებული პროგრამების განხორციელება;
ბ). ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობით შრომის ბაზრის აქტორებთან და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან პროგრამების განვითარება;
გ). მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების უნარების, კვლევაზე და პროექტებზე დაფუძნებული სწავლების იმპლემენტაცია;
დ). სტუდენტებში პროფესიონალიზმის განვითარების ხელშეწყობა ;
ე). საზოგადოებრივ განვითარებაში კონტრიბუცია საუნივერსიტეტო ცოდნის ტრანსფერით;
მუხლი 3. სკოლის სტრუქტურა
1. სკოლის მართვა ხორციელდება სკოლის საბჭოსა და დეკანის მიერ.
2.სკოლის შემადგენლობაში შედის სკოლის საბჭო, დეკანი, საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელები, ტრენინგ მოდულებისა და პროფესიული განვითარების პროგრამის ხელმძღვანელები, აკადემიური მენეჯერები და ტუტორები,, ასევე აკადემიური და მოწვეული პერსონალი, რომლებიც წარმართავენ სასწავლო პროცესსა და სამეცნიერო - კვლევით საქმიანობას სკოლის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო მიმართულებებით.
3. სკოლის სტრუქტურული ორგანოგრამა:
4. სკოლის სტრუქტურით განსაზღვრული ორგანოების გარდა, შეიძლება შეიქმნას სხვადასხვა კომისიები და სამუშაო ჯგუფები კურიკულუმის შემუშავებისა და განვითარების, სასწავლო კურსის განხორციელების ადმინისტრირების, სტუდენტთა/მსმენელთა მიღების, პრაქტიკის, პროექტისა თუ სამაგისტრო ნაშრომის დაცვის, ასევე, სკოლის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა განხორციელების მიზნით.
5. სკოლა ანგარიშვალდებულია სკოლის საბჭოსა და აკადემიური საბჭოს წინაშე.
6.სკოლის საქმიანობას წარმართავს სკოლის დეკანი.
7.გადაწყვეტილებას იმ ფუნქციების შესრულებაზე, რომელიც ამ დებულებით არ არის მიკუთვნებული არც ერთ სტრუქტურულ ერთეულს, იღებს სკოლის დეკანი.
მუხლი 4. სკოლის საბჭოს შემადგენლობა
1. სკოლის საბჭო არის სკოლის ფარგლებში არსებული კოლეგიური ორგანო, რომელიც განსაზღვრავს სკოლის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.
2. სკოლი საბჭოს შემადგენლობაში შედის:
ა) სკოლის დეკანი;
ბ) სკოლის ყველა აფილირებული პროფესორი (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი). პროფესორი კანონმდებლობით დადგენილი წესით არჩევის შემდგომ ავტომატურად ხდება სკოლის საბჭოს წევრი, თუ იგი თავისი ინიციატივით უარს არ განაცხადებს სკოლის საბჭოს წევრობაზე, ან სკოლის საბჭოს წევრობა მათ ამ დებულებით დადგენილი წესით არ შეუწყდებათ.);
გ) სტუდენტთა თვითმმართველობის მიერ დასახელებული სტუდენტი წარმომადგენლები,
რომელთა ოდენობა არ შეიძლება იყოს საბჭოს პროფესორების შემადგენლობის ¼-ზე ნაკლები.
3. სკოლის საბჭოს საქმიანობაში დეკანის გადაწყვეტილებით შეიძლება მონაწილეობდეს სკოლის სხვა აკადემიური და მოწვეული პერსონალი.
მუხლი 5. სკოლის საბჭოს საქმიანობის პროცედურები
1. სკოლის საბჭო საქმიანობას წარმართავს წინამდებარე დებულებისა და სასწავლო უნივერსიტეტის შიდა მარეგულირებელი აქტებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. სკოლის საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს სკოლის დეკანი, ხოლო ოქმის შედგენას უზრუნველყოფს თავმჯდომარის მიერ არჩეული სხდომის მდივანი.
3. სკოლის საბჭოს სხდომები იმართება საჭიროებისამებრ. სხდომის მოწვევის უფლება აქვს თავმჯდომარეს დამოუკიდებლად ან სკოლის საბჭოს წევრთა
უმრავლესობის მოთხოვნით.
4. სკოლის საბჭოს ჩატარების შესახებ, საბჭოს წევრებს ეცნობება არანაკლებ ორი კალენდარული დღით ადრე, ელექტრონული ფოსტით ან მართვის ელექტრონული სისტემების მეშვეობით, ან დაუყოვნებლივ საჭიროებისამებრ. სკოლის სხდომის გამართვამდე
(გარდა დაუყოვნებლივ გამართული სხდომისა) ერთი კალენდარული დღით ადრე სკოლის საბჭოს წევრებს ელექტრონულად მიეწოდება დღის წესრიგი და განსახილველ საკითხთა პროექტები.
5. სკოლის საბჭო გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე ხმათა უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. გადაწყვეტილება ფორმდება დადგენილებით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე- დეკანი და საბჭოს თავმჯდომარის მიერ არჩეული სხდომის მდივანი.
6. სკოლის საბჭოს წევრები დასწრებას ადასტურებენ დასწრების ფურცელზე ხელმოწერით, ან
დასტურდება საბჭოს ვიდეოჩანაწერით
7. სკოლის საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
8. სკოლის საბჭოს სხდომა იმართება ღიად. სკოლის საბჭოს დამსწრე წევრთა უმრავლესობის
გადაწყვეტილებით, შესაძლებელია სხდომა დაიხუროს მთლიანად ან ნაწილობრივ განსახილველი საკითხიდან გამომდინარე.
9. საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია საბჭოს სხდომის დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით ჩატარება. დისტანციურად ჩატარებული სხდომის ღიაობა უზრუნველყოფილია სხდომის მიმდინარეობის ჩანაწერის განხორციელებით. დისტანციური კომუნიკაციის შემთხვევაში, საბჭოს წევრი ვალდებულია სათანადო მტკიცებულებებით დაარწმუნოს საბჭო სხდომაში პირადად მონაწილეობაში, ასევე, დაიცვას სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დადგენილი დისტანციური კომუნიკაციის ეთიკის ნორმები.
10. სკოლის საბჭოზე კენჭისყრა წარმოებს ღიად. სკოლის საბჭოს დამსწრე წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს ფარული კენჭისყრა. კენჭისყრის დროს, საბჭოს წევრს უფლება არ აქვს, თავი შეიკავოს ხმის მიცემისგან. სკოლის საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. გადაწყვეტილება საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ მიიღება დამსწრე წევრთა 2/3-ის უმრავლესობით. საბჭოს წევრი, რომლის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი იხილება, არ მონაწილეობს კენჭისყრაში.
11. სკოლის საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად შესაძლებელია მოწვეულ იქნას პირები, რომლებიც დაკავშირებული არიან სხდომის დღის წესრიგის საკითხთან.
12. სკოლის სხდომაზე მოწვეული უნდა იყოს საბჭოს ყველა წევრი. საბჭოს წევრი ვალდებულია
გამოცხადდეს დათქმულ დროს, გამოუცხადებლობის შემთხვევაში მიზეზის შესახებ წინასწარ
აცნობოს სკოლის საბჭოს თავმჯდომარეს. არარსებობის შემთხვევაში, საბჭოს წევრის მიერ საბჭოს სხდომის გაცდენა მიიჩნევა არასაპატიოდ.
13. სკოლის საბჭოს სხდომას წევრი შეიძლება ესწრებოდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს საბჭოს წევრის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტი და შესაძლებელი იყოს მისი ხმის იდენტიფიცირება.
14. სკოლის საბჭოს სხდომას ხსნის საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც საბჭოს წარუდგენს დღის
წესრიგს. დასაშვებია დღის წესრიგში ცვლილებების შეტანა უშუალოდ სხდომაზე, თუ ვითარება მოითხოვს.
15. სკოლის საბჭოს მიმდინარეობის პროცესი აისახება ოქმში. ოქმში უნდა მიეთითოს:
ა) სხდომის თარიღი და ადგილი;
ბ) სხდომაზე დამსწრე აკადემიურ პირთა და მოწვეულ პირთა ვინაობა;
გ) დღის წესრიგი;
დ) კენჭისყრის შედეგები;
ე) მიღებული გადაწყვეტილება.
16. სხდომის ოქმს დაერთვის მომხსენებელთა მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დისტანციურად ჩატარებული სხდომის შემთხვევაში, ოქმს
დაერთვის შესაბამისი ვიდეოჩანაწერი.
17. სკოლის საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეჩერების საფუძვლებია:
ა) აკადემიური პერსონალის შემთხვევაში - აკადემიური პერსონალის მიმართ
დისციპლინარული წარმოების პროცესის მიმდინარეობა.
ბ) სტუდენტის შემთხვევაში - სტატუსის შეჩერება, ან მის მიმართ დისციპლინარული წარმოების
პროცესის მიმდინარეობა.
18. სკოლის საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) აკადემიური პერსონალის შემთხვევაში - აკადემიური თანამდებობის დატოვება, აკადემიური თანამდებობიდან განთავისუფლება ან თანამდებობაზე არჩევის ვადის გასვლა, ასევე პირადი განცხადება სკოლის საბჭოს წევრობის შეწყვეტის მოთხოვნის შესახებ.
ბ) სტუდენტის შემთხვევაში - სტატუსის შეწყვეტა ან პირადი განცხადება სკოლის საბჭოს წევრობის შეწყვეტის მოთხოვნის შესახებ.
გ) ყველა წევრის შემთხვევაში - საბჭოს გადაწყვეტილება, საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, დისციპლინური გადაცდომის, ეთიკის წესების უხეში დარღვევის, აგრეთვე, იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ არასაპატიო მიზეზით გაცდენილია საბჭოს სემესტრული სხდომების ნახევარზე მეტი.
მუხლი 6. სკოლის საბჭოს უფლებამოსილება
1. სკოლის საბჭო:
ა) უზრუნველყოფს დეკანის წარდგინებით სკოლის სტრუქტურის, დებულების პროექტის შემუშავებას;
ბ) უზრუნველყოფს სკოლის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის განსაზღვრას და დასამტკიცებლად აკადემიური საბჭოსთვის წარდგენას;
გ) უზრუნველყოფს პროგრამის ინიციატორის მიერ წარმოდგენილი ახალი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხილვას, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დადებითი დასკვნის შემთხვევაში აკადემიური საბჭოსათვის წარდგენას დასამტკიცებლად;
დ) უზრუნველყოფს მოქმედ პროგრამაში მცირე (სილაბუსში ლიტერატურის და თემატიკის .განახლება, შეფასების მეთოდების განახლება და სხ.) ცვლილებების დამტკიცებას. მცირე ცვლილებებად მოიაზრება ცვლილებები, რომლებიც არ ცვლიან საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგებს.
ე) ამტკიცებს სკოლის პროფესიული განვითარების და ტრენინგ პროგრამებს.
ვ) უზრუნველყოფს აკადემიური კალენდრისა და სკოლის აკადემიური დატვირთვის დამტკიცებას;
ზ) უზრუნველყოფს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმის განხილვა-დამტკიცებას;
თ) უზრუნველყოფს ლექციებზე და პრაქტიკულ მეცადინეობებზე კოლეგიური ურთიერთდასწრების გრაფიკისა და შემადგენლობის დამტკიცებას;
ი) უზრუნველყოფს სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხთა განხილვას და რეაგირების გზების შემუშავებას;
კ)უზრუნველყოფს სკოლაში საკადრო ცვლილებების განსაზღვრას (საჭიროების შემთხვევაში), გამოსაცხადებელ აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთა რაოდენობის გაანგარიშებას (სამიზნე ნიშნულების გათვალისწინებით) და საკონკურსო მიმართულებების განსაზღვრას და წინადადებით მიმართავს რექტორს კონკურსის გამოცხადების შესახებ;
ლ) უნივერსიტეტის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, უზრუნველყოფს სკოლის სამოქმედო გეგმის შემუშავებას და სამოქმედო გეგმის ბიუჯეტის აკადემიური საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას;
მ) უზრუნველყოფს დეკანის წარდგინებით, საჭიროების შემთხვევაში, სკოლის მუდმივმოქმედ და დროებით კომისიათა ფორმირებას;
ნ). ამტკიცებს საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდების საკითხებს.
ო) უზრუნველყოფს სკოლის წინაშე მდგარ სხვადასხვა მიმდინარე საკითხების განხილვას.
პ) განიხილავს საბჭოს წევრისთვის საყვედურის გამოცხადების საკითხს, საბჭოს სხდომის საპატიო მიზეზის გარეშე არაერთგზის გაცდენის შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ამ დებულებით დადგენილი წესით.
ჟ) უზრუნველყოფს გამოცდების ჩატარების წესის შემუშავებას და წარუდგენს აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად;
2. სკოლის საბჭო უფლებამოსილია განიხილოს და თავისი მოსაზრება დააფიქსიროს საკითხზე, რომელიც არ არის შესული წინამდებარე მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ჩამონათვალში, მაგრამ, მისი შინაარსიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ჩართულობასა და უკუკავშირს მოითხოვს. აღნიშნულ შემთხვევაში, შესაბამისი საკითხის ინიცირებაზე ან დამტკიცებაზე პასუხისმგებელი პირი, შუამდგომლობით მიმართავს სკოლის დეკანს, საკითხის სკოლის საბჭოზე განსახილველად მომზადების თაობაზე და მოწვეული პირის სტატუსით მონაწილეობს საბჭოს განხილვაში.
3. სხდომის საკითხები მზადდება სკოლის საბჭოს თავმჯდომარის მიერ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, თავმჯდომარის თანხმობით, საკითხის მომზადება და სხდომაზე გატანა შეუძლია აკადემიურ პერსონალსაც.
მუხლი 7. სკოლის დეკანი
1. სკოლას მართავს სკოლის დეკანი, რომელიც წარმოადგენს სკოლის აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობის ხელმძღვანელს.
2. სკოლის დეკანს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი სკოლის საბჭოს მიერ
დეკანობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ხედვისა და სკოლის განვითარების სტრატეგიისთვის ნდობის გამოცხადების შემთხვევაში.
3. დეკანის თანამდებობაზე ინიშნება პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება
ბ) აფილირება უნივერსიტეტში;
გ) უმაღლეს საგანმანათლებლო მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ ექვსწლიანი
გამოცდილება;
დ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ ექვსწლიანი გამოცდილება
ე) ინგლისური ენის ცოდნა (არანაკლებ B2 დონისა);
ვ) საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
ზ)საგანმანათლებლო სფეროში (უმაღლესი განათლების მიმართულებით) არსებული
ნორმატიული აქტების ცოდნა.
მუხლი 8. სკოლის დეკანის ფუნქციები
1. სკოლის დეკანი:
ა) უზრუნველყოფს სკოლის საბჭოს ხელმძღვანელობას, განსაზღვრავს სკოლის საბჭოზე
განსახილველ საკითხთა დღის წესრიგს;
ბ) უზრუნველყოფს სკოლის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტურ მართვას;
გ) უზრუნველყოფს სკოლის განვითარების სტრატეგიული/სამოქმედო გეგმის, და დებულების პროექტების შემუშავებას და წარდგენას სკოლის საბჭოს სხდომაზე;
დ) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით საათობრივი ანაზღაურების წესით მოწვეული პერსონალის რაოდენობის განსაზღვრას
ე) ჩართულია მაღალკვალიფიციური პერსონალის შერჩევაში პროგრამის ხელმძღვანელებისა და ადამიანური რესურსების სამსახურთან ერთად;
ვ) უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის სააუდიტორიო და არაასაუდიტორიო
დატვირთვის მონიტორინგს და შესრულებაზე ანგარიშების ჩაბარებას;
ზ) მონაწილეობს სკოლის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის შეფასებაში, სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით;
თ)კოორდინირებას უწევს სკოლის ერთეულების მუშაობას, იბარებს მათ სემესტრულ
ანგარიშებს;
ი)უზრუნველყოფს პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად სასწავლო პროცესის მიმდინარეობის ხარისხის მონიტორინგს;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განსაზღვრავს აკადემიური და მოწვეული პერსონალის პროფესიულ განვითარების საჭიროებებს, ხელს უწყობს პერსონალის პროფესიული განვითარების პროცესების იმპლემენტაციას ადამიანური რესურსების სამსახურის ხელშეწყობით.
ლ) ტუტორის მოწოდებული ანგარიშების საფუძველზე, ახორციელებს სტუდენტთა
სარეიტინგო და აკადემიური მოსწრების ანალიზს;
მ) აწარმოებს საბაზო კლინიკებთან მოლაპარაკებებს და უზრუნველყოფს სტუდენტთა
გადანაწილებას კლინიკურ როტაციებსა და კლინიკურ პრაქტიკაზე;
ნ)უზრუნველყოფს სტუდენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას (მოკლევადიანი კლინიკური პრაქტიკები, საზაფხულო/საზამთრო სკოლები);
ო)უზრუნველყოფს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სტუდენტთა ინდივიდუალურ განცხადებათა განხილვას და რეაგირებას კომპეტენციის ფარგლებში;
პ) უზრუნველყოფს სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციის გეგმის ფარგლებში უცხოურ საგანმანათლებლო/კვლევით დაწესებულებებთან პარტნიორული ქსელის გაფართოებას საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობით;
ჟ) ხელს უწყობს სწავლებაში ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვას;
რ)უზრუნველყოფს კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო უნივერსიტეტის მართვის
ორგანოების გადაწყვეტილებების შესრულებაზე ზედამხედველობას;
ს)უზრუნველყოფს სკოლის წარდგენას სასწავლო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებთან, სხვადასხვა დაწესებულებებთან და კერძო პირებთან ურთიერთობაში, კომპეტენციის ფარგლებში;
ტ) უზრუნველყოფს სკოლის ფარგლებში დისციპლინის დარღვევებზე რეაგირებას უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით;
უ) უზრუნველყოფს სკოლის ფარგლებში შემოსულ სტუდენტთა თუ პადაგოგთა განცხადებების განხილვას და რეაგირებას;
ფ)სკოლის უფლებამოსილების ფარგლებში სტუდენტისა თუ პედაგოგისათვის გაცემული არგუმენტირებული პასუხი გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება;
უ) უზრუნველყოფს სასწავლო უნივერსიტეტის საქმიანობის პროცესში ჩართვას და იღებს მონაწილეობას შიდა მარეგულირებელი დოკუმენტების შემუშავება/განხილვაში;
ფ)უზრუნველყოფს სკოლის მიმდინარე აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას
სასწავლო უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურული ერთეულებისათვის;
ქ)ახორციელებს სასწავლო უნივერსიტეტის შიდა მარეგულირებელი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 9. აკადემიური მენეჯერი
1. სკოლაში საგანმანათლებლო პროცესის ადმინისტრირებას და სტუდენტებთან კომუნიკაციას
უზრუნველყოფს აკადემიური მენეჯერი;
2. აკადემიურ მენეჯერს დეკანის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი;
3. აკადემიური მენეჯერი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების ხარისხზე უშუალოდ პასუხისმგებელია სკოლის დეკანის წინაშე;
4. დეკანის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ასრულებს აკადემიური მენეჯერი, ხოლო მენეჯერის არყოფნის შემთხვევაში რექტორის მიერ განსაზღვრული პირი;
5. მენეჯერის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება
ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
გ) ინგლისური ენის ცოდნა (არაუმცირეს B2 დონისა);
დ) საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
ე)საგანმანათლებლო სფეროში (უმაღლესი განათლების მიმართულებით) არსებული
ნორმატიული აქტების ცოდნა.
მუხლი 10.სკოლის აკადემიური მენეჯერის ფუნქციები
1. სკოლის აკადემიური მენეჯერი:
ა) უზრუნველყოფს სკოლის ადმინისტრაციული, სასწავლო და სამეცნიერო პროცესის ეფექტურად წარმართვაში დეკანის აჟიტირებას;
ბ) უზრუნველყოფს სასწავლო ცხრილების შედგენას და ელექტრონული მართვის სისტემაში ატვირთვას;
გ) უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის სასწავლო ცხრილის შესაბამისად შესრულების მონიტორინგს;
დ) უზრუნველყოფს გაცდენილი საათების აღრიცხვას და ელექტრონულ სისტემაში დადასტურებას;
ე) უზრუნველყოფს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის სამუშაო დატვირთვის მომზადებას პროგრამის ხელმძღვანელთან შეთანხმებით და ამ დატვირთვის ელექტრონულად მიწოდებას პერსონალისათვის;
ვ) უზრუნველყოფს ტრენინგებისა და პროფესიული მომზადების პროგრამების ცხრილის შედგენას და განხორციელების მონიტორინგს.
ზ) უზრუნველყოფს აკადემიური მოსწრების შედეგების ელექტრონულ სისტემაში პედაგოგების მიერ დროულად ასახვის მონიტორინგს;
თ) უზრუნველყოფს დიპლომის დანართების მომზადებას;
ი) უზრუნველყოფს პრაქტიკაზე სტუდენტთა გადანაწილებას;
კ) უზრუნველყოფს სკოლის სასწავლო პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებით დეკანის ცალკეული დავალებების შესრულებას.
2. სასწავლო პროცესის მენეჯერი ანგარიშვალდებულია სკოლის დეკანის წინაშე.
მუხლი 11. საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი
1. სკოლის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას ხელმძღვანელობს პროგრამის ხელმძღვანელი, რომელიც არის კონკრეტული მიმართულების სპეციალისტი და გააჩნია დარგის აკადემიური/სამეცნიერო ან და პროფესიული სფეროს გამოწვევების სათანადო ხედვა.
2. პროგრამის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია პროგრამის ხარისხზე და სააკრედიტაციო მოთხოვნებთან შესაბამისობაზე;
3. პროგრამის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია დეკანის და სკოლის საბჭოს წინაშე;
4. დასაშვებია პროგრამას ხელმძღვანელობდეს ორი ხელმძღვანელი (არაუმეტეს ორისა) პროგრამის მოცულობიდან, სპეციფიკიდან, აკადემიური და პროფესიული მხარეების მნიშნვნელობიდან გამომდინარე, ან ერთი ხელმძღვანელი ხელმძღვანელობდეს ორ საგანმანათლებლო პროგრამას (არაუმეტეს ორისა).
მუხლი 12. საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის ფუნქციები
1. საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი:
ა) წარუდგენს პროგრამის ძირითად კონცეფციას სკოლის საბჭოს და დამტკიცების შემთხვევაში უძღვება კურიკულუმის ჯგუფს, რომელთან ერთადაც შეიმუშავებს პროგრამას, სასწავლო გეგმას, სწავლის შედეგებს და სილაბუსებს;
ბ) ამზადებს პროგრამას აკრედიტაციისათვის;
გ)უზრუნველყოფს პროგრამის რესურსების (ინტელექტუალური, მატერიალური და ადამიანური - ადამიანური რესურსების სამსახურთან ერთად) განვითარებას, რესურსების მოძიებასა და შეფასებაში მონაწილეობას;
დ) ხელმძღვანელობს პროგრამის შინაარსობრივ განვითარებას - იღებს პასუხისმგებლობას პროგრამის კონცეფციის, პროგრამისა და სასწავლო კურსების შინაარსის, სწავლებისა და შეფასების მეთოდოლოგიის და უნივერსიტეტის „საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების წესით“ გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტების შინაარსზე;
ე) ამზადებს პროგრამაში ჩართული აკადემიური და მოწვეული პერსონალის დატვირთვის მონახაზსა და ადამიანური რესურსის საჭიროებებს და წარუდგენს დეკანს.
ვ) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მონიტორინგს სილაბუსების მიხედვით;
ზ) საჭიროების შემთხვევაში განიხილავს და უზრუნველყოფს პროგრამაში (სასწავლო გეგმაში/სილაბუსებში) ცვლილებების შეტანას, ადგენს პროექტს პროგრამის მოდიფიცირების შესახებ და წარუდგენს დეკანს, სკოლის დეკანთან ერთად პროგრამის
დახვეწისათვის ადგენს სამუშაო ჯგუფებს.
თ) ხარისხის სამსახურთან ერთად მონაწილეობს პროგრამის თვითშეფასების პროცესში, ახდენს პროგრამის განხორციელების ეფექტურობის შეფასებას;
ი) ხარისხის სამსახურთან ერთად უზრუნველყოფს პროგრამაში ჩართული პერსონალის
საჭიროებების შესწავლას;
კ) უზრუნველყოფს სტუდენტთა კრედიტების აღიარებას ხარისხის უზრუნველყოფის
სამსახურთან ერთად;
ლ) უზრუნველყოფს, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას;
მ) მიმართავს დეკანს შუამდგომლობისთვის, ფინანსური რესურსის მოთხოვნის მიზნით, პროგრამის ეფექტურად განსახორციელებლად;
ნ) უზრუნველყოფს პროგრამის წარმომადგენლობას, უნივერსიტეტის შიგნითა და მის გარეთ.
მუხლი 13. პროფესიული განვითარების პროგრამის კოორდინატორი
1. სკოლის პროფესიული განვითარების ან ტრენინგ პროგრამას ხელმძღვანელობს კოორდინატორი, რომელიც არის კონკრეტული დარგის სპეციალისტი და გააჩნია პროფესიული განვითარების ან ტრენინგ პროგრამის განხორციელების ხედვა.
2. პროგრამის კოორდინატორი პასუხისმგებელია პროგრამის ხარისხზე, და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში - სააკრედიტაციო მოთხოვნებთან შესაბამისობაზე;
3. პროგრამის კოორდინატორი პასუხისმგებელია დეკანის და სკოლის საბჭოს წინაშე;
მუხლი 14. პროგრამის კოორდინატორის ფუნქციები
1. პროგრამის კოორდინატორი:
ა) წარუდგენს პროგრამის ძირითად კონცეფციას და განმახორციელებელ ჯგუფს სკოლის საბჭოს და დამტკიცების შემთხვევაში, კოორდინირებას უწევს პროგრამის შემუშავებას.
ბ) ამზადებს პროგრამას აკრედიტაციისათვის;
გ) უზრუნველყოფს პროგრამის რესურსების (ინტელექტუალური, მატერიალური და ადამიანური - ადამიანური რესურსების სამსახურთან ერთად) განვითარებას, რესურსების მოძიებასა და შეფასებაში მონაწილეობას;
დ) ხელმძღვანელობს პროგრამის შინაარსობრივ განვითარებას - იღებს პასუხისმგებლობას პროგრამის კონცეფციის, შინაარსის, სწავლებისა და შეფასების მეთოდოლოგიის და მსმენელთა უკუკავშირის განთვალისწინებით პროგრამის განვითარების ხედვის ჩამოყალიბებაზე;
ე) ადგენს პროგრამაში ჩართული სასწავლო პერსონალის საჭიროებებს და წარუდგენს დეკანს;
ვ) უზრუნველყოფს პროგრამის განხორციელების მონიტორინგს და უკუკავშირის ანალიზს;
ზ) ადგენს პროექტს პროგრამის მოდიფიცირების შესახებ და წარუდგენს დეკანს;
თ) ახდენს პროგრამის განხორციელების ეფექტურობის შეფასებას;
ი) მიმართავს დეკანს შუამდგომლობისთვის, ფინანსური რესურსის მოთხოვნის მიზნით, პროგრამის ეფექტურად განსახორციელებლად;
კ) უზრუნველყოფს პროგრამის წარმომადგენლობას, უნივერსიტეტის შიგნითა და მის გარეთ.
მუხლი 15. ტუტორი
1. სკოლის მიერ სასწავლო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების და სტუდენტებისათვის აკადემიურ პროცესში დახმარების მიზნით, ყოველი საგანმანათლებლო პროგრამის ყოველ კურსს ენიშნება ტუტორი.
2. ტუტორის ფუნქციებია:
ა) სტუდენტების კონსულტირება აკადემიური რეგისტრირებისას;
ბ) სტუდენტების კონსულტირება და მხარდაჭერა სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და
აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესებლად;
გ) სასწავლო კურსების, სწავლებისა და შეფასების მეთოდების შესახებ სტუდენტების
კონსულტირება;
გ) სტუდენტების აკადემიური მოსწრების მონიტორინგი, შესაბამისი ინფორმაციის მოგროვება და სემესტრული ანგარიშის მომზადება;
დ) უფლებამოსილების ფარგლებში, სტუდენტთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის ხელშეწყობა, პრობლემური საკითხების გამოვლენა და სკოლის საბჭოსთვის წარდგენა;
ე) პედაგოგების მიერ ელექტრონული მართვის პლათფორმაზე სილაბუსის საკითხებისა და სასწავლო მასალების დროულად ატვირთვის მონიტორინგი;
ვ) სტუდენტთათვის ინფორმაციის (სასწავლო ბარათი, აკადემიური მოსწრების შესახებ/აკადემიური რეგისტრაციის შესახებ) გაცემა;
ზ) სტუდენტთა განცხადებების განხილვა და სკოლის კორესპონდენციის წარმოება დეკანთან შეთანხმებით;
თ) ინფორმაციის მიწოდება სკოლის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;
ი) საუნივერსიტეტო აკადემიურ ღონისძიებებში და კურიკულუმ გარე სასწავლ-სამეცნიერო აქტივობებში სტუდენტების ჩართვის ხელშეწყობა;
კ) სტუდენტის პორტფოლიოს მართვა, კერძოდ სტუდენტების აკადემიური, სამეცნიერო და სასწავლო აქტივობების პორტფოლიოში განთავსების მონიტორინგი, სტუდენტთა მიერ სემესტრული თვითშეფასების შევსების და პედაგოგთა მიერ სტუდენტთა შეფასების შესრულების მონიტორინგი და სტუდენტისათვის შემაჯამებელი უკუკავშირის განხორციელება;
მუხლი 15. აკადემიური და მოწვეული პერსონალი, ტრენერები
1. აკადემიური პერსონალი არის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური
თანამდებობის პირი, რომელიც მონაწილეობს ან/და წარმართავს სასწავლო პროცესს და მეცნიერულ კვლევებს. აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტისაგან.
2. მოწვეული პერსონალი არის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი, რომელიც
მოიწვევა უნივერსიტეტის მხრიდან საჭიროების შემთხვევაში და რომელიც უფლებამოსილია გაუძღვეს სალექციო, ჯგუფში მუშაობას, პრაქტიკულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე.
3. უნივერსიტეტის მიერ შეიძლება მოწვეული იქნეს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალი, რომლის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
4. ტრენერი წარმოადგენს პროფესიული განვითარების/ტრენინგ პროგრამის განხორციელებაში ჩართულ სუბიექტს, რომელსაც გააჩნია ტრენინგის შედეგების მისაღწევად აუცილებელი კომპეტენცია. შესაძლებელია კონკრეტული პროგრამის ტრენერი წარმოადგენდეს უნივერსიტეტის აკადემიურ ან მოწვეულ პერსონალს.
5. აკადემიური და მოწვეული პერსონალის თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის საკითხები წესრიგდება უნივერსიტეტის შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. ტრენერის საქმიანობის საკითხები განისაზღვრება მასთან დადებული ხელშეკრულებით.
მუხლი 16. მისაღები კომისია
1. სკოლის მიერ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე შესაბამისი ცოდნის, უნარების და ღირებულებების მქონე მაგისტრანტების კანდიდატების შერჩევის მიზნით საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდის ჩატარებისთვის იქმნება მისაღები კომისია, თითოეული პროგრამისთვის, რომელზედაც სკოლას გამოცხადებული აქვს სტუდენტების მიღება.
2. მისაღები კომისიის შემადგენლობა პროგრამის ხელმძღვანელის წარდგინებით მტკიცდება სკოლის საბჭოს მიერ.
3. მისაღები კომისია შედგება არანაკლებ 3 წევრისგან, რომელშიც შეიძლება შედიოდნენ:
ა). სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელ(ებ)ი
ბ). პროგრამის აკადემიური/მოწვეული პერსონალი
გ). სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები (აკადემიური მენეჯერი, ტუტორი)
დ). უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები
ე). სხვა მოწვეული პირები
4. მისაღები კომისიის ფუნქციებია:
ა). საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდის თემატიკის შემუშავება, შეთანხმება და სკოლის საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა.
ბ). მაგისტრანტების კანდიდატების განაცხადების შეფასება
გ). საგანმანათლებლო პროგრამაზე განსაზღვრული საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდის კომპონენტების შესაბამისად მაგისტრანტობის კანდიდატების შეფასება
დ). მაგისტრანტობის კანდიდატებთან გასაუბრება და პირველადი უკუკავშირის მიცემა;
ე). შეფასებული კანდიდატების რანჟირება და იმ კანდიდატების გამოვლენა რომლებმაც:
ე.ა.) გადალახეს საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და მოიპოვეს სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება
ე.ბ.) ვერ გადალახეს საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და ვერ მოიპოვეს სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება
ე.გ.). შეფასების შედეგებით საუნივერსიტეტო შეღავათების მიღების უფლების მქონე მაგისტრანტების გამოვლენა.
5. მისაღები კომისიის მუშაობის შედეგები აისახება კომისიის მუშაობის ოქმში, ხოლო კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატების სიის დამტკიცება ხდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით.
მუხლი 17. პრაქტიკის კომისია
1. სკოლის განხორციელებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების პრაქტიკის/პროექტის კომპონენტში მაგისტრანტების მიერ გაწეული სამუშაოს შეფასების მიზნით იქმნება პრაქტიკის კომისია, თითოეული პროგრამისთვის, რომელზედაც გათვალისწინებულია პრაქტიკა/პროექტი.
2. კომისიის შემადგენლობა პროგრამის ხელმძღვანელის წარდგინებით მტკიცდება სკოლის საბჭოს მიერ.
3. კომისია შედგება არანაკლებ 3 წევრისგან, რომელშიც შეიძლება შედიოდნენ:
ა). სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელ(ებ)ი
ბ). პრაქტიკის/პროექტის განმახორციელებელი აკადემიური/მოწვეული პერსონალი
გ). დამსაქმებელი ორგანიზაციის წარმომადგენლები
დ). სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები
ე). უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები
ვ). სხვა მოწვეული პირები
4. კომისია უზრუნველყოს მაგისტრანტის მიერ შესრულებული პრაქტიკის/პროექტის შეფასებას შესაბამისი კომპონენტის სილაბუსით დადგენილი კრიტერიუმებით.
5. კომისიის შეფასების შედეგები აისახება კომისიის შეფასების უწყისში.
მუხლი 18. დაცვის კომისია
1. სკოლის განხორციელებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სამაგისტრო ნაშრომის/თეზისის კომპონენტში მაგისტრანტების მიერ გაწეული სამუშაოს შეფასების მიზნით, იქმნება დაცვის კომისია, თითოეული სამაგისტრო პროგრამისთვის.
2. კომისიის შემადგენლობა პროგრამის ხელმძღვანელის წარდგინებით მტკიცდება სკოლის საბჭოს მიერ.
3. კომისია შედგება არანაკლებ 5 წევრისგან, რომელშიც შეიძლება შედიოდნენ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი აკადემიური ან მოწვეული პერსონალი, ასევე შესაბამისი დარგის სხვა სპეციალისტები.
4. თეზისზე მუშაობის სემესტრის დაწყებამდე კომისია უზრუნველყოფს:
ა) სტუდენტთა ინტერესის სფეროს შესაბამისად, მოწოდებულ სასურველ თემათა ანალიზს და მისაღებ თემათა გადარჩევას.
ბ) პოტენციურ ხელმძღვანელებთან კომუნიკაციას, მათი კვლევითი ინტერესების სამეცნიერო / პრაქტიკული გამოცდილებასთან შეფასებას, სასურველ თემათა ანალიზს და მისაღებ თემათა გადარჩევას.
გ) მოწოდებული თემების შედარებას პროგრამის ფარგლებში წინა 3 წლის განმავლობაში შესრულებულ სამეცნიერო ნაშრომებთან.
5. გადარჩეული სამაგისტრო თეზისების ჩამონათვალი უნდა შეესაბამებოდეს პროგრამის ყველა საკვანძო ქვე-მიმართულებას, და თემების რაოდენობა არანაკლებ 20%-ით უნდა აღემატებოდეს თეზისის შესრულების სემესტრში რეგისტრირებულ სტუდენტთა რაოდენობას. სტუდენტი უფლებამოსილია აარჩიოს სემესტრის დაწყებამდე, თავისი ინიციატივით წარმოდგენილი თემა, რომელზედაც კომისიამ გასცა დადებითი რეკომენდაცია, ან აირჩიოს თემა და ხელმძღვანელი კომისიის მიერ შემუშავებული ჩამონათვალიდან.
6. თეზისზე მუშაობის სემესტრის დასრულებისას კომისია უზრუნველყოს მაგისტრანტის მიერ შესრულებული სამეცნიერო ნაშრომის ერთჯერად შეფასებას სამაგისტრო თეზისის სილაბუსით დადგენილი კრიტერიუმებით და ასახავს შეფასების შედეგებს შეფასების უწყისში
7. სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი და რეცენზენტი მონაწილეობენ არ ღებულობს მონაწილეობას შესაბამისი მაგისტრანტის შეფასებაში.
მუხლი 19. ეთიკის კომისია
1. სამაგისტრო თეზისის პროექტი და მისი კვლევის გეგმა სავალდებულოა შეფასდეს სკოლის ეთიკის კომისიის მიერ.
2. ეთიკის კომისიის დასკვნით სავალდებულოა შეფასდეს:
ა). პედაგოგების, სტუდენტებისა და დაწესებულებების ინფორმირებული თანხმობა
ბ). მონაცემთა კონფიდენციალურობა და შენახვა
გ). სკოლის გარემოში რისკისა და დარღვევების მინიმიზაცია
3. ეთიკის კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 5 წევრით და მასში შედიან:
ა). განათლების პოლიტიკის ექსპერტი
ბ). განათლების ადმინისტრატორი ექსპერტი
გ). კვლევის დიზაინისა და მეთოდოლოგიის ექსპერტი
დ). სამართლის, ეთიკისა და უფლებების ექსპერტი
ე). საზოგადოების წარმომადგენელი
4. ეთიკის კომისიის ყველა წევრი გადის ტრენინგს და გადამზადებას განსახილველ საკითხებთან, მონაცემთა დაცვასთან და კვლევის ეთიკასთან მიმართებაში.
5. კომიტეტის წევრებმა უნდა აიცილონ ინტერესთა კონფლიქტი, ასევე დაუშვებელია იმ სტუდენტის პროექტზე დასკვნის გაცემა, რომლის ხელმძღვანელსაც წარმოადგენს კომისიის წევრი.
მუხლი 20. სააპელაციო კომისია
1. სკოლის განხორციელებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სამაგისტრო გამოცდის, სასწავლო კომპონენტის შეფასების, პრაქტიკის ან თეზისის შეფასების მიმართ შეფასებული მაგისტრანტის დასაბუთებულ პრეტენზიას (აპელაცია) განიხილავს სააპელაციო კომისია.
2. კომისიის შემადგენლობა პროგრამის ხელმძღვანელის წარდგინებით მტკიცდება სკოლის საბჭოს მიერ.
3. კომისია შედგება არანაკლებ 5 წევრისგან, რომელშიც შეიძლება შედიოდნენ:
ა). სკოლის დეკანი
ბ). პროგრამის აკადემიური/მოწვეული პერსონალი
გ). სკოლის/უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები
დ). გარე მოწვეული ექსპერტები
ე). სტუდენტური ომბუცმენი
4. კომისია უზრუნველყოს აპელაციის განხილვას, მაგისტრანტის, ასევე გასაჩივრებული კომპონენტის შეფასებაზე პასუხისმგებელი პირის ინფორმაციის მოსმენას, შეფასებას, შეფასების პროცედურული და შინაარსობრივი სიზუსტის დადგენას და მის საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას.
5. სააპელაციო კომისია უფლებამოსილია მიიღოს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) პროცედურული და შინაარსობრივი დარღვევის არ გამოვლენის საფუძვლით, აპელაციაზე უარის თქმის და შეფასების უცვლელად დატოვების შესახებ;
ბ) პროცედურული დარღვევის გამოვლენის, აპელაციის დაკმაყოფილებისა და შეფასების კომპონენტის ხელახლა ჩატარების შესახებ
გ) შინაარსობრივი დარღვევის გამოვლენის, აპელაციის დაკმაყოფილებისა და შეფასების კომპონენტის ხელახლა ჩატარების ან შეფასების კორექტირების შესახებ.
6. სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული. კომპონენტის შინაარსობრივი შეფასება უნდა დაეყრდნოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე სპეციალისტის არგუმენტაციას.
7. სააპელაციო საჩივრის განხილვის პროცედურული საკითხები დამატებით განისაზღვრება უნივერსიტეტის გამოცდების ჩატარების წესით.
მუხლი 21. სტუდენტი
1. ამ დებულების მიზნებისთვის სტუდენტის სტატუსის მფლობელია პირი, რომელიც ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონითა და უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს სკოლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე;
2.სტუდენტი უფლებამოსილია მიიღოს ხარისხიანი განათლება და განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესითა და უნივერსიტეტის შიდა ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებები, სკოლის
მართვაში მონაწილეობის ჩათვლით, ამ დებულებით დადგენილი წესით.
3. სტუდენტი ვალდებულია ისწავლოს უნივერსიტეტის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლაც სავალდებულოა და დაიცვას უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესით, სკოლის დებულებით, პროგრამების განხორციელების წესითა და უნივერსიტეტის სხვა აქტებით დადგენილი მოთხოვნები;
მუხლი 22. მსმენელი
1. ამ დებულების მიზნებისთვის მსმენელის სტატუსის მფლობელია პირი, რომელიც უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით გადის სკოლის პროფესიული განვითარების/ტრენინგ პროგრამას.
2.მსმენელი უფლებამოსილია მიიღოს ხარისხიანი განათლება და განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესითა და უნივერსიტეტის შიდა ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებები, შესაბამისი პროფესიული განვითარების პროგრამით დადგენილი, ასევე - არსებობის შემთხვევაში - საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოცულობით.
3. მსმენელი ვალდებულია შეასრულოს სკოლის პროფესიული განვითარების პროგრამით დადგენილი პროცედურებით, ასევე სწავლის პერიოდის განმავლობაში დაიცვას უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესით, სკოლის დებულებით, პროგრამების განხორციელების წესითა და უნივერსიტეტის სხვა აქტებით უნივერსიტეტის სტუდენტის მიმართ დადგენილი მოთხოვნები.