რეგისტრაცია
image

ჩვენ შესახებ

სამართლებრივი დოკუმენტაცია

უკან დაბრუნება
სამაგისტრო პროგრამების განხორციელების წესი ჩამოტვირთვა

მუხლი 1.  ზოგადი  დებულებები
1. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების წინამდებარე  წესი (შემდგომში „წესი“) შემუშავებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის და „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმის“ (შემდგომში „უნივერსიტეტი“)  წესდების საფუძველზე და  განსაზღვრავს  უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამების  განხორციელების წესსა და პირობებს.

სამაგისტრო პროგრამა, მისი დამტკიცების, შეცვლის და გაუქმების პროცედურა

მუხლი 2. სამაგისტრო პროგრამა
1. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა  წარმოადგენს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის მისაღებად აუცილებელი სასწავლო კურსების ერთობლიობას, რომელშიც მოცემულია პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები, სასწავლო კურსები/მო¬დუ¬ლები (ბლოკები) შესაბამისი კრედიტებით, სტუდენტთა შეფასების სისტემა და სასწავლო პროცესის ორგანიზების თავისებურებები.
2. სამაგისტრო პროგრამა არის უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის / კვალიფიკაციათა ევროპული ჩარჩოს VII დონის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ვიწრო ან ინტერცისციპლინარული დარგის შესწავლას და მთავრდება შესაბამის ფართო ან დეტალური სფეროს მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭებით. 
3. სამაგისტრო  საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს.

მუხლი 3. საგანმანათლებლო პროგრამის  შემუშავება და დამტკიცება
1. საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობას ღებულობს უნივერსიტეტის აკადემიური და/ან მოწვეული  პერსონალი. პროგრამა შესაბამისობაში უნდა იყოს უნივერსიტეტის მი¬სი¬ასთან და ითვალისწინებდეს დაინტერესებული მხარეების (ქვეყნის ,  რეგიონი,  აბიტურიენ¬ტის, შრომის ბაზრისა და მოსალოდნელი დამსაქმებლის) მოთხოვნებს, ხოლო რეგულირებადი პროგრამის შემთხვევაში  დარგობრივი მახასიათებლის მოთხოვნებს.
2. ახალი საგანმანათლებლო  პროგრამის შემუშავების შემთხვევაში, პროგრამის შემუშავების ინიციატივას ამტკიცებს სკოლის საბჭო, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პროგრამა ახალი საგანმანათლებლო ერთეულის ფარგლებში უნდა განხორციელდეს - აკადემიური საბჭო. 
3. პროგრამის ინიციატივის მხარდაჭერის შემდეგ  რექტორის ბრძანების საფუძველზე იქმნება სამუშაო ჯგუფი;
4. შემუშავებული პროგრამა გადაეცემა დეკანსა და ხარისხის სამსახურს;
5. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა შეიძლება პროგრამაზე გასცეს შემდეგი სახის დასკვნა: შეესაბამება, არ შეესაბამება, ან ნაწილობრივ შეესაბამება და ექვემდებარება გასწორებას. 
6. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დადებითი დასკვნის  და სკოლის წარდგინების საფუძველზე (სკოლის საბჭოს დადებითი დასკვნის შედეგად) პროგრამას ამტკიცებს აკადემიური საბჭო. 
7. საგანმანათლებლო პროგრამა ფუნქციონირებას იწყებს აკრედიტაციის მინიჭების მომენტიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

მუხლი 4. პროგრამის მოდიფიცირება
1. საგანმანათლებლო პროგრამაში განხორციელებულ  მცირე ცვლილებებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დადებითი შეფასების შემთხვევაში, დეკანის წარდგინებით ამტკიცებს მხოლოდ საკოლის საბჭო, მცირე ცვლილებად განიხილება ცვლილება რომელიც არსებითად არ ცვლის პროგრამის სწავლის შედეგებს. 
2. პროგრამის არსებითი მოდიფიცირება ხორციელდება ამ წესის მესამე მუხლით განსაზღვრული პროცედურით

მუხლი 5. საგანმანათლებლო პროგრამის გაუქმება/შეცვლა
1. საგანმანათლებლო პროგრამის გაუქმების შემთხვევაში უნივერსიტეტი იღებს ვალდებულებას  უზრუნველყოს არსებული სტუდენტებისთვის, საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სრული განათლების მიცემა და შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭება. 
2. საგანმანათლებლო პროგრამის გაუქმების შემთხვევაში უნივერსიტეტი სტუდენტს სთავაზობს ალტერნატიულ პროგრამას (არსებობის შემთხვევაში) გავლილი  პროგრამის  ფარგლებში ათვისებული კრედიტების აღიარების პირობით, უნივერსიტეტში მოქმედი „სწავლის პერიოდში მიღებული განათლების  აღიარების წესის“  შესაბამისად; 
3.უნივერსიტეტი იღებს ვალდებულებას შეცვლილ/გაუქმებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადი პროგრამის არარსებობის შემთხვევაში სხვა დაწესებულებასთან გააფორმოს სტუდენტის მიერ გავლილი პროგრამის აღიარებასთან დაკავშირებით შეთანხმება და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.

მუხლი 6. პროგრამის ადმინისტრირების სუბიექტები
1. პროგრამის ხელმძღვანელი - არის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებასა და მის ეფექტურ განხორციელების კოორდინირებაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ი - უნივერსიტეტის აკადემიური, ან მოწვეული პერსონალიდან.
2. კურიკულუმის ჯგუფი - არის უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალის, ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახორციელებს მუშაობას პროგრამის განვითარების ცალკეულ ასპექტებზე
3. სკოლის დეკანი - არის პროგრამის უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ფარგლებში პროგრამის სასწავლო პროცესის ეფექტური განხორციელების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი
4. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური არის პროგრამის შიდა შეფასების უზრუნველყოფის განმახორციელებელი და გარე შეფასების პროცესების კოორდინირებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი. 
5. პროგრამას შეიძლება ჰყავდეს მრჩეველთა საბჭო, უნივერსიტეტთან სამართლებრივ კავშირში არმყოფი პირებისგან, რომლებიც აკადემიური, სამეცნიერო თუ პროფესიული გამოცდილების გაზიარებით ხელს უწყობენ პროგრამის განვითარებას. 

საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურა

მუხლი 7. საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურა
1.  საგანმანათლებლო პროგრამის აღწერაში უნდა აისახოს: 
ა. უნივერსიტეტის სახელწოდება და ლოგო, 
ბ). შესაბამისი საგანმანათლებლო ერთეული
გ) უმაღლესი განათლების საფეხური, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და ევროპული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შესაბამისად
დ). საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება, ქართულად და ინგლისურად
ე). მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი/კვალიფიკა¬ცია, ქართულად და ინგლისურად
ვ). პროგრამის სწავლის სფერო კვალიფიკაციათა ეროვნული ჩარჩოს (NQF) და იუნესკოს განათლების სფეროების აღმწერის ((ISCED-F) შესაბამისად
ზ).  პროგრამის მოცულობა კრედიტებით, 
თ). პროგრამის სწავლების ენა
ი). პროგრამის ხელ¬მ¬ძღვანელი/ები, 
კ). პროგრამის განხილვისა და დამტკიცების შე¬სა¬ხებ შესაბამისი გადაწყვეტილებების რეკვი¬ზი¬ტები.
2. საგანმანათლებლო პროგრამის ტექსტის სტრუქტურაში გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა. სფეროს აღწერა - დარგის გამოწვევების და მიმდინარე კონტექსტის აღწერით დახასიათებას.
ბ. პროგრამის მიზანი - რომელმაც უნდა გამოუმუშაოს სტუდენტს დასაქმების ბაზარზე მორგებული   დარგობრივი კომპეტენციები. აღწერილი და დასა¬ბუთებული უნდა იქნეს პროგრამის აქტუალობა და  შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნები კურსდამ¬თავ-რებულის მიმართ; 
გ. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა - უნდა მიეთითოს, როგორ ხდება პროგრამაზე ჩარიცხვა, რა წინაპირობები არსებობს პროგრამაზე დასაშვებად; წინაპირობა უნდა იქნეს მითითებული როგორც საქართველოს, ასევე უხო ქვეყნის მოქალაქეებისათვისაც.
დ. სწავლება-სწავლის შედეგები - განაცხადი იმის შესახებ, თუ რა უნდა იცოდეს (ცოდნა და გაცნობიერება), რისი გაკეთება უნდა შეეძლოს  (უნარები) და როგორი პასუხისმგებლობა და ავტონომიურობის უნარი უნდა ჰქონდეს პირს პროგრამის დასრულების შემდეგ. სწავლის შედეგები აღიწერება, უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ეროვნული ჩარჩოს შესაბამისი საფეხურის  კვალიფიკაციის აღმწერისა და კონკრეტული დარგობრივი მახასიათებლის შესაბამისად; 
ე. სწავლება-სწავლის შედეგების  მიღწევის მეთოდები - უნდა აღიწეროს  სწავლება-სწავლის რა მეთოდები იქნება გამოყენებული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების პროცესში;
ვ. სტუდენტთა ცოდნის შეფასების სისტემა - უნდა აღიწეროს შეფასების ზოგადი სისტემა და  ასევე კონკრეტული,  პროგრამისათვის ადეკვატური შეფასების მეთოდები (სხვადასხვა სასწავლო კურსი/მოდული(ბლოკი) შეიძლება ითვალისწინებდეს შეფასების  განსხვავებულ მეთოდებს,  რაც შეფასების კრიტერიუმებთან ერთად დეტალურად უნდა აღიწეროს  კონკრეტული სასწავლო  კურსის/მოდულის (ბლოკის)  სილაბუსში);
ზ. ინფორმაცია სწავლის გაგრძელბის შესაძლებლობის შესახებ
თ. ინფორმაცია პროგრამის კურსდამთავრებულის დასაქმების სფეროების შესახებ
3. საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად შემუშავდება და მტკიცდება
ა. საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო გეგმა, რომელიც  მოიცავს ყველა კომპონენტს, რომელშიც ხდება კრედიტის მინი¬ჭება. 
4. სასწავლო გეგმა/გეგმები უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას
ა. სასწავლო კურსის კოდი *;
ბ. სახელწოდება; 
გ. მოცულობა კრედიტებით; 
დ. სტუდენტის აკადემიური დატვირთვის განაწილება (საკონტაქტო -  ლექცია, სემინარი, პრაქტიკული, შუალედური ან/და ფინალური გამოცდები და დამოუკიდებელი მუშაობა)  გათვლილი აკადემიურ საათებში**;
ე. კრედიტების გადანაწილება სემესტრების მიხედვით.
ვ. სასწავლო კურსის ათვისების წინაპირობები.
ზ. ინფორმაცია სასწავლო კურსების განმახორციელბელი პერსონალის შესახებ
5. პროგრამას  უნდა დაერთოს სწავლის შედეგების  რუკა, რომელიც მოიცავს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა ძირითადი საწავლო კურსისა ურთიერთმიმართებას იმ სწავლის შედეგებთან, რომელიც გაწერილია პროგრამაში.  რუკაში უნდა იქნეს მითითებული თითოეული სასწავლო კურსი/მოდული რა დონით გადის ამა თუ იმ სწავლის შედეგზე (დანართი 3); 

მუხლი 8. პროგრამის დოკუმენტები
1. საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში მუშავდება პროგრამის შემდეგი დოკუმენტები:
    ა. პროგრამის პროფესიული პარტნიორების ჩამონათვალი
    ბ. პროგრამის აკადემიური პარტნიორების ჩამონათვალი
    გ. პროგრამის აკადემიური კალენდარი
    დ. პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული რეგულაციები
    ე. საუნივერსიტეტო გამოცდის შეფასების წესი
    ვ. პროგრამის სამიზნე ნიშნულები
    ზ. პროგრამის ბიუჯეტი
    თ. პროგრამის განვითარების გეგმა
2. პროგრამას უნდა დაერთოს  სასწავლო კურსების სილაბუსები.

მუხლი 9. სილაბუსის სტრუქტურა
1. სასწავლო კურსის პროგრამა/სილაბუსი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას 
•    სასწავლო კურსის/მოდულის დასახელება;
•    სასწავლო კურსის კოდი;
•    სემესტრი;
•    სასწავლო კურსის სტატუსი
•    სასწავლო კურსის შესწავლის წინაპირობა
•    სასწავლო კურსის ფორმატი
•    სასწავლო კურსის სწავლების ენა
•    ინფორმაცია სასწავლო კურსის ინსტრუქტორ(ებ)ის შესახებ
•    სასწავლო კურსის კრედიტების რაოდენობა
•    სასწავლო კურსის აკადემიური დატვირთვა (აკადემიური საათების განაწილება) 
•    სასწავლო კურსის აღწერა
•    სასწავლო კურსის მიზანი;
•    სასწავლო კურსის სწავლის შედეგები, პროგრამის სწავლის შედეგებთან ბმის მითითებით
•    ინფორმაცია სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდებისა და შეფასების ფორმების შესახებ
•    კურსის სასწავლო გეგმა, ლოგიკურად დაჯგუფებული აკადემიური სემესტრის განმავლობაში კვირეული ან ტემატური შეხვედრების მიხედვით.
•    სწავლება-სწავლის მეთოდები;
•    სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა და შეფასების კრიტერიუმები;
•    ძირითადი, დამხმარე ლიტერატურა და ინფორმაციის სხვა წყაროები;
2. სილაბუსის რეკომენდირებული ფორმა წარმოდგენილია წინამდებარე წესის დანართში.
         
მუხლი 10. სასწავლო კურსების კოდირების სისტემა      
7. სასწავლო კურსების კოდირების სისტემა მოიცავს:
    ა. პროგრამის სფეროს ტექსტობრივ აღნიშნას ინგლისურენოვანი აბრევიატურით
        ა. ED - განათლება
        ბ. MPH - საზოგადოებრივი ჯანდაცვა
ბ. პროგრამაში კურსის ადგილის და სტატუსის კოდირებულ აღნიშვნას, 4 არაბული ციფრით, სადაც:
    ბ.ა. პირველი ციფრი აღწერს კურსის ადგილს პროგრამაში:
    1000 - პირველი წლის სავალდებულო
    2000 - მეორე წლის სავალდებულო
    3000 - არჩევითი
    ბ.ბ. ბოლო ორი ციფრი აღწერს კურსის თანმიმდევრობას
    0001, 0003, 0005 კურსები შეესაბამება კენტ (შემოდგომის( სემესტრს
    0002 0004, 0006 კურსები შეესაბამება ლუწ (გაზაფხულის) სემესტრს

აკადემიური რეგულაციები

მუხლი 11. უნივერსიტეტის აკადემიური კალენდარი
1. აკადემიური წელი არის სემესტრების ერთობლიობა და მათ შორის დასვენების პერიოდი, რაც არ აღემატება 12 უწყვეტ კალენდარულ თვეს. 
2. აკადემიური წელი შედგება შემოდგომის, გაზაფხულის და საჭიროების შემთხვევაში ზაფხულის სემესტრებისგან. 
3. სემესტრი არის დროის პერიოდი, რომელიც მოიცავს სასწავლო კვირათა ერთობლიობას, გამოცდების ჩატარებისა და გამოცდებზე სტუდენტის მიღწევის შეფასების პერიოდს. 
4. სასწავლო კვირა არის დროის 6 დღიანი პერიოდი, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, რომელზეც ნაწილდება სტუდენტის სასწავლო დატვირთვა კალენდარულ კვირაში. 
5.  შემოდგომის  და   გაზაფხულის სემესტრში სააუდიტორიო მუშაობას ეთმობა  17-17 კვირა. გარდა ამისა, თითოეულ სემესტრში 4-4 კვირა  გათვალისწინებულია სასესიო პერიოდისთვის  - 3 კვირა ძირითადი, 1 კვირა კი - განმეორებითი გამოცდებისთვის
6. სასწავლო წლის დაწყების, დასრულების ასევე დასკვნითი და დამატებითი გამოცდებისთვის განკუთვნილი ვადები რეგულირდება ყოველი წლის დაწყებამდე რექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე სკოლის საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური კალენდრით.
5. სასწავლო კვირაში საკონტაქტო (საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის განმახორციელებელი პერსონალის ჩართულობით სტუდენტის სასწავლო საქმიანობის) და დამოუკიდებელი (საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის განმახორციელებელი პერსონალის ჩართულობის გარეშე სტუდენტის სასწავლო საქმიანობის) საათების ჯამური ოდენობა შეადგენს არაუმეტეს 50 აკადემიურ საათს. 

მუხლი 12. აკადემიური დატვირთვის სქემა
1. სასწავლო პროცესის განმავლობაში სტუდენტისათვის საჭირო სასწავლო დატვირთვა იანგარიშება ECTS კრედიტებში. 1 ECTS კრედიტი უდრის სტუდენტის სასწავლო საქმიანობის (როგორც საკონტაქტო ასევე დამოუკიდებელი მუშაობის) 30 ასტრონომიულ საათს. 
2. უნივერსიტეტის აკადემიური წელი მოიცავს საშუალოდ 60 (ECTS) კრედიტს, რომლებიც ნაწილდება გაზაფხულის და შემოდგომის სემესტრებზე. 
3. კრედიტი ნაწილდება საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ თითოეულ კომპონენტს შორის და მოიცავს კონკრეტული კომპონენტით მისაღწევი სწავლის შედეგებისთვის საჭირო საკონტაქტო და დამოუკიდებელ საათს.
4. ინფორმაცია კრედიტების მოცულობის, და მისი საკონტაქტო და დამოუკიდებელი საათების სხვადასხვა კომპონენტის შორის გადანაწილების შესახებ აისახება პროგრამის სასწავლო გეგმაში და შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსში. 
5. სასწავლო კომპონენტის აკადემიური დატვირთვის ათვისება უნდა განხორციელდეს სწავლის ერთი სემესტრის განმავლობაში. 
6. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სტუდენტის ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის თავისებურებების გათვალისწინებით, დასაშვებია სტუდენტის სასწავლო წლიური დატვირთვა აღემატებოდეს 60 კრედიტს ან იყოს 60 კრედიტზე ნაკლები. მაგრამ, არაუმეტეს 75 კრედიტისა.

მუხლი 13.  სწავლის შედეგის მიღწევების შეფასება
1.    საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ თითოეულ სასწავლო კომპონენტში სტუდენტს კრედიტი ენიჭება სილაბუსით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რაც დასტურდება მის მიერ მიღებული დადებითი შეფასებით. უნივერსიტეტში სტუდენტის ცოდნის შეფასება ხდება 100 ქულიანი სისტემით.
2.შეფასების სისტემა მოიცავს:
2.1.  მიმდინარე აქტივობას, რომელიც  ჩატრდება შემდეგი ფორმატით: სემინარი (სემინარზე შეიძლება განხორციელდეს ჯგუფური მუშაობა,  დისკუსია, პროექტის მომზადება-წარდგენა, პოსტერის მომზადება-წარდგენა, პრობლემაზე დაფუძნებული და ქეისზე დაფუძნებული სწავლება, როლური თამაში, წერით დავალებების განხილვა, სასწავლო კურსის/ ან მოდულის ხელმძღვანელის მიერ დადგენილი, საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე  რაიმე სხვა აქტივობა, რაც დაწვრილებით არის გაწერილი სასწავლო  კურსის/მოდულის სილაბუსში).
2.2. შუალედურ გამოცდას. დასაშებია შუალედური გამოცდის მიმდინარე აქტივობის კონკრეტული კომპონენტით ჩანაცვლება.
3.დასკვნით გამოცდას, პრეზენტაციის, პროექტის წარდგენისა ან სილაბუსში გაწერილი სხვა ფორმატით. 
4. მიმდინარე აქტივობისა და შუალედური გამოცდის შეფასება უნდა განხორციელდეს კურსის შეფასების 50% - 70% დიაპაზონში.
5. შუალედური გამოცდის სასწავლო კურსში გათვალისწინება ნებაყოფლობითია
6. ფინალური შეფასების კურსში გათვალისწინება და მისი დადებითი შედეგით ჩაბარება სავალდებულოა. 
7. აღნიშნული წესები არ ვრცელდება სამაგისტრო თეზისის შეფასებაზე. 

მუხლი 14. სასწავლო კურსის კომპონენტის შეფასება
1. ცალკეული კომპონენტების შეფასება ითვალისწინებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, რომელიც წარმოადგენს შესაბამისი შეფასების მინიმალურ ოდენობას, რომელიც შეესაბამება შეფასებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მირწევის დემონსტრირებას. 
2. მინიმალური კომპეტენციის ზღვარის დაუძლეველობის შემთხვევაში, შესაბამისი შეფასება სტუდენტს არ ითვლება, ზღვარის ქვემოთ მიღებული შეფასების ოდენობის მიუხედავად. 
3. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს შეფასების მაქსიმალური ოდენობის 60%ს.     

მუხლი 15. დადებითი შეფასება და კრედიტის მიღება
1. სტუდენტს შეფასების კომპონენტი ეთვლება ჩაბარებულად, თუ ის გადალახავს კომპეტენციის ზღვარს შეფასების ფინალურ კომპონენტში, ასევე, მისი ჯამური შეფასება აღემატება შეფასების საერთო ოდენობის 51
2. სტუდენტს სასწავლო კომპონენტის კრედიტი მიენიჭება გამოცდის ბარიერების გადალახვისა და  51-დან 100-მდე  ქულის დაგროვების შემთხვევაში.
3. შეფასების პროცენტული ოდენობიდან გამომდინარე, სტუდენტი შესაბამის სასწავლო კომპონენტში შეფასდება შემდეგი სისტემით

4. სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში, დამატებითი გამოცდების კვირაში. 
5. დასკვნით და შესაბამის დამატებით გამოცდას შორის შუალედი უნდა იყოს, დასკვნითი გამოცდის შედეგის გამოცხადებიდან,  არანაკლებ 5 დღისა.
 6. სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული  ქულათა რაოდენობა.
7. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება საგანმანათლებლო პროგრამის  კომპონენტის საბოლოო შეფასებაში.
8. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საგანმანათლებლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F-0 ქულა.

მუხლი 16. სამაგისტრო თეზისის შეფასების თავისებურებები
1. სამაგისტრო თეზისის შეფასება ხდება მთლიანობაში, ერთიანი დასკვნითი შეფასებით, რომელიც მოიცავს თეზისის ხელმძღვანელის, რეცენზენტებისა და თეზისის დაცვის კომიტეტის შეფასებებს
2. ერთიანი შეფასების შედეგად, სამაგისტრო თეზისისთვის განისაზღვრება შეფასება შემდეგი სქემის მიხედვით:
    შეფასება    ქულა    შეფასება

3. Fx შეფასების მიღების შემთხვევაში, მაგისტრანტი უფლებამოსილია გადაამუშავოს თეზისი - მოახდინოს კვლევითი კითხვის მოდიფიცირება, კვლევის მეთოდების შეცვლა, კვლევითი პოპულაციის შეცვლა, ლიტერატურის ანალიზის აკადემიური წერის სტანდარტებში მოქცევა ან/და შეასრულოს შემფასებლის რეკომენდაციის შესაბამისად სხვა სამუშაო, და  ხელმეორედ დაიცვას თეზისის შეფასების კომპონენტო მომდევლო აკადემიურ სემესტრში. 
4. თეზისის ხელმეორედ დაცვაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება საგანმანათლებლო პროგრამის  კომპონენტის საბოლოო შეფასებაში.
5. თეზისის ხელმეორედ დაცვაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F-0 ქულა და იგი კარგავს ამავე სათაურის ნაშრომის წარმოდგენის უფლებას.
6. F შეფასების მიღების შემთხვევაში, მაგისტრანტი კარგავს ამავე სათაურის ნაშრომის წარმოდგენის უფლებას, და ვალდებულია ახალი სამაგისტრო ნაშრომის შეასრულოს. 

მუხლი 17. შეფასების ფორმები და მეთოდები
სასწავლო კურსის თავისებურების გათვალისწინებით, მნიშნველოვანია მასში თეორიული ცოდნის დემონსტრირების, ანალიზისა და სინთეზის უნარი, პრაქტიკული თუ სამეცნიერო უნარების დემონსტრირება, რაც უნდა შეფასდეს შეფასების სათანადო ფორმების გამოყენებით. 
შეფასების ფორმის შესრჩევისას, აუცილებელია მათი ლოგიკური დაკავშირება სასწავლო კურსისა და პროგრამის სწავლის შედეგებთა, რაც აღიწერება სილაბუსის შესაბამის განყოფილებაში:
 N    შედეგი    სწავლების მეთოდი    შეფასების კომპონენტი
პროგრამის შედეგის N
    კურსის სწავლის შედეგი    სწავლების მეთოდი    შეფასების ფორმა და მეთოდი    

შეფასების კომპონენტების აღწერა, შესაბამისი პროცენტული ოდენობა სასწავლო კომპონენტის საერთო შეფასებაშ, აგრეთვე, კომპეტენციის ზღვარი აღიწერება სილაბუსის შესაბამის განყოფილებაში:
შეფასების ფორმა    შეფასების კომპონენტი    შეფასების % წილი    კომპეტენციის ზღვარი    აღწერა
მიმდინარე შეფასება                
შუალედური შეფასება                
ფინალური შეფასება                

სტუდენტის მიერ მიღებული შეფასებები (მიმდინარე, შუალედური და დასკვნითი გამოცდა)  ფორმდება უწყისში ელქტრონულად  და აისახება სასწაბვლო პროცესის ელექტრონულ სისტემაში. 

მუხლი 18. GPA
უნივერსიტეტში გამოიყენება აგრეთვე სტუდენტის/კურსდამთავრებულის შეფასების საშუა-ლო მაჩვენებელი (GPA) როგორც 100%, ასევე 4 ხარისხიანი სისტემა. 
 შეფასების საშუალო მაჩვენებლის გამოსათვლელად  100% დიაპაზონში სასწავლო კურსის შესაბამისი კრედიტების რაოდენობისა და სტუდენტის მიერ ამავე კურსში მიღებული შეფასების (ქულის) ნამრავლთა ჯამი  იყოფა კრედიტების საერთო ჯამზე. კერძოდ: GPA = ΣGP X CR/ Σ CR, სადაც GP- წარმოადგენს კონკრეტულ სასწავლო კურსში მიღებულ შეფასებას (ქულას), ხოლო  CR - აღნიშნული სასწავლო კურსის შესაბამის კრედიტს. 
შეფასების საშუალო მაჩვენებლის გადასაყვანად 4 ხარისხიან სისტემაზე 100%-იანი სისტემით  გამოთვლილი ციფრი იყოფა 20 - 1 -ზე. 

მუხლი 19. შეფასების მეთოდების კატალოგი
ტესტი
1. ტესტი შედგება დახურული მრავლობითპასუხიანი კითხვებისაგან, სადაც პასუხების რაოდენობა უნდა იყოს არაუმცირეს ოთხისა, რომელთაგან სწორი პასუხი ერთი, ან რამდენიმეა  (ერთი კითხვის მაქსიმალური შეფასებაა მთლიანი შეფასების 0,5%ზე მეტი არ უნდა იყოს. 
2. კითხვების რაოდენობა განისაზრვრება კურსის სპეციფიკით, ამასთან ტესტის კომპონენტის შესრულებაზე განსაზღვრული დრო არ უნდა აღემატებოდეს 45 წამი * ტესტის რაოდენობა]-ზე.
კომპეტენციის ზღვარი შეფასების ტესტურ ნაწილში არ უნდა იყოს 20%-ზე ნაკლები
ღია კითხვა
3. ღია კითხვა არის დავალება რომელიც მოითხოვს მოკლე წერილობით ან ზეპირ მსჯელობას.  ერთი ღია კითხვის მაქსიმალური შეფასებააა 1% სასწავლო კურსის ჯამური შეფასებიდან. 
4. კითხვების რაოდენობა განისაზრვრება კურსის სპეციფიკით, ამასთან ტესტის კომპონენტის შესრულებაზე განსაზღვრული დრო არ უნდა აღემატებოდეს 120 წამი * ტესტის რაოდენობა]-ზე.
კომპეტენციის ზღვარი შეფასების ტესტურ ნაწილში არ უნდა იყოს 20%-ზე ნაკლები
წერითი დავალება
5 წერითი სახის დავალება შეიძლება მოიცავდეს სიტუაციური ამოცანას, ან შემთხვევის ანალიზს, რომელზეც აუცილებელია წერილობითი მსჯელობის ჩამოყალიბება. 
წერითი დავალების მაქსიმალური შეფასება არ უნდა აღემატებოდეს 10%ს სასწავლო კურსის საერთო შეფასებიდან.  
პრეზენტაცია
6. პრეზენტაცია შეიძლება მოიცავდეს სტუდენტის აუდიტორიასთან კომუნიკაციის ფორმატში დამოუკიდებლად დამუშავებული მასალის ან/და სტუდენტის მიერ შესრულებული ნაშრომის წარმოჩენას.
7. პრეზენტაცია სრულდება ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. ჯგუფურად შესრულების შემთხვევაში, ყველა მონაწილის იღებს ერთნაირ შეფასებას. 
8. პრეზენტაციის  შეფასების კრიტერიუმები 
    პრობლემის აქტუალობა - 20 % შეფასებიდან
    საკითხის ირგვლივ არსებული  მონაცემების მიმოხილვა- 20 % შეფასებიდან
    მასალის ვიზუალური და  ტექნიკური მხარე - 20 % შეფასებიდან
    კითხვებზე პასუხი - 20 % შეფასებიდან
    გამართული ენა და სტილი- 20 % შეფასებიდან
დისკუსია
9. დისკუსია არის სემინარული აქტივობა, რომლის დროს სტუდენტები წარმოადგენენ შეხედულებებს პრობლემის გარშემო
  10. დისკუსიის შეფასების კრიტერიუმები 
კარგად სტრუქტურირებული არგუმენტების მოყვანის უნარი -20 % შეფასებიდან
რელევანტური კონცეფციების, თეორიების, და მასალების გამოყენების უნარი - 20 % შეფასებიდან
 არგუმენტებზე  კომენტარების გაკეთების უნარი- 20 % შეფასებიდან
პროფესიული, პერსონალური და სხვა გამოცდილების გამოყენების უნარი - 20 % შეფასებიდან
როგორ კრიტიკაზე, ასევე დადებით შენიშვნაზე რეაგირების უნარი -10 % შეფასებიდან
სხვისი მოსაზრების პატივისცემის უნარი - 20 % შეფასებიდან
 წერითი ნაშრომი
11. წერითი ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები
პრობლემის აქტუალობა - 20 % შეფასებიდან
 საკითხის ირგვლივ არსებული  მონაცემების მიმოხილვა - 20 % შეფასებიდან
კვლევის მეთოდის შესაბამისობა კვლევის მიზანთან  - 10 % შეფასებიდან
არგუმენტაციის ლოგიკურობა - 20 % შეფასებიდან
დასკვნის სისწორე და კავშირი ძირითად ტექსტთან - 10 % შეფასებიდან
ციტირებული ლიტერატურის მითითების სისწორე, სანდო წყაროები  - 10 % შეფასებიდან
1.    აკადემიური ენა და სტილი- 10 % შეფასებიდან
პროექტი
12. პროექტის შეფასების კრიტერიუმები
თანამედროვე პრაქტიკასთან კავშირში მყოფი ტენდენციების, თეორიების/კონცეფციების იდენტიფიცირება  საკითხ-ში - 320 % შეფასებიდან
საკითხზე ინდივიდუალური, ჯგუფური და სოციალური პროცესების გავლენების მოხდენის იდენტიფიცირება- 20 % შეფასებიდან
პრობლემის-ის განმსაზღვრელი საკითხების და გარე ფაქტორების იდენტიფიცირება- 20 % შეფასებიდან
საუკეთესო სამოქმედო კურსის აღწერა, მისი ფაქტორები და პარამეტრები- 3 ქულა
არგუმენტირებულობა და თანმიმდევრულობა- 20 % შეფასებიდან
დავალების შესრულებისას გამოყენებული წყაროების რელევანტურობა, ვალიდურობა და სანდოობა - 20 % შეფასებიდან
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა
13.  პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების შეფასების კრიტერიუმები  
მონაწილეობა და კომუნიკაციის უნარი - 20 % შეფასებიდან
თანამშრომლობა და გუნდური მუშაობის უნარი- 20 % შეფასებიდან
დამოუკიდებელი სწავლის უნარი - 20 % შეფასებიდან
ცოდნის გამოყენების და ინფორმაციის შეგროვების უნარი-20 % შეფასებიდან
გადაწყვეტილების მიღების უნარი- 20 % შეფასებიდან
მუხლი 20. პროგრამის დასრულება
1. პროგრამა დასრულებულად ჩაითვლება ორივე ქვემოთ ჩამოთვლილი პირობით:
    ა). სტუდენტის მიერ ათვისებულია ყველა სავალდებულო საგნის კრედიტი
ბ) სტუდენტთა მიერ ათვისებულია არჩევითი საგნების კრედიტები, არანაკლებ პროგრამით გათვალისწინებული მოცულობის.
2. საგანმანათლებლო პროგრამაზე აღიარებული კრედიტები მიიხება მხედველობაშ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათავლისწინებული მიზნებისთვის, მათი აღიარების მოცულობით. 
3. პროგრამის დასრულების შემდეგ, სტუდენტს ეძლევა მაგისტრის კვალიფიკაცია პროგრამით გათვალისწინებული სფეროს შესაბამისად და ეძლევა დიპლომი დანართით. 

მუხლი 21. დამატებითი სემესტრი 

სტუდენტს, რომელმაც საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ ვადებში ვერ დააგროვა შესაბამისი კრედიტები და ვერ მოიპოვა აკადემიური ხარისხი, უფლება ეძლევა დაასრულოს საგანმანათლებლო პროგრამა დამატებით სემესტრებში. 
დამატებით სემესტრში სტუდენტის აკადემიური დატვირთვის განსაზღვრისთვის მხედველობაში მიიღება 75 კრედიტის დატვირთვის ზღვარი ნებისმიერი 12 თვიან შუალედში. 
      ზაფხულის სემესტრის დაწყების, დასრულების, ასევე დასკვნითი და დამატებითი გამოცდებისთვის განკუთვნილი ვადები რეგულირდება ყოველი სემესტრის დაწყებამდე რექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დამტკიცებული აკადემიური კალენდრით.

       მუხლი 22. აკადემიური ხარისხის მინიჭება და დიპლომი 
        1. სტუდენტს, რომელმაც აითვისა საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტები დეკანის წარდგინებით, სკოლის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე ენიჭება შესაბამისი აკადემიური ხარისხი  და უწყდება სტუდენტის სტატუსი;
        2. აკადემიურ ხარისხს ადასტურებს უნივერსიტეტის რექტორისა და სკოლის დეკანის მიერ ხელმოწერილი და უნივერსიტეტის ბეჭდით დამოწმებული დიპლომი, რომლის ფორმა შეთანხმებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  და  ასევე ფინანსთა სამინისტროებთან. დიპლომთან ერთად გაიცემა  შესაბამისი დიპლომის დანართი;
       3. კურსდამთავრებულს, რომელსაც სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ძირითადი  სასწავლო კურსების GPA აქვს 3,5 და მეტი გადაეცემა დიპლომი „წარჩინებით“.
   
მუხლი 23 . სამაგისტრო თეზისის დაცვა
1. სამაგისტრო თეზისის დაცვა უნდა ჩატარდეს შესაბამისი დარგის სპეციალის¬ტები¬საგან შედგენილი კომისიის წინაშე, რომელიც იქმნება სკოლისს დეკანის სამართ¬ლებ¬რივი აქტით. ნაშრომის დაცვის პროცედურა  საჯაროა.  ნაშრომის წარდგე¬ნისათვის მომხსე¬ნებელს ეძლევა 30 წუთი.
2. კომისიის თავმჯდომარე დამსწრე საზოგადოებას  აცნობს სტუდენტის ვინაობას, თეზისის თემას, სპეციალობას და ხელმძღვანელს. ამის შემდეგ სიტყვა მოხსენებისათვის ეძლევა სტუდენტს. სტუდენტის მოხსენებაში მოკლედ და მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყა¬ლიბებული  ნაშრომის მიზნები, ამოცანები და ძირითადი შედეგები. 
3. ნაშრომის პრეზენტაციის შემდეგ, სტუდენტმა უნდა უპასუხოს რეცენზენტის შეკითხვებს, შემდგომ - კომისიის წევრების, და არსებობის შემთხვევაში - აუდიტორიის შეკითხვებს. 
3.  ნაშრომების დაცვის  პროცედურის დასრულების შემდეგ კომისია იწვევს დახურულ სხდომას, რომელზეც ფასდება თითოეული  ნაშრომი.
5. კომისიის თითოეული წევრი აფასებს სტუდენტის ნაშრომს, საბოლოო შეფასება დგინდება თითოეული წევრის მიერ მინიჭებული ქულების საშუალო არითმეტიკულით.
6. საბაკალავრო ნაშრომის შეფასების  მიმართ პრეტენზიის მქონე სტუდენტს უფლება აქვს გააპროტესტოს შედეგი გამოცხადებისთანავე. კომისია ვალდებულია პრეტენზია განიხილოს სტუდენტის თანდასწრებით და მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.

 მუხლი 24. ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამა და მისი შემუშავების წესი
1. ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამად მიიჩნევა სტუდენტის სპეციალური საჭიროების გათვალისწინებით, მისი საგანმანათლებლო პროცესში ჩართვისთვის პროგრამის ცალკეული კომპონენტის შეთავაზების ფორმის ან პროგრამის განსახორციელებლად აუცილებელი რესურსის შეცვლა იმგვარად, რათა უზრუნველყოფილი იყოს სტუდენტის იგივე სწავლის შედეგებზე გაყვანის შესაძლებლობა, პროგრამაში სტანდარტულად წარმოდგენილი სასწავლო კურსის/ენის/სასწავლო დროის არჩევითობის გარდა.
2 ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება შეთავაზებული იქნეს 
ა) მოტორული, მხედველობითი ან აუდიალური შეზღუდვების მქონე სტუდენტებისთვის, რომლებისთვის შეუძლებელია პროგრამით დადგენილი ფორმით სალექციო/პრაქტიკული/საგამოცდო პროცესებში მონაწილეობა. 
ბ) ჯანმრთელობის პრობლემების მქონე სტუდენტებისათვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ჩაერთონ პროგრამით გათვალისწინებულ საკონტაქტო აქტივობებში. 
გ) მსჯავრდებული სტუდენტებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ჩაერთონ პროგრამით გათვალისწინებულ საკონტაქტო აქტივობებში, 
დ) სტუდენტებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ყოფნის, ან სხვა სოციალური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებენ აკადემიური კალენდარით გათვალისიწნებულ ვადებში სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ აქტივობებში მონაწილეობას. 
3. სტუდენტი, ჩარიცხვის ან სწავლის პერიოდში უფლებამოსილია, პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, მიმართოს უნივერსიტეტს ინდივიდუალური პროგრამის შემუშავების მოთხოვნით. 
4. სტუდენტის მოთხოვნის საფუძველზე, უნივერსიტეტი ქმნის კომისიას პროგრამის განმახორციელებელი პროფესურის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და შესაბამისი დეკანატის წარმომადგენელთა მონაწილეობით. კომისია უფლებამოსილია ჩართოს მუშაობაში შესაბამისი ჯანდაცვის, სოციალური თუ სხვა სამსახურების წარმომადგენლები, რომელთა სპეციალური ცოდნა მნიშვნელოვანია სტუდენტის საჭიროებათა სრულად გათვალისწინებისთვის, ასევე შეისწავლოს და გამოითხოვოს გადაწყვეტილების მიღებისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია. 
5. ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამა, კონკრეტული შემთხვევების გათვალისწინებით, შეიძლება მოიცვდეს, მაგრამ არ ამოიწურებოდეს, საგანმანათლებლო პროცესის შემდეგი მოდიფიცირებებით: 
ა) მოტორული დარღვევების მქონე სტუდენტებისთვის - სასემინარო და საგამოცდო დავალებათა ზეპირ ფორმატში გადაყვანა, ლექტორის მონაწილეობით;
ბ) მხედველობითი დარღვევების მქონე სტუდენტებისთვის - ვიზუალური მასალის აუდირებაში დახმარებას, ლექტორისა თუ ბიბლიოთეკის თანამშრომლის მონაწილეობით, ასევე ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოდიფიცირება; 
გ) აუდიალური დარღვევების მქონე სტუდენტებისთვის - სალექციო მასალის ვიზუალური ფორმატით გადაცემისა და სასემინარო-საგამოცდო მასალის აუდიალურ ფორმატში გადმოცემის უზრუნველყოფას, რიდერების, ლექტორის კონსპექტებისა და სხვა თვალსაჩინოების გამოყენებით.
დ) სტუდენტებისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ ჩაერთონ საკონტაქტო პროცესში - სალექციო მეცადინეობის ელექტრონული ვიდეოკავშირის ფორმით მიღების, ხოლო საგამოცდო პროცესის - დისტანციურად, შესაბამისი მეთვალყურეობით, ჩატარების უზრუნველყოფით. 
6. სტუდენტებისათვის, რომლებიც ვერ ახერხებენ განახორციელონ პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები აკადემიური კალენდარით გათვალისწინებულ ვადებში, დასაშვებია საგამოცდო და სასემინარო პროცესის უნივერსიტეტის აკადემიური კალენდრით დადგენილ ვადაზე გვიან ჩაბარება - მხოლოდ იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც დაუძლეველი ძალის მიზეზით ვერ მოახერხეს ამ პროცესში ჩართვა აკადემიური კალენდარით დადგენილ პერიოდში. 
7. კომისიის დასკვნაში ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების შესახებ უნდა განისაზღვროს მის განსახორციელებლად აუცილებელი რესურსები/მოქმედებები.