რეგისტრაცია
image

ჩვენ შესახებ

სამართლებრივი დოკუმენტაცია

უკან დაბრუნება
სტუდენტთა კონტინგენტის განსაზღვრის წესი ჩამოტვირთვა

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმის“ სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის კალკულაციის წინამდებარე წესი (შემდგომში „წესი“) შემუშავებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოსკანონმდებლობისა და „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმის“ (შემდგომში „უნივერსიტეტი“) სამართლებრივი აქტების საფუძველზე და განსაზღვრავს უნივერსიტეტის მატერიალური, ადამიანური, სასწავლო და კლინიკური რესურსების შეფასების მეთოდოლოგიას და მის საფუძველზე სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის პირობებს.
2. წესი გამოიყენება უნივერსიტეტში მოქმედი და ახალი პროგრამების შესაბამისად სტუდენტთა ზღვრული ან/და კონკრეტულ პერიოდში მისაღები რაოდენობის განსასაზვრისათვის. 


მუხლი 2. სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის პარამეტრები
1. სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება შემდეგი პარამეტრები:
ა) სასწავლო რესურსები (აუდიტორიების, ლაბორატორიების, ბიბლიოთეკისა და საგამოცდო ცენტრის რაოდენობა)
ბ) აკადემიური რესურსები (აკადემიური და მოწვეული პერსონალის და მათი დატვირთვის რაოდენობა)
გ) პრაქტიკული რესურსები - პროგრამით გათვალისწინებული კლინიკური/პრაქტიკული უნარების გამოსამუშავებლად აუცილებელი რესურსები
2. პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე, რესურსების გამოთვლა ხდება პროგრამის
ცალკეულ კომპონენტებს შორის (თეორიული სწავლება, პრაქტიკული/ლაბორატორიული
სწავლება, კლინიკური სწავლება და ა შ) დამოუკიდებლად.
3. პროგრამისა და სასწავლო პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად სტუდენტთა
ზღვრული რაოდენობის განსაზღვრისათვის მხედველობაში მიიღება ამ მუხლის მეორე
პუნქტით განსაზღვრული პარამეტრებიდან უმცირესი მაჩვენებელი.


მუხლი 3. სასწავლო რესურსების შეფასების კომპონენტები
1. სასწავლო რესურსის რაოდენობის გამოსათვლელად, მხედველობაში მიიღება: 
ა). უნივერსიტეტის სააუდიტორიო რესურსი პროგრამ(ებ)ის თეორიული (ლექცია, სემინარები, პრაქტიკულები და ა შ) კომპონენტებისთვის;
ბ). უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო სარგებლობის სივრცის (სამკითხველო დარბაზები) რესურსი
გ). უნივერსიტეტის საგამოცდო სივრცის რესურსი და ინფრასტრუქტურა


მუხლი 4. სააუდიტორიო რესურსების კალკულაციის წესი
1. სააუდიტორიო რესურსების კალკულაციისას უნივერსიტეტის აუდიტორიების რაოდენობა მრავლდება უნივერსიტეტის აკადემიური წლის განმავლობაში გათვალისწინებული სასწავლო კვირების სწავლებისთვის განსაზღვრული საათების რაოდენობაზე, იყოფა პროგრამაში თეორიული საკონტაქტო საათების რაოდენობაზე და მრავლდება თეორიული დისციპლინებისთვის ჯგუფში სტუდენტთა დადგენილ მაქსიმალურ რაოდენობაზე.


2. სააუდიტორიო რესურსის გამოთვლის ფორმულა:

სააუდიტორიო აქტივობის ტიპი    აუდიტორიათა
რაოდენობა    X    სასწავლო
საათი
კვირაში    X    სასწავლო
კვირების
რაოდენობა    X    ჯგუფში
სტუდენტის
ზღვრული
რაოდენობა    /
    საკონტაქტო
საათების
ჯამი
შესაბამის
კომპონენტში
(ლექცია)                                    
+
სააუდიტორიო აქტივობის ტიპი    აუდიტორიათა
რაოდენობა    X    სასწავლო
საათი
კვირაში    X    სასწავლო
კვირების
რაოდენობა    X    ჯგუფში
სტუდენტის
ზღვრული
რაოდენობა    /
    საკონტაქტო
საათების
ჯამი
შესაბამის
კომპონენტში
(სემინარი)                                    
+
სააუდიტორიო აქტივობის ტიპი    აუდიტორიათა
რაოდენობა    X    სასწავლო
საათი
კვირაში    X    სასწავლო
კვირების
რაოდენობა    X    ჯგუფში
სტუდენტის
ზღვრული
რაოდენობა    /
    საკონტაქტო
საათების
ჯამი
შესაბამის
კომპონენტში
(ლაბორატორია)                                    

სააუდიტორიო რესურსით სტუდენტთა ზღვრული ოდენობა

3. აღნიშნული მიდგომით ხდება სააუდიტორიო რესურსის გაანგარიშება ყველა პროგრამისთვის და პროგრამის ყველა სასწავლო კომპონენტისთვის (ლექცია, სემინარი, სიმულაციურ გარემოში სწავლება, ლაბორატორიული სწავლება და ა შ).
4. მდგრადობის უზრუნველსაყოფად, მხედველობაში მიიღება უმცირესი მაჩვენებელი:
სააუდიტორიო რესურსი = ლექციის რესურსი ⋂ სემინარის რესურსი ⋂ ლაბორატორიის რესურსი ⋂ TSE რესურსი
5. სტუდენტთა ზღვრული რაოდენობა გამოიანგარიშება უნივერსიტეტის პროგრამებისთვის ცალ ცალკე. 
6. ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც სასწავლო ჯგუფი შესაძლებელია შედგებოდეს სხვადასხვა პროგრამის სტუდენტებისგან (მედიცინისა და სტომატოლოგიის I სასწავლო წელი) ზღვრული ოდენობა იანგარიშება ჯამში, ორივე პროგრამის სტუდენტებისგან, და მიღებული შედეგი ნაწილდება თითოეულ პროგრამაზე გეგმურად მისაღები სტუდენტების ოდენობის შესაბამისად. 
7. თითოეული კატეგორიის (სალექციო, სასემინარო, ლაბორატორიული/პრაქტიკული და სიმულაციურ გარემოში სწავლების) მეცადინეობები იანგარიშება ცალ ცალკე, შესაბამისად, ამ კატეგორიისთვის მეცადინეობებისთვის განკუთვნილი სასწავლო სივრცეებისთვის. 
8. სასწავლო პერიოდის (სემესტრის სასწავლო თუ საგამოცდო კვირები) ხანგრძლივობა და აუდიტორიების სამუშაო დატვირთვის პერიოდები გამოითვლება უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების განხორციელების წესისა და უნივერსიტეტის აკადემიურ კალენდარის შესაბამისად.
9. სტუდენტების რაოდენობა სასწავლო ჯგუფში თითოეული კატეგორიის მეცადინეობებზე განისაზღვრება უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების წესის შესაბამისად. 
10. სტუდენტების აკადემიური დატვირთვა განისაზღვრება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის კურიკულუმის შესაბამისად.
11. კონკრეტული კატეგორიის მეცადინეობებისთვის, რომლებიც არ ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში (მაგ. ლაბორატორიული მეცადინეობები, პრაქტიკები, კლინიკური პრაქტიკა და ა შ)  სტუდენტების ზღვრული რაოდენობა განისაზღვრება შესაბამისი აკადემიური წლების სტუდენტთა გეგმური რაოდენობის შესაბამისად.  

მუხლი 5. საბიბლიოთეკო სივრცის რესურსის კალკულაციის წესი
1. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზის რესურსის პარამეტრით სტუდენტთა ზღვრული ოდენობის კალკულაცია დგინდება სტუდენტთა ერთიან კოჰორტაზე, უნივერსიტეტის ყველა პროგრამებისთვის ერთად. 
2. გაანგარიშებისას მხედველობაში მიიღება 
ა) . უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზების ზღვრული ტევადობა, 
ბ). ბიბლიოთეკის მუშაობის დრო 
გ) სტუდენტის მიერ ბიბლიოთეკის მოხმარების საშუალო დრო
3. ბიბლიოთეკის მოხმარების დროდ მხედველობაში მიიღება უნივერსიტეტის სრული სემესტრი სასწავლო და საგამოცდო კვირეების ჩათვლით 
4. სტუდენტის მიერ ბიბლიოთეკის მოხმარების დრო გაიანგარიშება უნივერსიტეტის დაკვირვების შედეგებით და კარგ საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, აკადემიურ წელიწადში საშუალოდ 100 აკადემიური საათის მოცულობით
5. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ადგილების ნამრავლი, ბიბლიოთეკის მუშაობის საათებსა და უნივერსიტეტის სემესტრის ხანგრძლივობაზე მეტი ან ტოლი უნდა იყოს სტუდენტების ზღვრული ოდენობის ნამრავლისა 1 სტუდენტის მიერ ბიბლიოთეკაში გატარებული დროის საშუალო მაჩვენებლზე:
    X        X        ≥        X    
ადგილი ბიბლიოთეკაში        საათი კვირაში        სასწავლო კვირა        სტუდენტის რაოდენობა         საათი ბიბლიოთეკაში საშუალოდ 

მუხლი 6. საგამოცდო სივრცის რესურსის კალკულაციის წესი
საგამოცდო ცენტრის რესურსის პარამეტრით სტუდენტთა ზღვრული ოდენობის კალკულაცია ხდება უნივერსიტეტის პირველი/ერთსაფეხურიანი საფეხურის პროგრამებისთვის. 
საგამოცდო ცენტრის რესურსის პარამეტრით სტუდენტთა ზღვრული ოდენობის კალკულაციისას მხედველობაში მიიღება:
ა).  საგამოცდო ცენტრის ზღვრული ტევადობა, 
ბ). კომპიუტერული ტექნიკის რაოდენობა, 
გ). გამოცდის დრო 
დ). საგამოცდო სესიის პერიოდი. 
საგამოცდო საგნების რაოდენობა იანგარიშება პროგრამის სემესტრში საგანთა რაოდენობების საშუალო არითმეტიკულით
საგამოცდო ცენტრის ტევადობის ნამრავლი საგამოცდო დღეების და კვირების ხანგრძლივობაზე უნდა აღემატებოდეს ან ტოლი იყოს სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის ნამრავლისა გამოცდების საშუალო რაოდენობისა და მათ ხანგრძლივობაზე. 
    X         X        ≥        X        X    
ადგილი/ კომპიუტერი        სამუშაო საათი კვირაში        საგამოცდო კვირა        სტუდენტის რაოდენობა გამოცდებზე        საგანი საშუალოდ        გამოცდის საათი


მუხლი 7. აკადემიური რესურსის კალკულაციის წესი
1. უნივერსიტეტის აკადემიური რესურსით - სასწავლო პერსონალის (უნივერსიტეტის აკადემიური კორპუსი - აკადემიური და მოწვეული პერსონალი) დატვირთვით სტუდენტთა ზღვრული ოდენობის კალკულაცია ხდება უნივერსიტეტის პროგრამების ან/და პროგრამების თვისებრივად განსხვავებული კომპონენტებისთვის (მაგ. ბიოსამედიცინო, კლინიკური მედიცინა, კლინიკური სტომატოლოგია, დისციპლინები ინტერდისციპლინარულ პროგრამებში) ცალ ცალკე. 
2. გაანგარიშებისას მხედველობაში მიიღება უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალის დატვირთვის წესით განსაზღვრული საკონტაქტო (ლექცია, სემინარების, კლინიკური და სიმულაციური მეცადინეობების ჩატარება) დატვირთვა. 
3. საკონტაქტო დატვირთვის ზღვრული ოდენობა სასწავლო პერსონალისთვის განისაზღვრება უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული დატვირთვის წესით, განაკვეთით, თითოეული აკადემიური თანამდებობისთვის და მოწვეული პერსონალისთვის განსაზღვრული ზღვრული ოდენობით.
4. დატვირთვის დაჯამების შედეგად მიღებული ჯგუფ-საათები დარდება უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის შესაბამის კომპონენტში ჩასატარებელი ლექციების/სემინარების ოდენობის ნამრავლზე შესაბამის კომპონენტში სტუდენტთა ჯგუფების რაოდენობაზე. 
5. უნივერსიტეტის აკადემიური კორპუსით შესაძლებელი ჩასატარებელი ჯგუფ საათების ოდენობა არ უნდა იყოს ნაკლები პროგრამ(ებ)ის ყველა კომპონენტში ჩასატარებელი ჯგუფ საათების ოდენობაზე.
    X        =    ჯგუფ/საათი                        
პროფესორი        ზღვრული დატვირთვა                                
                                                       +                        
    X        =    ჯგუფ/საათი                        
ასოცირებული პროფესორი        ზღვრული დატვირთვა                                
+                        
    X        =    ჯგუფ/საათი                        
ასისტენტ-პროფესორი        ზღვრული დატვირთვა                                
  +                        
    X        =    ჯგუფ/საათი                        
ასისტენტი        ზღვრული დატვირთვა                                
    +            /        *    
            =            სტუდენტთა რაოდენობა კომპონენტზე        სტუდენტთა რაოდენობა ჯგუფში        კომპონენტის საათების რაოდენობა
მოწვეული ლექტორი        ზღვრული დატვირთვა        ჯგუფ/საათი                        
                                                       =        =
    ≥    
ჯგუფ-საათი        ჯგუფ საათების აუცილებელი რაოდენობა

მუხლი 8. პრაქტიკული რესურსის კალკულაციის წესი
1. პრაქტიკული რესურსის კალკულაციისას მხედველობაში მიიღება
ა) სამედიცინო და სტომატოლოგიის პროგრამებისათვის: კლინიკური პრაქტიკების/კურაციების შესატყვისი კლინიკური რესურსი - პარტნიორი სამედიცინო მომსახურების პროვაიდერი კლინიკების, საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის შესაბამისი კლინიკური მიმართულების, ექიმების და პაციენტების რაოდენობა.
ბ) სამაგისტრო პროგრამებისთვის - პრაქტიკის განმახორციელებელი პარტნიორი დაწესებულებების, შესაბამისი მიმართულების პრაქტიკის ადგილების რაოდენობა. 
2. პრაქტიკული რესურსების კალკულაციისთვის უნივერსიტეტის პარტნიორ კლინიკებში პაციენტბრუნვა დარდება კლინიკური პრაქტიკის ხანგრძლივობასთან, სტუდენტთა ჯგუფების რაოდენობასთან და ჯგუფში სტუდენტების რაოდენობასთან, პაციენტზე სტუდენტის თანაფარდობისა და სტუდენტთა მაქსიმალური რაოდენობის განსასაზღვრად თითოულ კლინიკურ/პრაქტიკულ დისციპლინაში/მიმართულებაში

კურსი    სასწავლო კურსი    პაციენტ ბრუნვა დღეში    კლინიკური პრაქტიკის ხანგრძლივობა დღეებში    საათების რაოდენობა დღეში    ჯგუფში სტუდენტთა რაოდენობა    სტუდენტთა გეგმური რაოდენობა    პაციენტზე სტუდენტის რაოდენობა    სტუდენტის  მაქსიმალური რაოდენობა დღეში პაციენტ-ბრუნვის გათვლით
                                

მუხლი 9. სხვა რესურსების სტუდენტთა ზღვრულ რაოდენობასთან შესაბამისობის შეფასების წესი
1. ადმინისტრაციული პერსონალის რაოდენობა სტუდენტთა კონტინგენტის გამოთვლისას გამოითვლება არა სტუდენტთა რაოდენობაზე დამოკიდებული პროპორციით, არამედ სამუშაოს შესრულების ეფექტურობის შეფასებისა და სტუდენტთა კმაყოფილების შეფასების შედეგების გათვალისწინებით.
2. სტუდენტების რაოდენობის ზრდისგან გამომდინარე თითოეული სტრუქტურული ერთეულის სამუშაო დატვირთვის ზრდა არის შესაბამისი სამსახურის გაფართოების საფუძველი.
3. ინფორმაციული რესურსისა და საბიბლიოთეკო მასალის რაოდენობა განისაზღვრება მასზე მოთხოვნის რაოდენობიდან გამომდინარე. მოთხოვნის არსებული რესურსის ლიმიტთან დაახლოება არის შესაბამისი რესურსის გაზრდის საფუძველი.

მუხლი 10. სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის გამოთვლის წესი
1. სტუდენტთა კონტინგენტის ზღვრული რაოდენობის კალკულაცია წარმოებს პერიოდულად, არანაკლებ 2 წელიწადში ერთხელ.
2. სტუდენტთა კონტინგენტის ზღვრული რაოდენობის გაზრდა დასაშვებია სასწავლო თუ ადამიანური რესურსის რაოდენობის გაზრდის შემდგომ, წინამდებარე წესით გათვალისწინებული წესის შესაბამისად განხორციელებული კალკულაციით. სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის და საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღები სტუდენტთა ადგილების რაოდენობის დამტკიცება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 
3. უნივერსიტეტის სტუდენტთა კონტინგენტის ზღვრული ოდენობის გამოთვლისთვის გამოიყენება უნივერსიტეტის სასწავლო და აკადემიური რესურსის მაჩვენებლებით გამოთვლილი რაოდენობის მინიმალური მაჩვენებელი.
4. უნივერსიტეტში რიცხული, პირველ კურსზე და მობილობით მისაღები სტუდენტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სტუდენტთა კონტინგენტის ზღვრულ რაოდენობას.
5. სასწავლო პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად რეკომენდირებულია შესაბამის წელს არსებული, პირველ კურსზე და მობილობით მისაღები სტუდენტების რაოდენობას გამოკლებული დამათავრებელი კურსების სტუდენტების რაოდენობა ნაკლები იყოს სტუდენტთა კონტინგენტის ზღვრულ რაოდენობაზე არანაკლებ 10%-ით.
6. საშუალოვადიანი (2 წელზე მეტი ვადის) პერსპექტივით გაანგარიშებისას, აკადემიური კორპუსის გეგმური ზრდისა და მატერიალური რესურსის გეგმური განვითარების გეგმების გათვალისწინებით, დასაშვებია სტუდენტთა ზღვრული ოდენობის კალკულაციაში აკადემიური და კლინიკური რესურსის მაჩვენებლით ზღვრული ოდენობის არაუმეტეს 25%-ით და მატერიალური რესურსის მაჩვენებლით ზღვრული ოდენობის არაუმეტეს 10%-ით გაზრდა.
7. იმ შემთხვევაში თუ არსებული სტუდენტების რაოდენობა შეადგენს სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის 85%-ს, რეკომენდირებულია უნივერსიტეტმა დაიწყოს მუშაობა სასწავლო თუ აკადემიური რესურსის გაზრდის მიზნით.